ხაჭოს ნაზი ორცხობილა-საოცარი ნუგბარია,რომელიც არასოდეს იქნება ზედმეტი სუფრაზე. ზამთარში ან შემოდგომაზე მას იდელუარად შეეფერება ცხელი ჩაი ან ყავა,ზაფხულის ცხელ დღეებში კი-ცივი კომპოტი. ამასთან,ის შაქარს მინიმალური რაოდენობით შეიცავს.
მოცემულ სტატიაში პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ ნაზი ორცხობილის მარტივ რეცეპტს,დაგჭირდებათ უმარტივესი ინგრედიენტები,შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ არა მარტო მადისაღმძვრელი შესახედაობით,არამედ საოცარი გემოთიც.
ხაჭოს ნაზი ორცხობილა
ინგრედიენტები
250გ ხაჭო
200გ ფქვილი
80გ ნაღების კარაქი
2ს.კ შაქარი
1ჩ.კ გამაფხვიერებელი
მწიკვი მარილი
ცოტაოდენი დარიჩინი
მომზადება
1.ცაკლე ჭურჭელში მოათავსეთ დარბილებული კარაქი,შაქარი,მარილი და ხაჭო.გადაურიეთ ისინი ერთმანეთში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
2.ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი,შემდეგ თანდათანობით დაუმატეთ ხაჭოს მასას. მოზილეთ რბილი და ერთგვაროვანი ცომი,შემდეგ შეახვიეთ პოლიეთილენის პარკში და შეინახეთ მაცივარში 15 წუთით.
3.გაცივებული ცომი გაყავით შუაზე,თითოეული ნახევარი გააბრტყელეთ 2-3მმ სისქემდე.
4.დასაჭრელად გამოიყენეთ ცომის საჭრელი ან პიცის დანა. თავდაპირველად ცომს მოაჭერით კიდეები,რომ გამოვიდეს დიდი მართკუთხედი,შემდეგ კი თანაბარ ზოლებად დაყავით.
5.ცომის თითოეულ ზოლს მოაყარეთ დარიჩინი და შაქარი,შემდეგ კი შეახვიეთ რულეტებად. ორცხობილები მოათავსეთ ჟარონაზე დაფენილ პერგამენტის ქაღალდზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.
6.მომზადებულ ორცხობილებს მოაყარეთ შაქრის პუდრა და გემრიელად მიირთვით.