ატამი ანელებს ორგანიზმის დაბერებას და გვიცავს ავთვისებიანი სიმსივნეებისგან

711

ვინ იტყვის უარს წვნიან, არომატულ ნაყოფზე, ნაზი ბუსუსებითა და შეწითლებული კანით? ეცადეთ, მეტი ატამი მოიხმაროთ დაბალი გემოგლობინისა და ანემიის დროს.

რკინის შემცველობით, ატამი უსწრებს ალუბალს, ვაშლს, გარგარს, მსხალს, ქლიავს. ატამი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც სიმსივნის ამოკვეთის ოპერაცია ან სხივური თერაპია ჩაიტარა.

ატამი შეიცავს ორგანულ მჟავებს(ვაშლის, ღვინის, ლიმონის), მინერალურ ნივთიერებებს(მარგანეცი, სპილენძი, თუთია, სელენი, კალიუმი, რკინა, ფოსფორი, მაგნიუმი).

ხილი მდიდარია В, Е, К, РР და С ვიტამინებით.

ყურადღებას იქცევს ერთი ორიგინალური რეცეპტი, დაკავშირებული ატამთან, უფრო კონკრეტულად კი ატმის კურკასთან.

დიათეზი, ალერგია. აიღეთ ატმის კურკის შიგთავსი, კარგად მოხალეთ, დახეხეთ, დააფქვიეთ ყავის საფქვავში. მიღებული ფხვნილი ოდნავ დაალბეთ წყალში და შეაზილეთ ბავშვის სხეულზე არსებულ გამონაყარს.

ატამი აუცილებლად უნდა ჩართონ რაციონში მათ, ვინც მიდრეკილია ყაბზობისკენ, დამწვრობის დროსაც. ეს ნაყოფი აძლიერებს კუჭის სეკრეტორულ ცხოველქმედებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას ხსნადი უჯრედისის დიდი რაოდენობის წყალობით, რომელიც ამცირებს ლპობის პროცესს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.

ატამს სამკურნალო მოქმედება აქვს ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა პოდაგრა, რევმატიზმი, თირკმლების დაავადება.

ატმის ნაყოფის მოხმარება სასარგებლოა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს.

კალიუმის მაღალი შემცველობის გამო, ატამი რეკომენდებულია არითმიისა და გულის სხვა დაავადებების დროს. ეს ხილი აძლიერებს იმუნურ სისტემას, ებრძვის ორგანიზმში არსებულ მავნე მიკრობებსა და ვირუსებს.

მაგნიუმის მაღალი შემცველობის წყალობით, ატამი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.

ატმის ნიღბები

ატამს უნიკალური გამაახალგაზრდავებელი თვისება აქვს, შეუძლია ტენის შენარჩუნება კანის უჯრედებში, რითიც ამცირებს ნაოჭებს და ზრდის სიმკვრივეს. ხილის მჟავები, რომლებსაც ატამი შეიცავს, აახალგაზრდავებს და აღიავებს კანს.

ატმის ლოსიონი

გამომშრალ ატამს ალბობენ, ჭყლეტენ და ასე ტოვებენ 1-2 საათით. შემდეგ უმატებენ თაფლსა და მარილს (2 საშუალო ატამზე 25 გ თაფლი და 8 გ მარილი).

ნარევს წურავენ, უმატებენ 100 გ წყალს და იყენებენ კანის ყოველდღიური დატენიანებისთვის. ლოსიონს კანზე 2 საათით იჩერებენ, შემდეგ კი გამდინარე წყლით იბანენ.

ატმისა და თაფლის ნიღაბი

1 დაქუცმაცებულ ატამსა და 1 ჩ.კ. თაფლს ურევენ 1 ჩ.კ. გლიცერინსა და 1 ჩ.კ. ხორბლის ფქვილს. შემდეგ უმატებენ 3 ჩ.კ. ცივ, გადადუღებულ წყალს, ურევენ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და თანაბრად ისვამენ სახის კანზე 15-20 წუთით, შემდეგ კი იბანენ თბილი წყლით.

მოცემული ნიღაბი არბილებს და აახლებს მშრალ კანს.

დამარბილებელი ნიღაბი

1 დაქუცმაცებული ატამი და 50 გ თაფლი გაათბეთ წყლის აბაზანაზე, დაუმატეთ 2-3 წვეთი აბუსალათინის ზეთი, კარგად მოურიეთ და წაისვით მომზადებული მასა სახის კანზე 15-20 წუთით.

ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი, გადადუღებული წყლით. ასეთი ნიღაბი მოსპობს ქერცლვას, ამკვრივებს კანს.

ატმისა და ხორბლის ამონაცენის ნიღაბი

დააქუცმაცეთ 1 ატამი, შეურიეთ 2 ს.კ. ხორბლის ამონაცენთან ერთად 1 ს.კ. თბილ წყალს და გააჩერეთ 5-10 წუთით. შემდეგ დაუმატეთ 1 ს.კ. ნაღები და მოურიეთ. დაიტანეთ ნიღაბი სახისა და კისრის კანზე 15-20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ატმისა და ხაჭოს ნიღაბი

დაქუცმაცებულ ატამს შეურიეთ 1 ს.კ. ხაჭო, 1 ჩ.კ. ახლადდაწურული სტაფილოს წვენი და 1 ჩ.კ. არაჟანი ან ნაღები. დაიტანეთ მასა სახისა და კისრის კანზე. 15 წუთში ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ატმისა და კვერცხის ნიღაბი

1 ცილა, 1 ს.კ. ატმის ზეთი, 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი და 0.5 ჩ.კ. სუფრის ძმარი კარგად შეურიეთ ერთმანეთს. დაიტანეთ მასა თმაზე, თავი შეიხვიეთ პოლიეთილენის პარკითა და პირსახოცით.

თმის ნიღაბი 20-30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. ამისთვის რეკომენდებულია თბილი და ცოტათი ამჟავებული წყლის გამოყენება. პროცედურა კვირაში 1-2-ჯერ, 1 თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.

უკუჩვენებები

ატმის მოხმარება არაა რეკომენდებული დიაბეტისა და სიმსუქნის დროს. ატამი არასასურველია ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციის დროსაც, რამდენადაც ხელს უშლის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის გამოყოფას. ხილის მოხმარება დაუშვებელია ალერგიის დროსაც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს