ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება უფრო ძლიერი და ეფექტურია, ვიდრე მორფინი

2044

საკუთარი საკვების მოშენება ბუნებასთან კავშირის შენარჩუნების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია. ოდესმე ველურ მცენარეებზე დაფიქრებულხართ? როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი სარეველა შეიძლება გემრიელი იყოს, თუ სწორად მოხარშავთ. ამასთან აბსოლუტურად უფასოა!

მაგალითად, ველური სალათი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა ტკივილთან საბრძოლველად. მას ბუნებრივი სამკურნალო საშუალების სახით უკვე დიდი ხანია იყენებენ. ხშირად „ღარიბი ადამიანის ოპიუმს“ უწოდებენ.

სავარაუდოდ, ამ ველურ სალათს უკვე იცნობთ, თუ გაწუხებთ შფოთვა, თავის ტკივილი, კუნთების ან სახსრების ტკივილი. მას მშფოთვარე ფეხის სინდრომის დამარცხებაც შეუძლია. 30-დან 120 მგ-მდე ველური სალათის ფოთლები ძილის წინ მიიღეთ.

გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ჯანსაღ სარეველებს:

ბაბუაწვერა

მცენარის ყველა ნაწილი საკვებად ვარგისია. მისი ფოთლები სხვადასხვა ვიტამინებსა და მინერალებს, მათ შორის კალიუმს, კალციუმს, რკინას და მანგანუმს შეიცავს.

დანდური

დანდური ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის შემცველი პროდუქტების სიაში ლიდერობს.

მრავალძარღვა

მისი მკვებავი პროფილი ბაბუაწვერას ჰგავს.

ჭინჭარი

გემრიელი და სასარგებლო მცენარე, რომელიც შეგიძლიათ ჩაის სახით მიირთვათ.

ველური, საკვებად ვარგისი მცენარეების მთავარი ჯგუფი:

დანდური, მკვებავი უპირატესობა:

  • მდიდარია მანგანუმით, მაგნიუმით, კალციუმით, რკინით, რიბოფლავინით, კალიუმით და ფოსფორით.
  • მასში 6-ჯერ უფრო მეტი E ვიტამინია, ვიდრე ისპანახში.
  • 6-ჯერ უფრო მეტ ბეტა-კაროტნს შეიცავს, ვიდრე სტაფილო. 100 გრ ორგანიზმს 1320 ME A ვიტამინით უზრუნველყოფს, რაც მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
  • 25 მგ C ვიტამინი თითო თასზე.

ბაბუაწვერა შეიცავს:

  • დამწვრობის და ნაკბენის სამკურნალო საშუალებას (ყვავილის ღეროების შიდა ზედაპირი).
  • საფაღარათო და შარდმდენ საშუალებას.
  • სასარგებლოა მუცლის შებერილობის და შეშუპების დროს.
  • შაქრის დონეს და სისხლში ქოლესტერინის დონეს არეგულირებს (ბაბუაწვერას ფესვები).
  • ტონიკი, მადას ზრდის და კუჭის ზოგად მდგომარეობას აუმჯობესებს.
  • ღვიძლის გამწმენდი, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის პრობლემების სამკურნალო საშუალებაა.

მრავალძარღვა

მდიდარია ეფექტური ელემენტებით, როგორიცაა აპიგენინი, ანტიოქსიდანტები, სალიცილის მჟავა, როსოლინის მჟავა. მცენარეს უპირატესობის ფართო დიაპაზონი გააჩნია.

ჭინჭარი

ჭინჭარი მდიდარია კალიუმით, მაგნიუმით, მანგანუმით, რკინით, A, C, D და K ვიტამინებით. თითოეული ჭიქა ჭინჭარი ორგანიზმს 1790 ME A ვიტამინით უზრუნველყოფს, რაც სამდღიან დოზას წარმოადგენს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს