დედამთილმა აგარაკიდან უამრავი წითელი მოცხარი მოიტანა. ეს სიმდიდრე რომ არ გამიფუჭდეს, ვაცხობ მთელი კვირაა ხილის პეროგს ფხვიერი ცომით შვეიცარული მერენგათი. პეროგი გამოდის ნაზი და არომატული, სასიამოვნო სიმჟავით. ძალიან მომწონს კარგად გაცივებული, ზაფხულის სიცხეში ასეთი ტკბილეული ნამდვილი ნეტარებაა!დღეს პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ მოცხარის პეროგის რეცეპტს, შეუდარებელი ნამცხვარია, სცადეთ თქვენც!
წითელი მოცხარი
ინგრედიენტები ცომისთვის: 250 გრ. ფქვილი; 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი; 125 გრ. კარაქი; 3 ს/კ შაქარი; 2 კვერცხის გული; 8 გრ. ვანილის შაქარი; მწიკვი მარილი;
ინგრედიენტები ხილიანი მასისთვის: 4 ცილა; 2 კვერცხის გული; 130 გრ. დაფქული ნუში; 180 გრ. შაქარი; 120 გრ. მანანის ბურღული; 800 გრ. მოცხარი;
მომზადების წესი:
1 . ცომის მოსამზადებლად აურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, შაქარი და ვანილი. დაუმატეთ კვერცხის გულები და კარაქი. აურიეთ ხელით ან მიქსერით. გადაიტანეთ ცომი წინასწარ ცხიმწასმულ ფორმაში. ცომი ჯერ ძირზე გადაანაწილეთ, შემდეგ გვერდები ამოუყვანეთ – დაახლოებით 4 სმ-ზე. ცომიანი ფორმა ცოტა ხნით შედგით მაცივარში. ასე ცომი ცხობის დროს უკეთ შეინარჩუნებს ფორმას. გარეცხეთ მოცხარი, გააშრეთ და გაასუფთავეთ ყუნწებისგან.ღრმა ჯამში ათქვიფეთ 4 კვერცხის ცილა და შაქარი, დადგით ჯამი ცხელი წყლის აბაზანაზე. მისი ძირი წყალს არ უნდა ეხებოდეს. დაბალ ცეცხლზე ურიეთ შეუჩერებლად, შაქრის გადნობამდე.
2 . მიღებული მასა გადაიტანეთ მიქსერის ჯამში და თქვიფეთ მყარი, ქაფისებრი მასის მიღებამდე. შემდეგ დაუმატეთ 2 კვერცხის გული, დაფქული ნუში და მანანის ბურღული. ფრთხილად აურიეთ სილიკონის ნიჩბით.ათქვეფილ მასაში დაუმატეთ მოცხარი და ფრთხილად აურიეთ, რომ არ დააზიანოთ კენკრა. გადაიტანეთ ხილიანი მასა მომზადებულ ცომიან ფორმაში. გამოაცხვეთ პეროგი წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45 წუთი. გამოიღეთ, შეაგრილეთ და შედგით მაცივარში სტაბილიზაციისთვის.მზა მოცხარის პეროგი მორთეთ შაქრის პუდრით. გემრიელად მიირთვით!
რჩევა რედაქციისგან: ასევე გთავაზობთ გაეცნოთ მოცხარის მურაბის მომზადების წესს. კლასიკური ვარიანტია 1:1, მაგრამ ჯობია კენკრა ცოტათი ნაკლები იყოს, ვიდრე შაქარი.
ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი შეხამებაა საზაფხულო პეროგის ათქვეფილი ნაღები და წითელი მოცხარი. ასევე შეგიძლიათ სცადოთ მოცვით, მაყვლით, ხოლო ჟოლოთი – საუკეთესო გამოგივათ. აირჩიეთ შიგთავსი თქვენი გემოვნებით და არ დაინანოთ ხილი!