როგორ მოვიქცეთ, თუ თერმომეტრი გაგვიტყდა და ვერცხლისწყალი დაიღვარა.

0
724

ვერცხლისწყლის თერმომეტრი ნებისიერი ოჯახის აფთიაქის შეუცვლელი ნივთია. თანამედროვე ელექტრონული თერმომეტრებისგან განსხვავებით,ის არასოდეს გაფუჭდება და არ დასჭირდება ელემენტების გამოცვლა. თუმცა როგორ მოვიქცეთ,თუ ვერცხლისწყლის თერმომეტრი გაგვიტყდა? მოცემულ სტატიაში მოქმედების ეტაპობრივ ინსტრუქციას გაგიზიარებთ.

ფაქტები ვერცხლისწყლის თერმომეტრებზე

ვერცხლისწყალი-ერთადერთი მეტალია,რომელიც ბუნებაში თხევად მდგომარეობაში არსებობს,რადგან მას აქვს შედარებით მცირე სიმკვრივე და ფართო ტემპერატურული სპექტრი.აღნიშნული თვისებების გამო მოსახერხებელია მისი გამოყენება თერმომეტრებში.მე-18 საუკუნეში ადამიანები კარგად ვერ იაზრებდნენ ვერცხლისწყლის საფრთხეს. მას იღებდნენ პერორალურად,როგორც წამალს სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. დღესდღეობით ჩვენ უკვე ვიცით,თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანის ჯანმრთელობას ვერცხლისწყლის აორთქლებამ. მისი ხანგრძლივი მოქმედების შედეგად ირღვევა ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირება,ზიანდება სასუნთქი გზემი,თირკმლები,ღვიძლი და საჭმლის მომნელებელი ტრაქტი.ჩვეულებრივ ცხოვრებაში ჩვენ თითქმის არ  ვხვდებით ამ მომწამვლელ მეტალს. მისი ერთადერთი წყაროა ვერცხლისწყლის თერმომეტრი,რომლის გატეხვის შემთხვევაში საჭიროა აუცილებელი ღონისძიებების გატარება.თერმომეტრის გატეხვის დროს არსებობს ალბათობა,რომ ვერცხლისწყლის ბურთულა სადმე გადაგორდება,შეუმჩნეველი დარჩება და ზიანს მოუტანს ოჯახის წევრების ჯანმრთელობას. აი,რა უნდა გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად:

ნაბიჯი 1. როგორც კი იატაკზე ვერცხლისწყლის წვეთებს შენიშნავთ,მოაშორეთ ბავშვები და შინაური ცხოველები.გაიკეთეთ დამცავი პირბადე და ხელთათმანები.

ნაბიჯი 2. ჩართეთ ყველა გამათბობელი საშუალება და გააღეთ ფანჯარა. რაც მეტი იქნება იმ ოთახში ჰაერის ტემპერატურა,სადაც თერმომეტრი გატყდა,მით უფრო სწრაფად დაიწყება ვერხცლისწყლის აორთქლების პროცესი.

ნაბიჯი 3. აიღეთ ჭურჭელი,ჩაასხით წყალი და გახსენით მასში კალიუმის პერმანაგანატი 1:5 პროპორციით.

ნაბიჯი 4. ვერცხლისწყლის ბურთულების ასაკრეფად გამოიყენეთ სქელი ქაღალდი,შპრიცი და ჩოთქი. ჩოთქის დახმარებით მსხვილი ბურთულები გადაიტანეთ ქაღალდზე და მოათავსეთ პერმანგანატის ხნსარში, წვრილი ბურთულები შეაგროვეთ შპრიცით.

ნაბიჯი 5. არ დატოვოთ არც ერთი წვეთი,შეამოწმეთ ყველაზე ძნელად მისადგომი ადგილებიც კი.

ნაბიჯი 6. გადაყარეთ ნივთები,რომლებსაც შეხება ჰქონდა ვერცხლისწყალთან. ხსნარი,რომელშიც ვერცხლისწყალია,არავითარ შემთხვევაში არ გადაღვაროთ,წაიღეთ უტილიზაციის პუნქტში.