ზაფხულის სიცხე ყველასთვის ნაცნობია. მომატებული ტემპერატურა ქალაქის მცხოვრებლებს უჩენს სურვილს ჩახტნენ გრილ აუზში ან აბაზანაში მაინც. თუმცა არსებობს უფრო “გემრიელი” ალტერნატივებიც. როგორ მოვამზადოთ ტარხუნისგან სასმელი? საინტერესოა,რომ ტარხუნას არა მხოლოდ გამაგრილებელი ეფექტი აქვს,არამედ დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზეც. ტარხუნა(იგივე ესტრაგონი ან დრაკონის ბალახი)-ბალახეული მცენარეა არც ისე აშკარად გამოხატული არომატით და პიკანტური გემოთი. პირველად აღმოაჩინეს მონღოლეთში და აღმოსავლეთ ციმბირში,შემდეგ კი ფართოდ გავრცელდა მთელ მსოფლიოში. გამომშრალი ტარხუნა კარგად ეხამება ხორცის ან თევზისგან მომზადებულ კერძებს,იყენებენ ასევე სალათების და სოუსების მოსამზადებლად.
ესტრაგონი შეიცავს A,PP,C,B1 და B2 ვიტამინებს,ასევე კაროტინს,ალკალოიდებს და სხვადასხვა ეთერის ზეთს. რკინა,მაგნიუმი,კალიუმი,იოდი-ეს მინერალთა სიის არსრული ჩამონათვალია,რომლებიც ამ სასარგებლო მცენარეში გვხვდება. ბერძნები დრაკონის ბალახით მკურნალობდნენ კბილის ტკივილს. არაბებმა ასობით წლის წინ დაინახეს ამ მცენარის პოტენციალი ადამიანის საჭმლის მომნელებელი ფუნქიონირების გაუმჯობესებაში.რუსები იყენებდნენ მას დამწვრობის წინააღმდეგ. თანამედროვე მედიცინა მოიხმარს ტარხუნას ინგრედიენტის სახით ისეთ პრეპარატებში,რომლებიც ახორცებს ჭრილობას.
გამაგრილებელი სასმელი
ინგრედიენტები
წყალი
ტარხუნის კონა
2-3ც ლიმონი
20გ ჯანჯაფილი
თაფლი ან შაქარი
პიტნა
მომზადება
1.რამდენიმე ლიტრი წყალი გადმოადუღეთ და გააგრილეთ დაახლოებით 40 გრადუსამდე.ჯანჯაფილს მოაცილეთ ქერქი,დაჭერით ლიმონი და გამოაცალეთ კურკები.
2.წყალი ჩაასხით ჭურჭელში,დაუმატეთ მას ტარხუნა,ლიმონის ნაჭრები,წვრილად დაჭრილი ჯანჯაფილი,თაფლი და შაქარი გემოვნებით,პიტნის რამდენიმე ღერო. პიტნის სრული არომატის მისაღებად გამოიყენეთ მისი გასრესილი ფოთლები.
3.ჭურჭელს დააფარეთ თავზე და შეინახეთ მაცივარში რამდენიმე საათით და გაფილტრული ხსნარი გადაასხით ბოთლებში.
ზოგიერთი ადამიანი მოცემულ სასმელში მარწყვსაც ამატებს,რომელიც მას სპეციფიკურ არომატს და გემოს სძენს,საზოგადოების ნაწილი ამისგან თავს იკავებს.