შავი ანწლი ძველი დროიდან ითვლება წმინდა ხედ, რომლის კენკრასაც, თითქოს, სიცოცხლის გახანგრძლივება შეეძლო.
ხალხურ მედიცინაში, ანწლის ყვავილებისა და ნაყოფისგან მომზადებულ ნახარშს იყენებენ, როგორ სიცხისდამწევ, ოფლმდენ, ანტიპარაზიტულ და ღებინების გამომწვევ საშუალებას, ხოლო ყვავილების ნაყენს – სასუნთქი გზების დაავადებების დროს.
ანწლის ქერქს ძლიერი შარდმდენი მოქმედება აქვს და მას ნევრასთენიის, პნევმონიის, ბრონქიტის, თავისა და კბილის ტკივილების დროს იყენებენ. კენკრა ცნობილია, როგორც კუჭის ამშლელი საშუალება.
ყავილის ნაყენით ივლებენ ყელს ანგინისა და სტომატიტის დროს.
პოლიართრიტის მკურნალობა
რეცეპტი 1
დაასხით 1 ს.კ. შავი ანწლის გამომშრალ ყვავილებს 1 ჭიქა ცივი, სუფთა წყალი, აადუღეთ და ხარშეთ 15 წუთით. გააგრილეთ 1 საათის განმავლობაში, გადაწურეთ, დაასხით წყალი საწყისი მოცულობის აღდგენისთვის და მიირთვით 1/3-1/2 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე.
ნაყენი გამოიყენება პოდაგრისა და სახსრის რევმატიზმის სამკურნალოდ.
რეცეპტი 2
შეურიეთ 3 ს.კ. გამომშრალი, დაქუცმაცებული ანწლის ყვავილები, გულისებრი ცაცხვის ყვავილები და ნაყოფი. დაასხით 1 ს.კ. მიღებულ მასას 1 ჭიქა სუფთა წყალი, აადუღეთ და ხარშეთ 15-20 წუთით.
შემდეგ გამორთეთ ცეცხლი, დააყენეთ თავსახურის ქვეშ 15 წუთით, გადაწურეთ, დარჩენილი ნედლეული დაწურეთ, დაასხით მდუღარე წყალი საწყისი მოცულობის მისაღებად და მიირთვით დღეში ორჯერ, თითო ჭიქა.
ეს ნაყენი ართრიტისა და პოდაგრას დროს გამოიყენება.
რეცეპტი 3
შეურიეთ 2 ს.კ. ანწლის გამომშრალი ყვავილები, ჭინჭრის ფოთლები, ოხრახუშის ფესვები და ტირიფის ქერქი. დაასხით 1 ს.კ. მიღებულ მასას 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ ძლიერ ცეცხლზე 5 წუთით, შემდეგ გამორთეთ ცეცხლი, გააგრილეთ, გადაწურეთ, დაასხით მდუღარე წყალი საწყის მოცულობამდე.
მიირთვით 2 ჭიქა დღეში, სხვადასხვა ეტიოლოგიის ართრიტის დროს.
რეცეპტი 4
აიღეთ 3 ს.კ. ონონისის გამომშრალი, დაქუცმაცებული ფესვი, საპონასა და ბზის ფესვი. დაასხით 3 ს.კ. მიღებულ მასას 2 ჭიქა მდუღარე და ადუღეთ 10 წუთით. შემდეგ გამორთეთ ცეცხლი, დააყენეთ 10 წუთით, გადაწურეთ, დარჩენილი ნედლეული დაწურეთ. დაასხით ნაყენს მდუღარე წყალი, პირვანდელ მოცულობამდე, და დალიეთ თითო ჭიქა დღეში სამჯერ, პოლიართრიტის დროს.
რეცეპტი 5
შეურიეთ მშრალ, სუფთა ემალის ან ფაიფურის ჭურჭელში 2-2 ს.კ. ანწლის მშრალი ყვავილები, თეთრი არყის დაქუცმაცებული ფოთლები, ჭინჭრის ფოთლები, სამყვავილა იის ბალახი, ოხრახუშის ფესვი. აიღეთ მიღებული მასიდან 1 ს.კ. დაასხით 1 ჭიქა მურარე წყალი და ადუღეთ ორთქლზე 10 წუთით. შემდეგ გამორთეთ ცეცხლი, დააყენეთ 30 წუთით, გადაწურეთ დარჩენილი ნედლეული, დაასხით სუფთა, ადუღებული წყალი პირვანდელ მოცულობამდე.
მიიღეთ 1/5-1/4 ჭიქა დღეში, წინასწარ შეათბეთ, პოდაგრისა და რევმატოიდული ართრიტის დროს.
ანწლის მომარაგება
ყვავილებს ყვავილობის პერიოდში აგროვებენ, ნაყოფს – შემოდგომაზე, ხოლო ქერქს – ზაფხულზე.
ყვავილებს ჭრიან დანით, მსუბუქად ყრიან კალათში და სწრაფად აშრობენ სახურავზე ან ფანჩატურში, ქსოვილზე ან ქაღალდზე 1 ფენად დაყრით. როგორც კი ყვავილის ღეროები მსხვრევადი გახდება – შრობა დასრულებულია.
ნედლეულს მჭიდროდ დახურულ შუშის ქილებში 3 წლის განმავლობაში ინახავენ.
ნაყოფს იმარაგებენ სრულად დამწიფების პერიოდში. მათ კიდებენ და აშრობენ საშრობებში, 60 გრადუსამდე ტემპერატურაზე.
ასეთი ნედლეული ტომრებში, განიავებად ოთახებში ინახება, პერიოდულად კი აშრობენ, რათა თავიდან აიცილონ დაობება.