კარტოფილის ნათალს რეგულარულად ვაგროვებ და აგარაკზე მიმაქვს, ამის გამო მთელი ოჯახი მსაყვედურობს

1011

ჩვენს ხალხს ოპტიმიზაციის ან ხელახალი ოპტიმიზაციის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. საქმეში ყველაფერი უნდა ჩაერთოს. მათ შორის კარტოფილის ნათალი, როგორც სასუქი და არა მხოლოდ. თუ ღორი გყავთ, ეს საუკეთესო საკვეებია. კიდევ სად წავიღოთ? Paparazzi გირჩევთ, ერთად გავარკვიოთ, თუ სად და როგორ გამოვიყენოთ კარტოფილის სახამებელი. ყველაფერი გამოცდილებას ეფუძნება და არა ყოველგვარ ზღაპრებს.

კარტოფილის ნათალი, როგორც სასუქი

ერთი ნაცნობი, ოპტიმიზმით სავსე ქალი გვყავს, რომელიც კარტოფილის ნათალით მიწას ანოყიერებს. მას ყოველთვის ბევრი კარტოფილი აქვს, კერძო სახლში ცხოვრობს, ამიტომ ქერქი საკმარისად ბევრი აქვს. ჭარბ ნათალს ყოველთვის ახმობს ან ყინავს. სეზონზე ბოსტანში მიწას აყრის. მისი თქმით, კარტოფილის ქერქში ბევრი სასარგებლო რამ შედის, არანაირი ქიმია, ამიტომ სუფთა ორგანული სასუქია. ჩვენი ქალბატონი აღიარებს, რომ ყველაფერს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს, მაგრამ მის შემთხვევაში კარტოფილის ნათალი საუკეთესოა. მისი თქმით, უბრალო ორგანულ სასუქთან შედარებით კარტოფილის ნათალს რიგი უპირატესობები აქვს. მაგალითად:

1.ხალხი კარტოფილს ყოველთვის მიირთმევს, ამიტომ ზამთარში შეგიძლიათ ბევრი „სასუქი“ დააგროვოთ. მთელ სეზონზე გეყოფათ.

2.ჩვენი ნაცნობი დარწმუნებულია, რომ სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით სხვა ორგანულ სასუქს არ ჩამოუვარდება, თან მცენარის „ზედმეტად გამოკვების“ შიში არ შეგაწუხებთ.

3.ქიმიურ სასუქებთან შედარებით ყველაფერი ნატურალურია, ამიტომ მცენარეში რაიმე ქიმიის შეღწევის შიში არ უნდა გქონდეთ. გარდა ამისა, ქიმიური საშუალებები სარეველების ზრდას ააქტიურებენ, ხოლო ნათალთან მსგავსი ნომერი არ იმუშავებს.

თითქოსდა ყველაფერი გასაგებია. ბოსტანში კარტოფილის ნათალი მოაყარეთ, ის ნელ–ნელა დალპება, მცენარე გამოიკვება და თქვენდა სასიხარულოდ გაიზრდება! და მაინც, მას ნაკლოვანებები აქვს. კერძოდ:

1.ბაღში მოყრილ ბევრ ნათალს მღრღნელების მოზიდვა შეუძლია. ერთგვარი ბონუსი.

2.ეფექტის მისაღებად მცენარე მუდმივად უნდა გამოკვებოთ. ამისთვის ბევრი ქერქი (ახალი, სხვათა შორის, დაშლას დიდი დრო სჭირდება) დაგჭირდებათ.

3.სასარგებლო ელემენტებით ნიადაგის გამოკვება რთულია, ამიტომ კონცენტრაციას ყურადღება უნდა მიაქციოთ. ზედმეტად ვერ გამოკვებავთ, მაგრამ შეიძლება კვება დააკლდეს.

ისღა დაგრჩენიათ გაარკვიოთ, თუ როგორ მოამზადოთ სასუქი და რა რაოდენობით. ნუთუ უბრალოდ ნათალი მიწაზე უნდა მიმოფანტოთ, შემდეგ კარგად გამოკვებოთ? საოცარია, მაგრამ ჩვენი ნაცნობი სწორედ ასე აკეთებს. ამბობს, რომ ყოველ გაზაფხულსა და ზამთარში ასეა საჭირო. და მაინც, სხვა ვარიანტებიც არსებობს.

როგორ მოვამზადოთ სასუქი

1. ნახარში – ნათალს ცხელი წყალი დაასხით და რამდენიმე დღე დააყენეთ. შემდეგ ნათალი გადაყარეთ, მიღებული სითხე მცენარეს ფესვების ქვეშ დაუმატეთ. 2 კვირის შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ.

2. ფქვილი – ხმელი ნათალი ფქვილის მიღებამდე დაფქვით. მცენარის ქვეშ მიწას მოაყარეთ. ზედმეტი ფქვილი მშრალ ნაჭრის ტომრებში შეინახეთ. ნახარშით სჯობს ძირნაყოფები მორწყათ. მას მიეკუთვნება ხახვი, ბოლოკი, ნიორი და სტაფილო. ივნისში აქტიურად შეგიძლიათ მორწყათ. ფქვილი კენკრისთვის გამოგადგებათ. მაგალითად, ჟოლო ფქვილით გამოკვების შემდეგ უფრო მსხვილი და ტკბილი ხდება. თავად სცადეთ! რამდენიმე სიტყვა, როგორ მოვამზადოთ მომავალი ნათალი და სად შევინახოთ. თუ აგარაკზე ადგილი აქვთ, კომპოსტის გროვა გააკეთეთ. თუ ბინაში ცხოვრობთ, ნათალი აივანზე, სიცივეში შეინახეთ ანუ გაყინეთ. შეგიძლიათ გაახმოთ. თუმცა ეს ხარჯიანია და გაუგებარია, მომგებიანია თუ არა, რადგან გამოშრობა ღუმელში მოგიწევთ. გაზის და სინათლის გადასახადის გადახდა ჯერ კიდევ საჭიროა.

რედაქციისგან

ახლა ამ მეთოდის ეფექტურობის შეფასება რთულია, რადგან მისი სათანადოდ გამოცდა ვერ მოვახერხეთ. მოგვწერეთ, თავად რას ფიქრობთ ამ საკითხზე? თუ კარტოფილის ნათალს სასუქად იყენებთ, თქვენი გამოცდილება გაგვიზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს