თმის ნიღაბი დარიჩინით: სარგებელი და რეცეპტები

1176

თმის მოსავლელად უამრავი ხალხური საშუალება არსებობს. ერთ-ერთ ასეთ მეთოდს წარმოადგენს თმის ნიღაბი დარიჩინი. სანელებლის უნიკალურ თვისებას არა მხოლოდ კულინარიაში იყენებენ, მას ორგანიზმზე გამაჯანსაღებელი ეფექტი გააჩნია.

პირველივე დღეებიდან, რაც პორტუგალიელმა მკვლევარებმა დარიჩინის ტყე აღმოაჩინეს, ამ სანელებლის მოსაპოვებლად დავა და სასტიკი შეტაკებები იმართებოდა. ეს ყვეალფერი იმიტომ, რომ დარიჩინი განსაკუთრებული არომატის და უნიკალური თვისებების წყალობით თითქმის ყველა ეროვნების რაციონში შევიდა.

სანელებლის სარგებელი ჯანსაღი თმის ხვეულებისთვის

როგორც მეცნიერებმა გაარკვიეს, დარიჩინის არომატი ტვინს შავ შოკოლადზე ცუდად არ ააქტიურებს. ეს კი ქალებს ნამდვილად გაახარებთ, რადგან აზრობრივი პროცესების გასააქტიურებლად ზედმეტი კალორიების მიღება საჭირო არაა. თქვენ მხოლოდ თმისთვის ამ ეგზოტიკური სანელებლის არომატით გაჯერება მოგიწევთ.

ყველასთვის ცნობილი არაა, რომ თმის ნიღაბი დარიჩინით დარიჩინის ხის ქერქისგან მზადდება, რომელიც სიმაღლეში 15 მეტრს აღწევს. დიდ და მაღალ ხეს ქერქის ის ფენა იცავს, რომელსაც დარიჩინს ვუწოდებთ. ეს სანელებელი როგორც მცენარეს, ასევე ჩვენს ხვეულებსაც იცავს და ზრდის სტიმულირებას ხელს უწყობს.

სანელებელს სასარგებლო ვიტამინებისა და ამინომჟავების წყალობით ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსული მოქმედება გააჩნია.

პრაქტიკაში არა მხოლოდ დარიჩინი, არამედ ზეთიც გამოიყენება.

თმის სიჯანსაღისთვის გამოყენებული სანელებელი შემდეგ ფუნქციებს ასრულებს:

  • თმის ბოლქვებს სათანადოდ კვებავს;
  • თმას მთელ სიგრძეზე ასწორებს;
  • დაგეხმარებათ ბზინვარებას და მოქნილობას დავარცხნის გარეშე მიაღწიოთ;
  • თმის ძირებიდან ბოლომდე წყლის ბალანსის გაუმჯობესებას ხელს უწყობს;
  • ქერტლის გაჩენას აფერხებს;
  • თმის ზრდას აჩქარებს;

დარიჩინი სასარგებლო მიკროელემენტების ფართო სპექტრს შეიცავს, მათ შორის A, C, B1, K ვიტამინებს, რკინას, კალიუმს, კალციუმს და ბევრ სხვას. ამ სანელებელში შემავალი კომპონენტები დღემდე ბოლომდე შესწავლილი არაა. ბევრი ვარაუდობს, რომ სწორედ საიდუმლო შემადგენლობის წყალობით დარიჩინი თმის ზრდას ხელს უწყობს. არსებობს რიგი პროცედურები, რომლებიც თმას დარჩინის დახმარებით აღიავებენ. ამ მეთოდს უძველეს დროში ღია შეფერილობის მისაღწევად წარმატებით იყენებდნენ.

რეცეპტები დარიჩინის სუსპენზიით

მკვებავი ნარევების და თმის ნიღბების უამრავი რეცეპტი არსებობს, რომელთა შემადგენლობაშიც დარიჩინი შედის. უმეტესობა მათგანს კოსმეტიკური ეფექტი არ აქვს და თმის და თავის კანის ჯანმრთელობაზე გავლენას არ ახდენს.

მკვებავი ნარევი

თმის საკვებად გამოგადგებათ კეფირი, კვერცხი და სანელებლის ფხვნილი.

შემადგენლობა მცირე ზომის თასში მოათავსეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.

ნიღაბი 20-40 წუთით გაიჩერეთ. უფრო ღრმა კვებისთვის თმა პირსახოცით შეიფუთეთ. ხშირი გამოყენების შემდეგ მკვებავი ნარევი თმის სტრუქტურას, სისქეს და სიგრძეს აუმჯობესებს.

