კიტრი არ არის პრეტენზიული და რთულად მოსავლელი მცენარე. მაგრამ ძირითადი წესების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, მოსავალი არ იქნება კარგი. პაპარაცის რედაქცია დღეს ამ სტატიაში გასწავლით, როგორ უნდა მოუაროთ კიტრს.
კიტრის ფოთლების გაღიავება
თუ კიტრის ფოთლებმა ფერი იცვალეს, ეს ქლოროზის უტყუარი ნიშანია. საუბარია არა ერთეულ ლაქებზე, არამედ ფოთლის ზედაპირის სრულ გაუფერულებაზე. ქლოროზის დროს ფოთლები მთლიანად მკრთალდება. ეს შეიძლება გამოიწვიოს არასათანადო კვებამ ან რაიმე დაავადებამ.
ქლოროზის მიზეზები – კიტრის ფოთლების გაღიავებას ფოტოსინთეზის ფუნქციის დაქვეითება იწვევს. ქლოროზი შეიძლება გამოიწვიოს შემდეგმა მიზეზებმა:
არასასურველი გარემო ფაქტორები: ამინდი, ტემპერატურის ცვალებადობა, შეცდომები მოვლაში – მაგალითად, არასწორი მორწყვა; საკვები ელემენტების ნაკლებობა არასწორი ან იშვიათი განოყიერების გამო; ვირუსით დაავადების დროს, რომელიც გადააქვთ მწერებს.
პროფილაქტიკა – ამინდის მიზეზით ქლოროზის განვითარება ხდება მზის შუქის ნაკლებობის დროს. ამასთან, მცენარე ძალიან მგრძნობიარეა ტემპერატურის ცვალებადობასთანაც. მაგალითად დიდი სხვაობა დღის და ღამის ტემპერატურას შორის, რაც ძალიან ვნებს კიტრს.თუ ღამე ძალიან ცივა, უმჯობესია კიტრის ნერგი შეიფუთოს დამცავი მატერიალით, დღე კი აუცილებლად უნდა მოხსნათ, რათა მზის ენერგიით იკვებოს. კიტრს უხვი მორწყვა ჭირდება. მაგრამ ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ. გადაჭარბებული მორწყვა ფოთლების ფერის შეცვლას გამოიწვევს.თუ ეჭვი გაქვთ საკვები ნივთიერებების ნაკლებობაზე, ჯერ დარწმუნდით, რომ სწორი ნიადაგი გაქვთ შერჩეული. განოყიერების დროს უნდა შეარჩიოთ არა მარტო ის ნივთიერება, რომელიც აკლია, არამედ ის, რომელიც მცენარეს ვეგეტაციის დროს ჭირდება. ყვავილობის პერიოდში გამოიყენეთ ძროხის ნაკელის ნაყენი, ხოლო კვირტების გამოღების დროს – ნაცარი, ბორის მჟავა და მარგანეცი, კალიუმის სუფერფოსფატები. ნაყოფის გამოსვლის შემდეგ კარგი იქნება თუ მიაწვდით ნიტროფოქსს, ნაკელის ნაყენს და კალიუმის სულფატს. ღია გრუნტისთვის – კალიუმის სელიტრი.
თუ ქლოროზის გამომწვევი ვირუსია, ის მკურნალობას არ ექვემდებარება. დაავადებული მცენარე ჯობია ამოთხაროთ და დაწვათ, რათა არ დააავადოს სხვა მცენარეები.როგორც ხედავთ, თუ კიტრის ფოთლებზე შეამჩნევთ ლაქებს, ეს ყოველთვის უიმედო მდგომარეობას არ ნიშნავს. მცირე დახმარებით შესაძლებელია მცენარის გადარჩენა და ფორმაში ჩაყენება.
თქვენ როგორ უვლით მცენარეებს? გიწევთ ქლოროზთან ბრძოლა? გაგვიზიარეთ კომენტარებში.