დედა ფულში იხრჩობა, ქალიშვილი კი თეთრებს ითვლის გადასარჩენად

733

ფინანსური პრობლემების გადაწყვეტა ოჯახური ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.ვინ არ შეხვედრია მატერიალურ სირთულეებს? ამისგან არავინაა დაზღვეული. რა ჯობს,როცა ნათესავები მზად არიან გასაჭირში დასახმარებლად! სამწუხაროდ,ამ კუთხით ყველას არ უმართლებს. ზოგჯერ ადამიანები ებრძვიან ბულინგს ყველაზე ახლობელი ადამიანების მხრიდან.ჩვენი ისტორიის გმირიც მსგავს სიტუაციაში აღოჩნდა. დედა მასხრად იგდებს ქალიშვილის პრობლემებს და მის მეუღლეს უმაქნისს და წარუმატებელ კაცად მიიჩნევს. სანამ ის ფულში იხრჩობა,შვილი თეთრებს აგროვებს საარსებოდ.

ფინანსური პრობლემის გადაჭრა

დედის თვალში ჩემი მეუღლე უხეირო კაცია,რადგან ოჯახის შენახვა უჭირს. როცა მირეკავს,დამცინავად მეკითხება: ” შემოგეჭამათ ბოლო პურის ნატეხიც თუ დაგრჩათ კიდევ რამე?” ნუთუ ვერ ხვდება,რამდენად რთულ მდგომარეობაში ვართ?

ოჯახში ამ ეტაპზე მხოლოდ ქმარი მუშაობს. ჩემი პატარა ვაჟი,ნიკო,საოცრად თბილი ბავშვია,დროის უმეტეს ნაწილს სწორედ მასთან ვატარებ,ვცდილობ განვითარებისთვის ყველა აუცილებელი პირობა შევუქმნა. ეს დიდ ფინანსურ კაპიტალს  მოითხოვს,ბავშვი აუზზე და სპეციალურ კურსებზე დამყავს,ამასთან,ბინის კრედიტს ვიხდით. მოკლედ,ხარჯები საკმარისზე მეტია.

ჩემს ქმარს სამსახურში მუდმივი პრობლემები აქვს,ყოველთვის ეძებს შემოსავლის დამატებით წყაროს. კარგად მესმინ,ანრის როგორ უჭირს,თუმცა ვერაფრით ვეხმარები. დედაჩემიც ყოველთვის ამწვავებს შექმნილ სიტუაციას,ვერ ვხდები,ასე სასტიკად რატომ გვექცევა.

ის თვლის,რომ ჩემი ქმარი წარუმატებელი კაცია,ვერ წაროუდგენია,თუ როგორ შეიძლება ვერ შეინახო ოჯახი. ჩვენ არ ვცხოვრობთ მშვიდ და აუღელვებელ დროს,დაგვჭირდა წელიწადი სპეციალისტის საპოვნელად,რომელიც დაგვეხმარებოდა ჩვენს პატარასთან კონტაქტის დამყარებაში. არავისთვისაა საიდუმლო,რომ ყველაფერი საკმაოდ ძვირი ღირს,დედაჩემი კი უარს ამბობს ამის აღიარებაზე.

კონტაქტი დედასთან

თავად ის უზრუნველად ცხოვრობს. მას აქვს ერთოთახიანი ბინა,მეორეს კი,რომელიც მემკვიდრეობით ერგო,აქირავებს. ასეთ სტაბილურ შემოსავალზე ჩვენ მხოლოდ ვოცნებობთ.

მისთვის დახმარება არასოდეს მითხოვია,ჩვენი პატარას გამორჩეულობის შესახებ როცა შეიტყო, ამოიოხრა და თქვა: “მსგავსი ქმრის შემთხვევაში რა გასაკვირია!” ნუთუ ეს ნორმალურია? ძალიან მეტკინა გული და მასთან კამათს უკვე შევეჩვიე კიდეც. ზოგჯერ მგონია,რომ ოჯახი მისი შემოტევებისგან უნდა დავიცვა,თუმცა ეს არ შემიძლია.

უკვე დიდი ხანია საკუთარი თავისთვის არაფერი შემიძენია,ქმართან ერთად ვცდილობ ყველაფერში ფულის დაზოგვას,მთავარია ჩვენი ბიჭუნა იყოს კარგად. ვიცი,რომ სწორად ვიქცევი,თუმცა დედას ეს არ ესმის.

ჩემმა ახლო მეგობარმა ყველაფრის შესახებ  კარგად იცის,თუმცა სჯერა,რომ დედა გონს მოეგება. ზოგჯერ მირჩევს,რომ ფინანსური დახმარება ვთხოვო,თუმცა უკვე დავიღალე მის წინაშე თავის დამცირებით.

ვიცი,რომ ადრე თუ გვიან ყველა სირთულეს გადავლახავთ.საწყენია მხოლოდ ის,რომ დედასთან მომავალში ურთიერთობის დალაგება ვერ მოხერხდება.

რედაქციისგან

ტყუილად არ ამბობენ:”ძალით თავს ვერავის შეაყვარებ”. სისულელეა დედასთან კონტაქტის მოწესრიგება მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. ადეკვატური ზრდასრული ადამიანი არასოდეს აიგდებს მასხრად ახლობლის პრობლემებს,მით უმეტეს,როცა საქმე ღვიძლ შვილს ეხება,რომელიც განუკურნებელი სენით შეპყრობილ  ბავშვს ზრდის. ვიმედოვნებთ,რომ ჩვენი გმირის ოჯახი მალევე შეძლებს შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას!

რჩევები და შეხედულებები გაგვიზიარეთ კომენტარებში!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს