რატომ არ ელევათ ძუნწებს უარის თქმის მიზეზი

0
95

ძალიან ხშირად, მეგობრებთან საუბრისას, მოისმენთ ისტორიებს ოჯახურ გარჩევებსა და კონფლიქტებზე. სადაც დიდ, ზრდასრულ შვილებს აქვთ წყენა დედაზე ან მამაზე. სადაც ერთი თაობა თვლის თავს უპირატესად მეორეზე. ეს ახალი ამბავი არ არის და ყოველთვის აქტუალურია. პაპარაცის რედაქცია დღევანდელი ისტორიაც ამ რთული და მუდმივი პრობლემის შესახებაა.

წყენა დედაზე

დედა – წყენის მსხვერპლი – დედამ აღარ იცის როგორ მოიქცეს. მისი ღვიძლი შვილი უკვე დიდი ხანია მასზე ნაწყენია და აღარ ეკონტაქტება. ეს მისი გადასვლის მერ მოხდა, უფრო სწორედ, როდესაც დედამ იყიდა ახალი სახლი და გაქირავება დაიწყო.მაშინ შვილმა დაადანაშაულა, რომ ცუდი დედაა, რომ ცუდად კვებავდა და უზრუნველყოფდა შვილს ბავშვობაში. ამის გამო გოგონა თავს დაჩაგრულად გრძნობდა.დედა არასდროს არ იყო მდიდარი და ზედმეტ ხარჯებს თავს არიდებდა ხოლმე. ეხლაც, ურჩევნია შორს წავიდეს და იმ მაღაზიაში იყიდოს პროდუქტები, სადაც იაფია. აქვს შიში, რომ სახსრების გარეშე არ დარჩეს და ამისთვის შეიძინა სახლიც.

“არ მინდოდა ვინმეზე დამოკიდებული ვყოფილიყავი. ისე დაემთხვა, რომ მქონდა გადადებული თანხა და ბინაც გამოჩნდა იაფად. ვიყიდე, რომ სიბერეში შემოსავალი მქონოდა. მაშინ ქალიშვილი 20 წლის იყო. უკვე 10 წელია ნაწყენია ჩემზე – მასზე გაკეთებული ეკონომიით ვიყიდე ბინა…”

შვილი – გარემოებების მსხვერპლი – “არ შემიძლია მისი პატიება და მორჩა! – ამბობს ის. უკვე 30 წლისაა, დაოჯახებული. ის მუშაობს და აგროვებს თანხებს შვლის მომავლისთვის და სახლისთვის. მაგრამ წყენა და ცუდი აზრები არ ტოვებენ არასდროს. “ხშირად მესმის: “როგორ შეიძლება? ის ხომ შენი დედაა? მან გაგზარდა და შენთვის გააკეთა ყველაფერი…” მე კი ვამბობ, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ არის”

“დედაჩემმა ძალიან რთული ბავშვობა გამატარა, მუდმივად ვცხოვრობდით შემოჭერილი ქამრების რეჟიმში. მუდმივად მეცვა სხვისი გამოცვლილი ტანსაცმელები და ფეხსაცმელი, ხანდახან ბიჭისაც! ერთხელაც არ მცმია ახალი. სკოლაში ყველა დამცინოდა. დედაჩემისთვის კი სულერთი იყო. ექიმი ეუბნებოდა, რომ მჭირდებოდა აუზზე სიარული, რადგან მხრების და ზურგის პრობლემა მქონდა, კბილებზეც მისახედი ვიყავი, სკოლის ექსკურსიებზე და ლაშქრობებზე უკვე აღარაფერს ვამბობ. გამოსაშვებ ბანკეტზეც არ ვყოფილვარ, რადგან კაბა არ მქონდა…

ამ ყველაფრის გვერდით, დედა ყოველთვის ფორმაში იყო. რეგულარულად ყიდულობდა კაბებს, ტანსაცმელს და ფეხსაცმელს. ყოველთვის მუშაობდა და შემოსავალი ჰქონდა. მოკლედ, 20 წლის ასაკში გადავედი საერთო საცხოვრებელში და ჰოპ! ის ყიდულობს ბინას. რა თქმა უნდა, ჩემთვის არა. ძალიან მეწყინა. დღემდე მისი ეკონომიის შედეგებს ვიმკი. მაქვს უამრავი პრობლემა ჯანმრთელობის. დიდი მადლობა! არა, მან უნდა მითხრას მადლობა! ჩემზე გაკეთებული ეკონომიით უზრუნველყოფს თავის თავს. მისი დანაზოგია – ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი ჩაცმა-დახურვა, ჩემი ცხოვრება. როგორ შეეძლო შვილთან ასე მოქცევა? ვერ ვაპატიებ!”

ვინ არის დამნაშავე? – ვიღაცა თვლის, რომ დედას ცუდი არაფერი გაუკეთებია, ხოლო ვიღაცა – შვილს დაუჭერს მხარს. როგორ შეიძლება მათი ურთიერთობის გამოსწორება? ან შეიძლება საერთოდ?