გაზაფხული მცენარეების გადარგვისთვის საუკეთესო დროა. თუმცა აუცილებელი წესების ცოდნის შემთხვევაში ზაფხულის პერიოდიც გამოდგება. მნიშვნელოვანი ნიუანსებია:ნიადაგი,ქოთანი,ყვავილზე მუშაობა,სასუქი.ზაფხულში გადარგვას ადვილად გადაიტანს წიწვოვანი მცენარეები,თუმცა არავითარ შემთვევაში არ შეეხოთ კაქტუსებს და სუნკულენტებს. მათთვის შესაფერისი დრო ზამთრის დასაწყისია. თუ მცენარე ეს-ესაა აყვავილდა, მისი შეწუხებაც არ ღირს. იგივე ეხება დაავადებულ ყვავილებსაც.
არსებობს გადარგვის რამდენიმე სახე:სრული,არასრული,მიწის ზედა ფენის შეცვლა და გადატანა. სრული გადარგვა გულისხმობს ქოთანში ნიადაგის სრულ გამოცვლას. ეს რთული პროცესია,რადგან ფრთხილად უნდა მოაშოროთ მიწა ყვავილების ფესვებსარასრული გადარგვისას მცენარეების ფესვებზე მიწის დატოვება შეიძლება. ნიადაგის ზედა ფენის შეცვლის დროს მას ემატება საკვები ნივთიერებები და ვიტამინები. მსგავს მეთოდს იყენებენ მსხვილი მცენარეების შემთხვევაში სეზონში ერთხელ. გადატანის დროს ყვავილი გადააქვთ უფრო ფართო ქოთანში,ამ დროს ძველ ნიადაგს არ ცვლიან,დამატებით სივრცეს ახალი მიწით ავსებენ. სწორედ ეს ვარიანტია მიჩნეული ყველაზე უსაფრთხოდ.
მცენარისთვის ქოთნის და მიწის შერჩევა – ახალი ქოთანი ძველზე ზომით დაახლოებით 3-5 სმ-ით დიდი უნდა იყოს.არ ღირს პატარა მცენარის გადარგვა დიდ ქოთანში. ნიადაგის სასარგებლო თვისებები სწრაფად უარესდება,რადგან მანძილი ფესვებიდან ქოთნის ფსკერამდე ძალიან დიდია. ზოგიერთ მათგანს ყვავილობისთვის, პირიქით,ვიწრო ჭურჭელი სჭირდება. მაგალითად,ეპიფიტური ორქიდეისთვის საკმარისია მიწის ზედა ფენის განახლება. ნიადაგის შერჩევისას კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტთან ან შეიძინეთ უნივერსალური მიწა.როგორც წესი,მას წინასწარ ასტერილიზებენ და უმატებენ ვიტამინებს და სასარგებლო თვისებებს.ნიადაგის შეძენისასთანავე მასში არ გადარგოთ მცენარე.გახსენით შეფუთვა და მიეცით მიწას საშუალება “ისუნთქოს”. ეს საჭიროა აზოტის გამოსადევნად.
გადარგვის ეტაპები – პირველ რიგში,მოამზადეთ სამუშაო ზედაპირი და ჩაიცვით სპეციალური ტანსაცმელი.
- ახალი ქოთანი კარგად გარეცხეთ და წყალში გააჩერეთ გადარგვამდე რამდენიმე საათით. ეს საჭიროა იმისათვის,რათა ჭურჭლის კედლებმა რაც შეიძლება მეტი ტენი შეიწოვოს. ძველი ქოთნის გამოყენებას თუ აპირებთ,კარგად გაწმინდეთ და რამდენჯერმე დადუღრეთ. შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებრივი წყლით.
- ქოთნის ფსკერზე განათავსეთ დრენაჟი. ამისთვის გამოდგება ზღვის ხრეში (წინასწარ გარეცხეთ და დადუღრეთ), თიხის ან აგურის ნატეხები და კერამზიტის ბურთულები. სადრენაჟე ფენა ჩვეულებრივ 3-4 სმ-ია.
- დრენაჟზე მოათავსეთ სტერილური ნიადაგის შრე,ხოლო შემდეგ ქოთნის ცენტრში-მცენარე.
- გაითვალისწინეთ გადარგვის ტიპი. შესაძლოა დაგჭირდეთ ფესვების სრულად ან ნაწილბრივ გასუფთავება მიწისგან. მცენარეს დამპალი ნაწილი ფრთხილად მოაშორეთ.
- ბოლოს მცენარის გარშემო არსებული სივრცე შეავსეთ ტენიანი მიწით. ამასთან,გაამკვრივეთ ნიადაგი და შეამოწმეთ ქოთნის კედლები,რათა სიცარიელეები არ დარჩეს.
- რამდენიმე დღის შემდეგ ნიადაგი საბოლოოდ დაჯდება. ეს ნიშნავს,რომ მცენარე უხვად უნდა მორწყოთ და დაუმატოთ ცოტაოდენი ფხვიერი მიწა.
რჩევა რედაქციისგან – გადარგვის შემდეგ გამოცდილი მებაღეები მცენარეებს 2-3ჯერ ასხურებენ “ციკრონს” ან “ეპიფინს”,რომლებიც მათ იცავს ბაქტერიებისა და სოკოებისგან.