ზაფხული – ყველაზე არომატული და წვნიანი დროა. ხილის, ბოსტნეულის და მწვანილის ფართო არჩევანი საშუალებას გვაძლევს გავიმრავალფეროვნოთ და უფრო სასარგებლო გავხადოთ საკვები. დღეს პაპარაცის რედაქცია გასწავლით როგორ მოამზადოთ გემრიელი და არომატული სოუსი კამისგან, რომელიც უბრალო შემწვარ კარტოფილსაც კი გადააქცევს კულინარიულ შედევრად.
კამის სოუსი
კამის სოუსი მარტივი მოსამზადებელია და ცოტა ინგრედიენტები სჭირდება. ამიტომ გირჩევთ არ გაუშვათ შანსი ამ არომატული საკმაზის გაკეთების. ნატურალური, სასარგებლო და გემრიელია!
ინგრედიენტები:
- ერთი კონა ახალი კამა
- 3 კბილი ნიორი
- 2 ს/კ ზეთი
- ნახევარი ლიმნის წვენი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
- კარგად გარეცხეთ კამა. უკეთესი იქნება თუ 15 წუთით ცივ წყალში გააჩერებთ. ამით საბოლოოდ მოაშორებთ ჭუჭყს, უხილავ მწერებს და სხვა ბაქტერიას. გარეცხვის მერე მწვანილი გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცით.
- მოაჭერით ღეროები, ისინი არ დაგვჭირდება. ჩაყარეთ დარჩენილი ნაწილი ბლენდერში, დაასხით ლიმნის წვენი, დაუმატეთ ნიორი გემოვნებით.
- დაუმატეთ მცენარეული ზეთი. უკეთესი იქნება ზეითუნის, თუმცა ჩვეულებრივიც არ იქნება ცუდი. დააქუცმაცეთ ეს ყველაფერი.
- მარილი და წიწაკა დაუმატეთ გემოვნებით, შეგიძლიათ არც უქნათ, რომ კამის გემო არ გადაიფაროს.
- მიღებული სოუსი გადაიტანეთ ცალკე ქილაში, მჭიდროდ დააფარეთ თავზე და შეინახეთ მაცივარში.
კამის სოუსისთვის საუკეთესო ალტერნატივაა გაყინვა. ის უხდება კარტოფილიან კერძებს, ხორცს, თევზს. აგრეთვე საუკეთესო საკმაზია სალათებისთვის. ამას გარდა, რეცეპტში შეგიძლიათ შეიტანთ ცვლილებები თქვენი გემოვნებით. მაგალითად, დაუმატოთ რეჰანი, როზმარინი, ოხრახუში… ლიმნის წვენის მაგივრად უმატებენ ხოლმე მკვახე ხურტკმელს, რომელიც ორიგინალურ სიმჟავეს აძლევს სოუსს. ბევრი ვარიანტი შეგიძლიათ სცადოთ – არ შეგეშინდეთ სიახლეების.ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ კამა ძალიან სასარგებლო მცენარეა. სოუსი ხანგრძლივად ინახება მაცივარში, ის ახალივით იქნება.
თქვენ როგორ ინახავთ კამას? ყინავთ, ახმობთ თუ საკმაზს აკეთებთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.