“ჩვენ დაქორწინებულები ვართ უკვე 25 წელია. ბევრი გადავიტანეთ, ვკარგავდით და ვიძენდით ერთად, მეგონა ყველაფერი ვიცოდი ამ ადამიანზე, მაგრამ მასში რომ სიძუნწე აღმომეჩინა, მრავალი წელი დამჭირდა. ჩემს ქმარს შეუძლია შვილი აცხოვროს ნაქირავებ სახლში, ოღონდაც არ გაუნაწილოს თავისი ქონება…”პაპარაცის რედაქცია დღევანდელი რესპოდენტი თავის პრობლემებზე გვესაუბრა:
ცხოვრება ნაქირავებ სახლში
ქალიშვილი და მისი ოჯახი – “ჩვენი ქალიშვილი სამი წლის წინ გათხოვდა, მალე ბავშვიც შეეძინა. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ სიძეს პრობლემები შეექმნა ბიზნესში და ვალებში გადავარდა. დაკარგეს საცხოვრებელიც და ამის შემდეგ ახალგაზრდა ოჯახი პატარა ბავშვით სახლიდან სახლში გადადის. ხან ხმაურიანი მეზობლები ყავთ, ხან სახლის მფლობელები თანხას უმატებენ. მოკლედ, ძალიან წვალობენ.
მე, როგორც დედას და ბებიას მიჭირს ამ ყველაფრისთვის მშვიდად ყურება. მათი სახლის თითოეული გამოცვლა დიდ ხარჯებთან და წვალებასთან არის დაკავშირებული. ვთხოვე ქმარს, რომ გაეთავისუფლებინა ჩვენი გაქირავებული სახლი მდგმურებისგან და შეეშვა იქ ბავშვები.
– რა გამოდის, სხვებს ვაცხოვრებთ და ჩვენი შვილები ქუჩაში არიან!
ჩემდა გასაკვირად, ქმარმა კატეგორიული უარი მითხრა: ოჯახის კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი არის მამაკაცი, მამაკაცს კი არ ეკადრებათ ნათესავებისგან წყალობა – ეს მას მხოლოდ მოადუნებთ და წინსვლაში ხელს შეუშლისო. თავად მოიფიქროს როგორ გადაარჩინოს ოჯახი და ნახოს გამოსავალი, რომ მუდმივად ქირით არ იცხოვროსო.
ქმრის მოულოდნელი სიძუნწე
ამის მოსმენის შემდეგ დავასკვენი, რომ ამ საუბრით ქმარი ცდილობდა თავისი სიძუნწის დამალვას. თუ მდგმურებს გაუშვებს, დაკარგავს შემოსავლის წყაროს. თუ შვილს შეუშვებს, ღმერთმა იცის როდის გაუთავისუფლდება სახლი. მე მისიც მესმის, ფული სჭირდება, მაგრამ როცა საქმე ეხება შვილს და შვილიშვილს, ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო და დაეხმარო.
შევთავაზე კრედიტის გაფორმებაზე დახმარება ქალიშვილის სახლისთვის. აქ უფრო უხეშად მიპასუხა: ჩვენ უკვე ყველაფრით დავეხმარეთ! იქნებ, შენი შვილი მიხვდეს ვის გაყვა ცოლად და მეორედ აღარ შეცდესო!
მძახლებიც ვერაფრით ეხმარებიან. მათ არ აქვთ ამის საშუალება. ისევ ჩემი ქმარი რჩება მხსნელად, მაგრამ არ ვიცი როგორ მივუდგე. თითოეული ჩვენი საუბარი კონფლიქტით მთავრდება.
სამწუხაროა იმის გაცნობიერება, რომ ადამიანი, რომელთანაც ამდენი წელი ვცხოვრობდი, საკუთარი შვილის და შვილიშვილის კეთილდღეობაზე არ ფიქრობს.
როგორ მოვიქცე? როგორ დავარწმუნო? რით შემიძლია დავეხმარო ჩემი შვილის ოჯახს?