სახლში მომზადებული “სუხარიკები” მწვანილით, ხრაშუნა როგორც მაღაზიაში ნაყიდი

0
1720

ხრაშუნა “სუხარიკები” მწვანილით და ნივრით-უნიკალური ინგრედიენტია,რომლის საშუალებით ხელახლა აღმოაჩენთ საყვარელი სუპების და სალათების გემოს.მათი მომზადება შეგიძლიათ ძველი პურისგან.ის გახდება დიეტური ხემსი ან სხვადასხვა კერძების დანამატი.

სუხარი მწვანილით

ინგრედიენტები: პურის მესამედი; კამის კონა; ოხრახუშის კონა; 2-3 კბილი ნიორი; 1,5 ს.კ ზეითუნის ზეთი ან მზესუმზირის ზეთი; მწიკვი მარილი; წიწაკა ან სხვა სანელებლები გემოვნებით.

მომზადების წესი:

1.მწვანილი ცივ წყალში დაალბეთ და კარგად გარეცხეთ. დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე და აცადეთ გაშრობა.მოაშორეთ მსხვილი ღეროები,დაჭერით კამა და ოხრახუში.გაჭყლიტეთ ნიორი,ჭურჭელში მას დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და მარილი. დაჭრილი მწვანილი და ნიორი ჩაყარეთ ბლენდერში. რაც უფრო წვრილად დააქუცმაცებთ,მით მეტად გაგიმარტივდებათ მისი პურზე წასმა.

2.დაჭერით პური 1სმ სისქის ნაჭრებად.წაუსვით მათ მწვანილის საკმაზი,სასურველია ორივე მხრიდან.პურის ნაჭრები კუბიკებად დაჭერით.ჟარონაზე დააფინეთ ქაღალდი და მოათავსეთ პურის “სუხარიკები”.გამოაშრეთ წინასწარ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში,15-20 წუთით.აცადეთ გაგრილება და შეგიძლიათ მიირთვათ.