აღმდგენი ნარევი

თმის ნიღაბი დარიჩინით: სტრუქტურის აღსადგენად და ზრდის დასაჩქარებლად სანელებლის ფხვნილი, ფუტკრის თაფლი და ქოქოსის ზეთი გამოიყენეთ. თითოეულ ინგრედიენტს შესანიშნავი მაცოცხლებელი თვისებები გააჩნია, რომლებიც ძალიან მტვრევად თმასაც კი აღადგენს. ნარევის მოსამზადებლად თანაბარი პროპორციით დარიჩინი და თაფლი აიღეთ და სამ წილ ზეთს აურიეთ.

დარიჩინის შემცველი ნიღაბი წინასწარ დაბანილ თმაზე გამოიყენეთ.

აქტივირებული სუსპენზია

პრაქტიკაში სანელებლის გამოყენება სწრაფ და ეფექტურ შედეგს იძლევა, რაც დადებით გამოხმაურებას და ინდივიდუალური რეცეპტების გაჩენას იწვევს. ზრდის დასაჩქარებლად შეგიძლიათ უფრო ღრმად დაფქული სანელებელი გამოიყენოთ, რაც სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად თავის კანზე მასაჟის გაკეთების საშუალებას მოგცემთ. ამ მეთოდში წითელი წიწაკაც გამოიყენება, რომელიც ბოლქვებში სისხლის მიმოქცევას ზრდის. ნიღბის მომზადების დროს ინსტრუქცია ზუსტად დაიცავით – ეს თქვენი ჯანმრთელობის და ეფექტური გამოყენების გარანტიაა. შემადგენლობაში შედის 4 კოვზი თიხა, 2 ჩ/კ სანელებლის ფხვნილი, ზეთი თქვენი არჩევით და მწიკვი წითელი წიწაკა.

ნიღაბი, რომლის შემადგენლობაშიც კანის გამახურებელი ნივთიერება შედის, მშრალ, დაუბანელ თავზე უნდა გამოიყენოთ.

კარგი შედეგის მისაღწევად რეკომენდებული თავი პირსახოცით შეიფუთოთ და 30 წუთით გაიჩეროთ. ნიღაბი თბილი ან გრილი წყლით და ჩვეული შამპუნით ჩამოიბანეთ.

ნიღბის გამოყენების შემდეგ ქუჩაში გასვლა არ ღირს, რადგან ასე მგრძნობიარე კანზე ქარი და ტემპერატურის ცვლილება გავლენას მოახდენს.

გამაღიავებელი ნიღაბი

დარიჩინის დახმარებით შეგიძლიათ თმის ფერი 2-3 ტონით გააღიავოთ, ასევე ქიმიური საღებავის ნარჩენები ჩამოიბანოთ. რეცეპტს შემდეგი პირობები აქვს: შავ და წაბლისფერი თმის მქონე ადამიანები სასურველ შედეგს ვერ მიაღწევენ. დარიჩინის ნიღაბი თმაზე ქიმიური საღებავის ნარჩენების მოშორებაში დაგეხმარებათ. ასეთი მეთოდი სწრაფ შედეგს არ მოგცეთ. ნიღაბს დიდხანს და რამდენჯერმე იკეთებენ. მოთმინება – მთავარია, რომ ხალხური მეთოდით თმის გაღიავება შეძლოთ.

მოსამზადებლად მხოლოდ თაფლი და დარიჩინი დაგჭირდებათ. სჯობს მთელი სანელებელი გამოიყენოთ, ასე ეფექტს უფრო სწრაფად მიაღწევთ. ასევე ახალი თაფლი და დამატებითი საშუალების სახით ბალზამი გამოიყენეთ. ინგრედიენტები კარგად აურიეთ, რომ ერთგვაროვან მასას მიაღწიოთ. გამოყენების წინ თმა დაიბანეთ და გაიშრეთ. შემდეგ ნარევი მთელ სიგრძეზე თანაბრად წაისვით და ნახევარი საათით პირსახოცით შეიფუთეთ. ამის შემდეგ პირსახოცი მოიშორეთ და ნიღაბი კიდევ 4 საათით გაიჩერეთ. ნარჩენები კარგად ჩამოიბანეთ და თმა თბილი წყლით დაიბანეთ.

სწორი და ხშირი გამოყენების შემთხვევაში თმის ნიღაბი დარიჩინით სასურველ შედეგს მოგცემთ. რომელი რეცეპტიც არ უნდა გამოიყენოთ, თმის და თავის კანის მდგომაროება დღითიდღე გაუმჯობესდება, ასევე თმის ზრდა გააქტიურდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს