მარწყვის სასმელი, რომელიც პურის ბურახზე უკეთესია

0
36

ხორბლის ბურახი აგრილებს ზაფხულში, თუმცა ამ  სასმელის გარდა კიდევ უამრავი საინტერესო ვარიანტი არსებობს. მოცემულ სტატიაში გაგიზიარებთ მარწყვის ბურახის მომზადების წესებს,რომელიც ჩვეულებრივს გემოვნური თვისებებით გაცილებით აღემატება. ის შეგიძლიათ დალიოთ მომზადებიდან 4 დღის შემდეგ. მარწყვის საზაფხულო კომპოტი უგემრიელესია და ბევრად ჯობს მოჰიტოს. იღებთ მარწყვს,ვაშლს,ჟოლოს და იღებთ შესანიშნავ სასმელს სამლიტრიან ქვაბში. მარწყვის ბურახს რაც შეეხება, შეგიძლიათ გამოიყენოთ ცოტათი დარბილეული,არაიდეალური კენკრა.

ინგრედიენტები:

  • 250გ მარწყვი
  • 1ს.კ თაფლი
  • 3 ს.კ შაქარი
  • 1 ს.კ ლიმონის წვენი
  • 5გ ქიშმიში
  • 700მლ წყალი

მომზადებაის წესი:

  1. ქვაბში ჩაასხით სუფთა წყალი და ჩაყარეთ გარეცხილი,ყუნწმოცლილი მარყწვი. ქვაბი დადგით გაზქურაზე და ადუღეთ.
  2. მაწყვის მიღებული მასა გაფილტრეთ მარლაში და დაუმატეთ 1ს.კ თაფლი.მოურიეთ ხსნარს მის სრულ გალღობამდე.
  3. მარწყვის კომპოტს დაუმატეთ ლიმონის წვენი და გადაასხით ბოთლებში. ამისთვის იდეალურად გამოდგება შამპანურის ბოთლი. არ დაგავიწყდეთ ხსნარის მარლაში გატარება,რათა ზედმეტი თესლი და ხენჯი მოშორდეს.
  4. სითხეში დაამატეთ რამდენიმე ქიშმიში,დაახურეთ ბოთლს საცობი და 2 დღით დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე ფერმენტირებისთვის.
  5. ორი დღის შემდეგ ბურახის ბოთლი მაცივარში შეინახეთ და კიდევ ორი დღე გააჩერეთ.ასეთი გემრიელი სასმელი ნამდვილად არ გექნებათ გასინჯული,გემრიელად მიირთვით!

მარწყვის არომატული ბურახი ოდნავ ქაფდება,რა შესანიშნავია! თუ ოდესმე მსგავსი მეთოდით მოგიმზადებიათ ეს უგემრიელესი სასმელი, გაგვიზიარეთ კომენტარებში!