დესერტის 2 რეცეპტი ჭიქაში სწრაფ ხელზე, მოულოდნელი სტუმრების გასამასპინძებლად.

608

ჩვეულებრივი ტორტის მაგივრად დაბადების დღეზე გავაკეთებ დესერტს ჭიქებში. ეს ძალიან მოსახერხებელია მოსამზადებლადაც და მისართმევად. იდეალური საზაფხულო ვარიანტი – პანაკოტა ხილით. მზადდება მარტივად და გამოუცდელ კულინარსაც იდეალური გამოუვა.დღეს პაპარაცის რედაქცია პანაკოტას ორ არაჩვეულებრივ ვერსიას გასწავლით. ეს არის მსუბუქი დესერტი ნახევარ საათში:

დესერტი ჭიქებში

პანაკოტა ლიმნით და შოკოლადით: 700 მლ. რძე; 2 კვერცხი; 8 გრ. ვანილის შაქარი; 120 გრ. შაქარი; 3 ს/კ. სიმინდის სახამებელი; 20 გრ. ჟელატინი; 60 მლ. წყალი;

ინგრედიენტები ლიმნიანი ფენისთვის: 1 ლიმონი; 70 გრ. შაქარი; 3 ჩ/კ სიმინდის სახამებელი; 150 გრ. კრემ-ყველი; მწიკვი კურკუმა ფერისთვის.

ინგრედიენტები შოკოლადის მასისთვის: 60 გრ. შოკოლადი; 150 გრ. კრემ-ყველი.

მომზადების წესი

1 . ლიმნის ფენის მოსამზადებლად შეურიეთ ნახევარი ლიმნის ცედრა მთლიანი ლიმნის წვენთან და შაქართან. აურიეთ და დაუმატეთ სახამებელი და კურკუმა. ისევ აურიეთ და აადუღეთ შესქელებამდე დაბალ ცეცხლზე. სქელძირიან ქვაბში ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ ვანილი და სახამებელი. ჩაასხით ნახევარი რძე, ათქვიფეთ და დაუმატეთ დანარჩენი. დადგით გაზზე და გააცხელეთ შესქელებამდე, პერიოდულად ურიეთ.

2 . გადმოდგით ქვაბიდან და დაუმატეთ წინასწარ დამბალი ჟელატინი.კრემი გაყავით ორ ნაწილად. ერთს დაუმატეთ დანაწევრებული შოკოლადი და კარგად აურიეთ. მეორე ნაწილს კი ლიმნიანი მასა. შემდეგ თითოეულ კრემს შეურიეთ კრემ-ყველი.ჩაასხით ჭიქაში შოკოლადიანი მასა და შედგით მაცივარში გამყარებამდე, შემდეგ დაასხით ლიმნიანი კრემი. მორთეთ თქვენი გემოვნებით, გააცივეთ და გემრიელად მიირთვით!

პანაკოტა მარწყვით- მარწყვის სეზონზე მოასწარით მარწყვის პანაკოტას მომზადება, მაგრამ თუ სეზონი ჩავლილია, შეგიძლიათ ნებისმიერი ხილით ან კენკრით ჩაანაცვლოთ.

ინგრედიენტები ნაღებიანი მასისთვის: 500 გრ. ნაღები – 20% ცხიმიანობით; 5 ს/კ შაქარი; 12 გრ. ჟელატინი;

ინგრედიენტები ხილიანი ფენისთვის: 100 გრ. მარწყვი; 2 ს/კ. შაქარი; 5 გრ. ჟელატინი;

მომზადების წესი

1 . ნაღები აურიეთ შაქარში, შეათბეთ შაქრის გადნობამდე, ურიეთ კარგად, არ აადუღოთ!ჟელატინს დაასხით 30 მლ. წყალი და დადგით გასაფუებლად. შემდეგ დაუმატეთ ნაღებს და კარგად შეურიეთ. მიღებული მასა ჩაასხით ჭიქებში და შედგით მაცივარში.

2 . ხილის ფენისა – ბლენდერში გააკეთეთ ხილის ფაფა, დაუმატეთ შაქარი და გაფუებული ჟელატინი. შეათბეთ ჟელატინის ბოლომდე გადნობამდე. ხილის ფენა დაასხით უკვე გაცივებულ ნაღების ფენას. შედგით მაცივარში გამაგრებამდე. მორთეთ ხილით და პიტნის ფოთლებით.

რედაქციისგან: პანაკოტას მომზადება ყველაფერთან ერთად პრაქტიკულიც არის, რადგან ის შეიძლება მომზადდეს ხილის და კრემის ნარჩენით და ნებისმიერი ხელმისაწვდომი ხილით.თქვენ ამზადებთ მსგავს დესერტებს? თუ არა, გირჩევთ პანაკოტათი დაიწყოთ. ეს მსუბუქი და მარტივი სასუსნავი გაალამაზებს თქვენს სუფრას და გაგიხალისებთ გარემოს. გემრიელად მიირთვით და გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი ვერსიები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს