ბებია ეპისტემიამ სიცხეში მოამზადა ცივი კერძი, რომელმაც კონდენციონერზე უკეთ გაგვაგრილა

267

მატონიზირებელი, გემრიელი ცივი კერძი კეფირით შეფ-მზარეულისგან. დღეს პაპარაცის რედაქცია გასწავლით პროფესიონალურ კერძს, რომელიც დილეტანტებსაც მარტივად გამოუვათ. ინგრედიენტებიც მარტივია, მომზადების დრო – მინიმალური. მითუმეტეს, გარეთ როცა ძალიან ცხელა, გინდა რამე მსუბუქი და ცივი მიირთვა ჩრდილში.ცივი წვნიანი ეს არის სალათა თხევად ფორმაში. დაუმატეთ დაჭრილ ბოსტნეულს კეფირი ან მაწონი, ან გაზავებული არაჟანი – სულ ეს არის, ცივი წვნიანი მზად არის. მაგრამ თუ რამდენიმე რჩევას გაითვალისწინებთ, ნამდვილ შედევრს შექმნით. მოდით დავიწყოთ:

ცივი წვნიანი კეფირით

ინგრედიენტები: კვერცხი, კარტოფილი, 2 საშუალო ზომის ჭარხალი, მწვანე ხახვი, 3 ღერი კამა, მარილი, ბოლოკი, კიტრი, 1 ჩ/კ შაქარი, ლიმნის წვენი, წყალი, კეფირი

მომზადების წესი:

1. ჩაასხით ქვაბში წყალი და მოხარშეთ კვერცხი. ამასობაში გარეცხეთ კარტოფილი, დაჭერით და დადგით ისიც მოსახარშად.

2 . გარეცხეთ ჭარხალი, შეახვიეთ პეგამენტის ქაღალდში და შედგით მიკროტალღურ ღუმელში 3,5 წუთით. გემოთი კარგი გამოდის და მალე მზადდება. მიკროტალღური ღუმელი დროის ეკონომიას გაგიკეთებთ.

3 . ძალიან წვრილად დაჭერით ხახვი და მწვანილი. ჩაყარეთ ღრმა ჯამში. დააყარეთ მარილი. დაამატეთ ღერებად დაჭრილი კიტრი და ბოლოკი. შეგიძლიათ მეტი სიგრილისთვის, დაამატოთ ყინულის ნატეხები.

4 . მოხარშული კარტოფილი დაყარეთ საწურზე და გარეცხეთ ცივი წყლით. გააცივეთ ჭარხალი ონკანის ქვეშ და გახეხეთ სახეხზე. შეუერთეთ სხვა ინგრედიენტებს ჯამში. გააზავეთ კეფირი, მაწონი ან არაჟანი სასურველ სისქეზე და მოასხით სალათას. გემოს ბალანსისთვის დაუმატეთ ლიმნის წვენი, შაქარი და მარილი თუ საჭირო იქნება. აურიეთ და შედგით მაცივარში ნახევარი საათით. თქვენი ცივი წვნიანი მზად არის.

თუ ხართ დიეტაზე და რეცეპტში კარტოფილის შემადგენლობამ გული დაგწყვიტათ, არ იდარდოთ. უბრალოდ ამოიღეთ ინგრედიენტებიდან და ისე მოამზადეთ. მეტი სიმსუყისთვის კი გირჩევთ, ცოტა წვრილად დაჭრილი სოსისი დაუმატოთ.

ეს რეცეპტი ითვლება კლასიკურ რეცეპტად. ექსპერიმენტები უკვე თქვენი არჩევანია. მთავარი ამ კერძში არის ჭარხალი. ის აძლევს ფერს და პიკანტურ გემოს. რაც უფრო დიდი ხნით შედგამთ მაცივარში, უფრო მკვეთრ ფერს გამოუშვებს ჭარხალი. გემრიელად მიირთვით და არ დაგავიწყდეთ თქვენი ექსპერიმენტების გაზიარება კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს