ღუმელში გამომცხვარი ბადრიჯანი პომიდვრით და ნივრით გემრიელი და დიეტური კერძია, რომლის მომზადებას ბევრი დრო და ძალისხმევა არ სჭირდება. ინგრედიენტები არ იწვება, ამიტომ მსუბუქი საუზმე გამოდის.პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ მარტივი წასახემსებლის რეცეპტს ბადრიჯნით.
ღუმელში გამომცხვარი ბადრიჯანი პომიდვრით და ნივრით
ინგრედიენტები:
- 3-4 ბადრიჯანი
- 4 პომიდორი
- 3-4 კბილი ნიორი
- 100 გრ ყველი მოცარელა
- 1 ჩ/კ ხმელი რეჰანი
- მწვანილი გემოვნებით
- მარილი და შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
- 1 ცხარე წითელი წიწაკა
- მცენარეული ზეთი
მომზადება:
- გარეცხილი ბადრიჯანი დაახლოებით 7 მმ სისქის ფირფიტებად დაჭერით. დანის წვერით ბადისებრად დახაზეთ. დაამარილეთ და 10 წუთით გააჩერეთ, რომ ზედმეტი სიმწარე მოაშოროთ.
- საკაზმი მოამზადეთ. ამისთვის დაპრესილი ნიორი, მარილი, შავი წიწაკა, ხმელი რეჰანი და 2 ს/კ მცენარეული ზეთი აურიეთ.
- ბადრიჯნის ფირფიტები პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ. მზა საკაზმი წაუსვით.
- 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ.
- ამ დროში ყველის და პომიდვრის შიგთავსი მოამზადეთ. პომიდორი პატარა კუბებად დაჭერით.
- მოცარელა წვრილ სახეხზე გახეხეთ. ცხარე წიწაკა წვრილად დაჭერით. პომიდორი და ყველის დიდი ნაწილი აურიეთ. ცოტა მარილი მოაყარეთ.
- ღუმელიდან ბადრიჯანი გამოიღეთ, პომიდვრის და ყველის ნარევი დაუმატეთ. ზემოდან დარჩენილი ყველი მოაყარეთ.
- კიდევ 10 წუთით აცხვეთ.
- გამომცხვარი ბადრიჯანი წვრილად დაჭრილი მწვანილით მორთეთ.
- სუფრაზე ბადრიჯნის წასახემსებელი გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!
ბადრიჯნის რაგუ ბოსტნეულით არა მხოლოდ ვიტამინების წყარო, არამედ უნივერსალური გარნირია ხორცთან, თევზთან მისაყოლებლად. სუფრაზე თბილი გაიტანეთ, მაგრამ ცივიც გემრიელია, განსაკუთრებით მეორე დღეს. ბოსტნეულის წვენში მოთუშული ბადრიჯანი ცხიმიანი და ისეთი რბილი გამოდის, რომ შეგიძლიათ პურს წაუსვათ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს