ზაფხულის სიცხეში ვაკეთებ ხოლმე წვენს ფორთოხლით და ლიმნით. რეცეპტი ძველ წიგნში შემთხვევით ვიპოვე. ეს სასმელი კარგად აგრილებს და ავსებს ენერგიით, თან საკმაოდ ბიუჯეტურია. ეს წვენი მოეწონებათ ბავშვებსაც და უფროსებსაც, ხოლო საზაფხულო პიკნიკზე წასაღებად, ნამდვილი განძია. გირჩევთ დააგემოვნოთ.დღეს პაპარაცის რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ფორთოხლის და ლიმნის წვენი, რომელიც მომენტალურად გიხსნით სიცხისგან, მოგიკლავთ წყურვილს და ენერგიით აგავსებთ.
ფორთოხლის წვენი
ინგრედიენტები: 4 ცალი ფორთოხალი; 2 ლიმონი; 5 ლ. წყალი; 400 გრ. შაქარი;
მომზადების წესი:
1 . ჩაასხით ქვაბში წყალი. როდესაც ადუღდება, ჩაყარეთ შაქარი. კარგად აურიეთ და მიიყვანეთ დუღილამდე. დადგით წყალი გასაგრილებლად 20-30 გრადუსამდე. მოამზადეთ წინასწარ ხილი. ღრმა ჯამში ჩაწყობილ ფორთოხალს და ლიმონს დაასხით მდუღარე წყალი. გააჩერეთ ასე 3 წუთი, რათა მოშორდეს ზედმეტი სიმწარე. ან შეგიძლიათ წინასწარ გაყინოთ საყინულეში. დაჭერით ფორთოხალი და ლიმონი კანთან ერთად. გატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დააჩოფერეთ.
2 . გადაიტანეთ მიღებული ფაფისებრი მასა ღრმა ჭურჭელში და დაასხით შაქრიანი სიროფი. გააჩერეთ ასე ოთახის ტემპერატურაზე 5-6 საათი. გაწურეთ მასა დოლბანდით კარგად. მიღებული წვენი ჩაასხით შუშის ჭურჭელში და შედგით მაცივარში გასაცივებლად. სულ ეს არის, ფორთოხლის ლიმონათი მზად არის. გემრიელად მიირთვით!
რედაქციის რჩევა – ამ მეთოდით მომზადებული ფორთოხლის და ლიმნის წვენი გამოდის გემრიელი, არომატული და მაცოცხლებელი. და რაც მთავარია, ჯანსაღი და სასარგებლო. გამოდის რაოდენობითაც ბევრი, ამიტომ მიირთვით და დაპატიჟეთ ახლობლებიც. გაგვიზიარეთ შედეგები კომენტარებში.