საინტერესო ფაქტი: უმი ყაბაყი საჭმელად აბსოლუტურად ვარგისია! ის მომზადებულისგან რადიკალურად განსხვავდება. ნაზი, მოტკბო გემო აქვს კაკლის ნოტებით. რატომ აქვს ადამიანების უმეტესობას მხოლოდ შემწვარი ან გამომცხვარი ყაბაყი გასინჯული? ევგენი კლოპოტენკო, წამყვანი უკრაინელი შეფმზარეული ამის სასწრაფოდ გამოსწორებას გვირჩევს.
თერმულ დამუშავებაზე დიდი დროს დაზოგავთ, ამასთან ყაბაყს მოულოდნელი მხრიდან აღმოაჩენთ. ღირს იმის თქმა, რომ უმი ყაბაყი ბევრად უფრო სასარგებლოა? ამასთან ახალი გემო უფრო მეტად მოგეწონებათ. Paparazzi გიზიარებთ ევგენი კლოპოტენკოს რეცეპტს უმი ყაბაყით და რამდენიმე საინტერესო იდეას.
უმი ყაბაყი სუფრაზე
ყაბაყი ვანილის შაქრით
„ყაბაყი შაქრით – ეს ჯადოსნურია. არაფერი იკითხოთ. უბრალოდ აიღეთ და ორი ინგრედიენტი გააერთიანეთ. სახლში მაინც გაქვთ“ – წერს ევგენი კლოპოტენკო სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.
მზარეული გირჩევთ, ეს ორი ინგრედიენტი ისე მიიღოთ, როგორიც არის და ერთ თეფშზე აურიოთ. სწორედ ამიტომ, ვჩქარობთ გაგიზიაროთ მარტივი რეცეპტები, რომელთაც შეგიძლიათ საზაფხულო დესერტები უწოდოთ.
ინგრედიენტები:
- 1 ყაბაყი
- 1 პაკეტი ვანილის შაქარი
- 0,5 ლიმონი
- მზესუმზირას ან ზეითუნის ზეთი გემოვნებით
მომზადება:
- ყაბაყი რგოლებად დაჭერით და თეფშზე ლამაზად დააწყვეთ.
- ზემოდან ლიმონის ცედრა დაახეხეთ.
- ვანილის შაქარი მოაყარეთ და ნებისმიერი მცენარეული ზეთი მოასხით. მზადაა!
ყაბაყის პასტა
არა ის პასტა, რომელსაც ბუტერბროდზე წასასმელად იყენებენ. არამედ ის, რომლისთვისაც ჩვეულებრივი მაკარონის ნაწარმი გამოიყენება. ამ რეცეპტში გირჩევთ, რომ სპაგეტი უმი ყაბაყით ჩაანაცვლოთ. იცით თუ არა, რომ უმი კერძების მოყვარულები ამ მარტივ ხრიკს ხშირად იყენებენ?
ინგრედიენტები:
- 2 ყაბაყი
- 1 ავოკადო
- 3 ტოტი რეჰანი
- 1 კბილი ნიორი
- 2 ს/კ ლიმონის წვენი
- შავი წიწაკა გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
- ყაბაყი თხელ ზოლებად დაჭერით.
- სოუსი მოამზადეთ: ავოკადო, რეჰანი, რამდენიმე კოვზი ლიმონის წვენი, წიწაკა და მარილი დააბლენდერეთ. სურვილის შემთხვევაში საკვები საფუარი დაუმატეთ, ასე უფრო გემრიელი იქნება.
- ყაბაყის ზოლებს სოუსი მოასხით. მზადაა!
თუ სრულად ვეგანური რეცეპტების მოყვარული არ ხართ, რძის სოუსი ბეშამელი ან ყველიანი ალფრედო გამოგადგებათ.
უმი ყაბაყის სალათი
ყაბაყი ერთ–ერთი ბოსტნეულია, რომლისგანაც მონოსალათები შეგიძლიათ მოამზადოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა მცენარის დამატება აუცილებელი არაა. საკმარისია შესაფერისი საკაზმი შეარჩიოთ.
ინგრედიენტები:
- 1 მსხვილი ყაბაყი
- პიტნა გემოვნებით
- 2 ტოტი ოხრახუში
- 100 გრ ყველი
- 1 კბილი ნიორი
- 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 2 ს/კ ლიმონის წვენი
- მარილი გემოვნებით
- შავი წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
- ყაბაყი რაც შეიძლება თხლად დაჭერით ისე, როგორც გსურთ.
- ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი და წიწაკა აურიეთ. ყაბაყს დაუმატეთ და აურიეთ.
- ზემოდან ყველი მოაყარეთ. ბრინზა, ფეტა ან რაიმე ცხარე, მაგალითად, გორგონზოლა, დორბლიუ.
- გასრესილი პიტნის და ოხრახუშის ფოთლები დაუმატეთ. მზადაა! სურვილის შემთხვევაში ნიგოზი ან კედრის კაკლები დაუმატეთ.
უმი ყაბაყი კაკალს, ცხარე ყველს და ტკბილ სოუსს კარგად ეთავსება. ყაბაყის რბილობი შეწვის ან ცხობის დროს თავის საოცარ ჰაეროვნებას კარგავს. ევგენი გირჩევთ, რომ ასეთი კომბინაციები აუცილებლად სცადოთ. „ახალ სამყაროს აღმოაჩენთ“ – ირწმუნება შეფმზარეული. მზად ხართ ექსპერიმენტებისთვის?