დეიდა ვარდის ფურცლებისგან გასაოცარ გემრიელობას აკეთებს

236

ზაფხულს ბევრი ჭკუით იყენებს და მზის ფერად ნაწილებს ქილებში ინახავს და ხუფავს. პაპარაცის რედაქცია გასწავლით ვარდისგან მურაბის მომზადებას და არა მხოლოდ! გიდები ხშირად გვიმეორებენ, რომ კლასიკოსებს ყოველთვის უყვარდათ ეგზოტიკა. მაგალითად, მიხეილ ბულგაკოვი. არსებობს გადმოცემა, რომ უყვარდა ვარდის ფურცლების მურაბა. ამას გარდა, მისი დედა ამზადებდა მაცოცხლებელ სასმელს.

ვარდის ფურცლების მურაბა

როგორც გაირკვა, ზამთრისთვის მარტო სეზონურ ხილის კი არა, ვარდის ფურცლების შენახვაც შეიძლება. ბოლოსდაბოლოს ვინახავთ ყველაფერს და რატომ არ შეიძლება ულამაზესი ვარდის ფლუიდი გადავიტანოთ ქილებში კონფიტურით? ჩვენც ასე ვფიქრობთ. ვაკეთებთ ბულგაკოვის მიხედვით.

ინგრედიენტები:1 კგ. ვარდის ფურცლები; 1 კგ. შაქარი; 100 მლ. ლიმნის წვენი;

ყველაზე რთული ამ საქმეში 1 კგ ვარდის ფურცლის შოვნაა. ვთქვათ, ეზოში გაქვთ ყვავილების ბაღი და მოაგროვეთ. აუცილებელია, იცოდეთ, რომ ფურცლები უნდა იყოს მშრალი და კარგად გაშლილი. თუ წყალი შეყვება, მურაბა თხელი გამოვა და დიდხანს არ შეინახება.

ვამზადებთ ვარდის კონფიტურს – არც ისე ადვილია ვარდის ფურცლების ხელით გახეხვა. რატომ? თუ გამოიყენებთ ბლენდერს, ძალიან დაისრისება და გემოვნურ თვისებებს დაკარგავს. ამიტომ გამოსავალი ასეთია: შაქარი და ვარდის ფურცლები მცირე პორციებით ოდნავ დაატრიალეთ ჩოფერში, სულ ცოტა ხანი. სანამ მურაბას ქილებში ჩაასხამთ, დაუმატეთ 100 მლ ლიმნის წვენი. ამ შემთხვევაში მას ექნება კონსერვანტის და სტაბილიზატორის ფუნქცია. ქილები და თავსახურები კარგად გაასტერილეთ.  ჩაასხით კონფიტური ქილებში და მჭიდროდ დაახურეთ თავზე. შეინახეთ მაცივარში, შენახვის ვადაა 1 წელი. რეკომენდებულია დააწეროთ ქილებს დამზადების თარიღი ან დააკრათ სტიკერი.თუ არ გაქვთ მაცივარში ადგილი, მაშინ დაუმატეთ მეტი შაქარი. 1 კგ ფოთლებზე 2 კგ. შაქარი. ამ პროპორციით მომზადებული უკვე მაცივრის გარეშეც შეინახება სარდაფში ან სადმე გრილ, ბნელ ადგილას. ხარშვა ამ მურაბას არ ჭირდება და არც შეიძლება. ისინი მაშინვე დაკარგავენ არომატსაც და გემოსაც. სულ ეს არის!

მაგარი სასმელი ვარდის ფურცლებისგან – აქ წონის განსაზღვრა რთული იქნება, ამიტომ უპირატესობა მივანიჭოთ მოცულობას. ვინაიდან, ნაყენი მზადდება სამ ლიტრიან ქილებში, საზომად ის გამოიყენეთ. მოამზადეთ ვარდის ფურცლები, გაშალეთ და კარგად გააშრეთ. ამას დაახლოებით 6 საათი დასჭირდება.

თქვენ დაგჭირდებათ – 3 ლიტრიანი ქილა, რომელსაც ავავსებთ ვარდის ფურცლებით; 70 გრადუსიანი არაყი, 300 გრ. შაქარი ერთ ლიტრ პროდუქტზე. აქ საქმე ასეა, რომ შაქარი შეგიძლიათ ერთბაშად ჩაყაროთ. მაშ ეს იქნება სუფთა ნაყენი, მაგრამ შეგიძლიათ სცადოთ სხვანაირადაც.

ვამზადებთ “ბოლოჟეს” ვარდისგან – ჩაყარეთ ვარდის ფურცლები სამ ლიტრიან ქილაში, ოღონდ ჩატენოთ. უბრალოდ გაავსეთ ბოლომდე. შემდეგ დაასხით 70 გრადუსიანი არაყი. დადგით მზეზე 2 კვირა.ორი კვირის შემდეგ დოლბანდის ნაჭერზე გაწურეთ ნაყენი. კარგად გამოწურეთ წვენი ფოთლებიდან მარლით.დაამატეთ მიღებულ სითხეს შაქარი. პროპორციით 300 გრ. ერთ ლიტრზე. კოსტიტენცია უნდა გავდეს კეფირს. ჩაასხით მიღებული ნაყენი შუშის ბოთლებში და შეინახეთ გრილ ადგილას. მისი გამოყენება შეიძლება 2 თვის შემდეგ. ორი თვე დიდი დროა დიახ. სამაგიეროდ მერე გექნებათ სწორედ ის საოცარი და განსხვავებული გემო.

რედაქციისგან – აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები და გამოცდილება კომენტარებში. მივიღებთ შენიშვნებსაც. თქვენ რა მეთოდით აკეთებთ ვარდის ნაყენს ან მურაბას?

ვარდის მურაბა ხარშვის გარეშე კეთდება. მთავარი სირთულე თავად ვარდის ფურცლების შეგროვებაა. გისურვებთ წარმატებას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს