როგორ მოვიშოროთ შეშუპება მედიკამენტების გარეშე

0
1398

შეშუპება – ესაა სიმპტომი, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ჯანმრთელობის როგორც უწყინარ, ისე სერიოზულ პრობლემეზე. იმის გასაგებად, თუ რა მიზეზები იწვევს ასეთ მდგომარეობას და როგორ გავუმკლავდეთ შეშუპებებს მედიკამენტების მოხმარების გარეშე, წაიკითხეთ ჩვენი სტატია.

რა იწვევს შეშუპებას

ყველაზე ნაკლებად სერიოზულ შესაძლო მიზეზებს შორისაა მარიალიანი საკვების მოხმარება, სიცხე და ფეხმძიმობა. უფრო რთულ მიზეზებს კი სისტემური დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმლების დაავადებები მიეკუთვნება. თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაში ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ მკურნალ ექიმს შემდგომი გამოკვლევებისთვის. ხოლო თუ მიზეზი თქვენი ცხოვრების სტილია, სცადეთ მისი კორექტირება ჩვენი რჩევების გამოყენებით.

სრულყოფილი ძილი

ფოტო: pixabay.com

პრაქტიკულად ყველა ჩვენგანს უნახავს საკუთარი თავი შეშუპებული, უძილო ღამის შემდეგ. ამ სიმპტომს, ხშირად, სწორედ ძილის უკმარისობა იწვევს, რამდენადაც ასეთ დროს ირღვევა იმ თირკმლის ნერვების მუშაობა, რომლებიც პასუხს აგებს წყლის ბალანსის დარეგულირებაზე. ჩვენ საშუალოდ 8 საათი გვესაჭიროება სრულყოფილი დასვენებისთვის.

 

დაბალანსებული კვება

ფოტო: pixabay.com

მარილის ჭარბ მოხმარებაზე უკვე ვისაუბრეთ. ახლა ჩვენს კვებაში ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტების არსებობაზე ვისაუბრებთ, როგორებიცაა კალიუმი, მაგნიუმი, B ჯგუფის ვიტამინები. თუ რაციონში ნიახურს, ანანასს, ლეღვს, გარგარს, კვერცხს, ჭარხალსა და სკუმბრიას ჩართავთ, დაეხმარებით ორგანიზმს ჭარბი სითხის მოცილებაში.

სტრესი

ფოტო: pixabay.com

სტრესი ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს ყველა სისტემასა და ორგანოზე. კორტიზოლი, რომელსაც თირკმელზედა ჯირკვლები სტრესულ მდგომარეობაზე რეაქციის სახით გამოყოფს, ზრდის ქსოვილებში სითხის შეკავებას. ისწავლეთ მოდუნება მედიტაციის, სულიერი პრაქტიკების, სწორი სუნთქვის გამოყენებით.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი