“მეთილურაცილის” გამოყენება, რომელიც კანის მოვლის იაფი საშუალებაა

1469

“მეთილურაცილის” გამოყენების რამდენიმე ვარიაცია არსებობს. მოცემულ სტატიაში რედაქცია “paparazzi” მოგითხრობთ სხეულის იმ ოთხი ადგილის შესახებ,სადაც საჭიროა ამ მალამოს დატანა.

“მეთიურაცილის” გამოყენების მეთოდები

1.ფეხებისთვის

ასაკის მატებასთან ერთად ფეხის ქუსლები ჩვენი ერთ-ერთი პრობლემური ადგილი ხდება. სიმშრალე და ნახეთქები ზოგჯერ ნორმალურად სიარულშიც გვიშლის ხელს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად დაიტანეთ სუფთა ფეხებზე მალამოს სქელი ფენა,ამოიცვით ჯერ პოლიეთილენის პარკი,შემდეგ კი-წინდები.

2.ტუჩებისთვის

ეს მალამო შეგიძლიათ გამოიყენოთ ტუჩის ბალზამის ნაცვლად,რადგან მას აქვს შეხორცების შესანიშნავი უნარი. თუ ტუჩზე ნახეთქი გაქვთ,მეთილურაცილი დაგეხმარებათ,მას ასევე აქვს დამატენიანებელი ეფექტი,განსაკუთრებით წარმატებით ებრძვის  მცირე ჭრილობებს პირის კუთხეებში.

3.სახის კანისთვის

ექიმები სახის კანის მოვლისთვის მეთილრაცილის დროებით გამოყენებას გვირჩევევნ,და არა-რეგულარულს. მას ხშირად უნიშნავენ აგრესიული დერმატოლოგიური პროცედურების შემდეგ კანის დამცავი ბარიერის აღსადგენად. თუ აღგენიშნებათ კანის ადგილობრივი გაღიზიაება,დაიტანეთ ეს მალამო.

4.ხელებისთვის

ხელის კანს მთელი წლის განმავლობაში რეგულარულად სჭირდება დატენიანება. მეთიურაცილის მალამო შეძლებს ბევრი ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალების ჩანაცვლებას. დაიტანეთ ის ხელებზე და გაიკეთეთ პოლიეთილენის ხელთათმანები.რბილი და დატენიანებული კანი პირველივე პროცედურის შემდეგ გაგაბედნიერებთ. მალამო ხელებზე დაახლოებით 20 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ აუცილებლად ჩამოიბანეთ. უკეთესი ეფექტისთვის შეგიძლიათ დამატებით ხელის დამატენიანებელი კრემის გამოყენებაც.

რა უნდა გვახსოვდეს

მიუხედავად იმისა,რომ პრეპარატი არ შეიცავს ანტიბიოტიკებს და არ არის ჰორმონალური,უკუჩვენებების არსებობის შემთვევაში მან შეიძლება გამოიწვის სრულიად სხვაგვარი ეფექტი. გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითეთ ინსტრუქცია ან გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია. ალერგიული რეაქციის თავიდან ასაცილებლად, მალამო ჯერ კანის მცირე უბანზე გამოსცადეთ.

თქვენ რომელ საშუალებას იყენებთ კანის დასატენიანებლად? გაგვიზიარეთ საიდუმლოებები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს