აგარაკზე გარგარის ღვეზელს ისე ვაცხობ, როგორც მეზობელმა, ბოშა გალინამ მასწავლა. ყველა ინგრედიენტს სათქვეფით თასში ვურევ. არანაირი მიქსერი და ბლენდერი არ დაგჭირდებათ. ცომთან თამაში არ მოგიწევთ. ყველაფერი მარტივად და სწრაფად მზადდება. შედეგად, ფუმფულა და არომატულ ტკბილეულს მიიღებთ ჩაიზე მისაყოლებლად.ღვეზელი შეგიძლიათ ნებისმიერი კენკრით და ხილით მოამზადოთ, მათ შორის გაყინული ხილით. თუ ცომს შაქარს არ დაუმატებთ, შეგიძლიათ მარილიანი შიგთავსი გამოიყენოთ.დღეს პაპარაცის რედაქცია კეფირზე მომზადებულ გარგარის ღვეზელის რეცეპტს გიზიარებთ.
გარგარის ღვეზელი კეფირზე
ინგრედიენტები: 250 მლ კეფირი; 200 გრ შაქარი; 350 გრ ფქვილი; 3-4 კვერცხი; 200 მლ მცენარეული ზეთი; 2 ჩ/კ ვანილის შაქარი; 500 გრ კენკრა ან ხილი; 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
მომზადება:
1. ღრმა თასში კეფირი ჩაასხით, შაქარი და ვანილის ფხვნილი დაუმატეთ, კვერცხი ათქვიფეთ. სათქვეფით კარგად აურიეთ, ფქვილი დაუმატეთ.ცომს გამაფხვიერებელი დაუმატეთ და მცენარეული ზეთი დაასხით. კარგად აურიეთ.საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ (ბოშა გალინა 26 სმ დიამეტრის საცხობ ფორმას იყენებს). ფორმაში ნახევარი ცომი ჩაასხით. გარგარი გარეცხეთ, შუაზე გაყავით და კურკები მოაშორეთ. ნახევარ–ნახევარი გარგარი ცომში ჩააწყვეთ.
2. ახლა ცომის მეორე ნახევარი ზემოდან დაასხით. ზემოდან კიდევ 6 გარგარის ნახევრები ჩააწყვეთ. გარგარს ცოტა შაქარი მოაყარეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 50 წუთით აცხვეთ. ესეც ასე. ნაზი გარგარის ღვეზელი მზადაა. ზემოდან შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით.
კეფირზე მომზადებული გარგარის ღვეზელი ბუმბულივით ჰაეროვანი გამოდის. ამ ღვეზელის დიდი უპირატესობა: მომზადების სიმარტივე! რეცეპტი შეინახეთ, რადგან გარგარს ქლიავის სეზონი მოსდევს. თუ გარგარს ქლიავით ჩაანაცვლებთ და მწიკვ დარიჩინს დაუმატებთ, ღვეზელი ახალი ფერებით ათამაშდება.