70 წლის განმავლობაში ნაწლავებში დაახლოებით 100 ტონა საკვები და 40 ათასი ლიტრი სითხე გადის. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად კუჭში დაახლოებით 4,5 კგ განავალი და ტოქსიკური ნარჩენი გროვდება. შედეგად, სისხლი ბინძურდება და ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.
მრავალი დაავადების თავიდან აცილებას წარმატებით შეძლებთ, თუ ნაწლავებიდან ლორწოს, განავლის ნარჩენებს და პარაზიტებს აღმოფხვრით.
ნაწლავებში ნარჩენების დაგროვებამ შეიძლება ბევრი პრობლემა გამოიწვიოს, მათ შორის თირკმლებისა და ღვიძლის დაავადებები, დიაბეტი, ხშირი ყაბზობა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, სმენის და მხედველობის დაქვეითება, კანის, თმის და ფრჩხილების პრობლემები, ასევე ართრიტიდან დაწყებული სიმსივნით დამთავრებული სხვადასხვა დაავადებები.
მსხვილი ნაწლავის მხოლოდ მცირე ნაწილი შეგიძლიათ ოყნის დახმარებით გაწმინდოთ. ხოლო ოყნით სამკურნალოდ სპეციალური მოწყობილობის გამოყენება ძვირადღირებული პროცესია, რომელიც ბევრ დროს მოითხოვს და შეიძლება ნაწლავების ლორწოვან გარსს საფრთხე შეუქმნას.
მეორე მხრივ, ნაწლავები სელის ფქვილის დახმარებით შეგიძლიათ 3 კვირაში გაწმინდოთ. თან ისე, რომ ნაწლავების მიკროფლორა არ დააზიანოთ და ლორწო, ფეკალური ნარჩენები და პარაზიტები მოიშოროთ.
ეს მეთოდი დაგეხმარებათ ცხიმი სწრაფად დაწვათ და წონა ნორმაში მოიყვანოთ, ასევე ლიპიდური ცვლა, ქოლესტერინის დონე დაარეგულიროთ და ორგანიზმის დეტოქსიკაციას ხელი შეუწყოთ.
მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია გასტრიტის, კოლიტის, თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლულის, ზედა სასუნთქი გზების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადების, ჭარბი წონის და ლიპიდური ცვლის დარღვევის, ასევე ინფექციის, ცისტიტის, საშარდე გზების დაავადებების და პიელონეფრიტის დროს.
გაწმენდის პროცესი ასე სრულდება:
3 კვირის განმავლობაში ყოველ დილით საუზმე უნდა მიირთვათ:
1-ელი კვირა: 1 ს/კ სელის ფქვილი და 100 მლ კეფირი
მე-2 კვირა: 2 ს/კ სელის ფქვილი და 100 მლ კეფირი
მე-3 კვირა: 3 ს/კ სელის ფქვილი და 150 მლ კეფირი
თქვენ ყოველ დილით 2 ლ წყალი უნდა დალიოთ, ხოლო საუკეთესო შედეგების მისაღებად თაფლიანი წყალი დალიეთ. თუ ფქვილის შეძენას ვერ ახერხებთ, სელის თესლი წვრილად დააქუცმაცეთ.
მსხვილი ნაწლავის გამწმენდი პროცედურა წელიწადში ერთხელ ჩაიტარეთ.