მრავალფეროვანი ხილის სეზონია გარეთ და გარგარის ყიდვა ნებისმიერ სუპერმარკეტში ან ბაზარში შესაძლებელია. სასიამოვნო ფერი, დამახასიათებელი გემო და არომატი დესერტებისთვის საინტერესო მასალად აქცევს. როდესაც სტუმრებს ველოდები, მაშინვე ვაცხობ ზარმაცების ნამცხვარს გარგარით. ის საოცარ ელფერს და მყუდროებას აძლევს დილის საუზმეს. პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ რეცეპტს:
ნამცხვარი გარგარით
ინგრედიენტები: 500 გრ. გარგარი; 5 კვერცხი; 150 გრ, შაქარი; 150 გრ. ფქვილი; 10 გრ. ვანილი; 1 ს/კ შაქრის პუდრა; მწიკვი მარილი; საცხობი დაფა 30 х 40 სმ.
მომზადების წესი:
1 . გაჭერით თითოეული გარგარი შუაზე, ამოაცალეთ კურკა და დაჭერით 3-4 ნაჭრად. კურკა შეინახეთ და მოგვიანებით გასწავლით რისთვის. დააფინეთ საცხობ ფირფიტაზე პერგამენტის ქაღალდი და თანაბრად გადაანაწილეთ დაჭრილი გარგარი. ათქვიფეთ ჯამში კვერცხი, ვანილი და მარილი, კარგად ამოიყვანეთ.დაუმატეთ შაქარი ისე, რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა. მასა უნდა გაორმაგდეს დაახლოებით სამჯერ.
2 . შეურიეთ ახლადგაცრილი ფქვილი ისე, რომ არ დაარღვიოთ მასის სტრუქტურა – ფრთხილი მოძრაობებით.მიღებული მასა გადაიტანეთ საცხობზე, დაფარეთ გარგარის ნაჭრები მთლიანად.შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთით. გადმოიღეთ გამომცხვარი ბისკვიტი საცხობი ფორმიდან.გადააბრუნეთ ახალ ქაღადზე და ფრთხილად მოაცილეთ საცხობი ქაღალდი.გადაახვიეთ ცხელივე რულეტივით ქვეშ დაფენილი ქაღალდის დახმარებით.
3 . გაცივეთ გადახვეულ მდგომარებაში.გაცივებულ რულეტს მოაყარეთ შაქრის პუდრა ან მოასხით გამდნარი შოკოლადი. რულეტი გამოდის არომატული და ჰაეროვანი. აქვს საოცარი სურნელი და ძალიან მოეწონება ყველას.
სცადეთ თქვენც და გაგვიზიარეთ შედეგები კომენტარებში.