ინსტრუქცია ახალგაზრდა დედისთვის, რომელიც ქმარმა ბავშვით ხელში მიატოვა

108

“ქმარი თანდათან გამიუცხოვდა ბავშვის დაბადების მერე. ჩვენ ძალიან მალე გავხდით მშობლები და ალბათ მაგიტომ. გიორგის ნახევარი წელი ვხვდებოდი სანამ აღმოვაჩენდი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. მას ყოველთვის უნდოდა ვაჟი და თავიდან ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ ცოტა ხანში მარტო დავრჩი ახალშობილით ხელში”…

ბავშვის დაბადება – დიდი ხნის ლოდინის შედეგად უდიდესი სიხარულია ახალგაზრდა წყვილისთვის. ამ დროს განსაკუთრებულად მომთმენი და გამგები უნდა გახდნენ, გაამხნევონ ერთმანეთი და ერთად იზრუნონ პატარაზე. მაგრამ ხშირად ასე არ ხდება ხოლმე. ქმარი მთლიან საქმეებს ცოლს მიაბარებს ხოლმე, მერე კი უკვირს რატომ არის დაღლილი და მუდამ თავს იტკიებს.

“როდესაც აღმოვაჩინე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ გიორგისაც ძალიან გაუხარდებოდა. მართლაც, ბედნიერი იყო და  მაშინვე დაქორწინება შემომთავაზა. გვქონდა თავბრუდამხვევი თაფლობის თვე ზღვაზე. მერე კი დავიწყეთ სახლის რემონტი. გიორგის ბიჭი უნდოდა და დარწმუნებული იყო, რომ ასეც იქნებოდა. სახელიც კი შეურჩია.

ბავშვის გაჩენის მერე ახალბედა მამა ამაყი და ბედნიერი იყო. მაგრამ მერე დაიწყო რთული პერიოდი. გიორგიმ კი ვერ გაუძლო – მუდმივად უძილო ღამეები, სარეცხი, არეულობა, ბავშვის ტირილი… სამსახურიდან დაღლილი მოდიოდა და ვერ ისვენებდა, მე კი 24 საათი ბავშვს ვუვლიდი.

ძალიან ვიღლებოდი, და ხანდახან გათიშულს მეძინა, არ მესმოდა ხოლმე ბავშვის ტირილი და ამ დროს გიორგის უწევდა მისი დამშვიდება. ფორმიდან ამოვვარდი, შხაპის მიღებასაც ვერ ვახერხებდი. ასე თანდათან ვშორდებოდით ერთმანეთს. ბავშვზეც აღარ მეხმარებოდა, მე კი ძალიან მწყინდა ეს. მალე ცხადი გახდა, რომ არაფერში ვჭირდებოდით და გადავწყვიტე გაყრა. გიორგის არც გაუპროტესტებია, მაშინვე დამთანხმდა. ჩავილაგე ნივთები და წავედი დედასთან ბავშვით.”

ცხოვრება გაყრის შემდეგ – “ნელ-ნელა გამოვედი მდგომარეობიდან. გადავხედე ჩემს განვლილ ცხოვრებას და გამახსენდა, როგორ კარგავდნენ თავს ჩემს გამო მამაკაცები. გავიხსენე ჩემი ერთი თაყვანისმცემელი და მოვძებნე ის. აღმოჩნდა, რომ ოჯახი არ შეუქმნია და იყო ძალიან წარმატებული საქმეში. რამდენჯერმე შევხვდი კაფეში და ვისაუბრეთ. ვიგრძენი, რომ გრძნობები ისევ ქონდა ჩემს მიმართ. ისევ ვიგრძენი თავი ქალად, ლამაზად, მომხიბვლელად და მალე დავქორწინდით კიდეც. უკვე 7 წელია ერთად ვართ და ერთი წუთით არ ვნანობ, რომ ეგოისტ მამაკაცთან ცხოვრებაზე უარი ვთქვი.

რედაქციისგან – ეს ის ქალბატონია, რომელიც ოჯახის შენარჩუნების მიზნით ყველაფერს არ მოითმენს. ან რატომ უნდა შეინარჩუნო ასეთი? რა უნდა მისცეს შვილს ეგოისტმა მამამ? რა მნიშვნელობა აქვს ერთ სახლში იცხოვრებ ასეთთან თუ ცალკე, მისთვის ხომ სულერთია? ეხლა კი ბავშვი ახალ და მოსიყვარულე ოჯახში იზრდება, იმ სითბოსაც ღებულობს, რაც მშობელი მამისგან არ მიუღია. თქვენ როგორ ფიქრობთ? რა ჯობია ასეთ დროს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს