ყაბაყის ბოშური რეცეპტი, ისეთი, რომ დამატებაზე რიგი დაგიდგებათ

614

კერძის მომზადება ქორფა ყაბაყისგან – ერთი დიდი სიამოვნებაა. თუ ფიქრობთ, რომ ყველანაირი რეცეპტი გამოსცადეთ და არ იცით რა სცადოთ, გაგახარებთ. დღეს პაპარაცის რედაქცია გასწავლით როგორ მოამზადოთ ყაბაყი ნაღების სოუსით. კერძი მოგაგონებთ ჟულიენს, ვერავინ ვერ მიხვდება, რომ შიგნით სოკო არ არის. რა თქმა უნდა, ჯობია გამოიყენოთ ქორფა ყაბაყი, მაგრამ თუ არ გაქვთ, ამოაცალეთ გული, გათალეთ და გამოიყენეთ.

ყაბაყი ნაღების სოუსში

400 გრ. ყაბაყი; 350 გრ. ქათმის ფილე; 2 თავი ხახვი; 70 გრ. კარაქი; 1 ცალი მდნარი ყველი; 200 გრ. არაჟანი; 2 კბილი ნიორი; 1/4 მწარე წიწაკა; მარილი გემოვნებით; პილპილი გემოვნებით;

მომზადების წესი

1. დაჭერით ხახვი რგოლებად, შემდეგ ყაბაყი წვრილ ჯოხებად.გაადნეთ 70 გრ. კარაქი ტაფაზე და დაყარეთ ზედ ხახვი და ყაბაყი. მოშუშეთ ოქროსფერი ფერის მიღებამდე. დაჭერით ქათმის ფილე წვრილ ზოლებად, დაუმატეთ ყაბაყს და ხახვს, შუშეთ შვიდი წუთი.დაუმატეთ მარილი და პილპილი, აურიეთ კარგად. შემდეგ დაასხით 200 გრამი არაჟანი და მდნარი ყველი ზემოდან.

2. დააფარეთ ყველა ამ მშვენიერებას თავსახური თავზე და დაუწიეთ ცეცხლს. შუშეთ ხუთი წუთი დაბალ ცეცხლზე. გახეხეთ ნიორი წვრილ სახეხზე, შემდეგ მაგარი ყველი და წვრილად დაჭერით მწარე წიწაკა.1-2 წუთით ადრე გამორთვამდე, დაუმატეთ გახეხილი ყველი. ნიორი და წიწაკა. მორთეთ კერძი მწვანილით.

ჟულიენი ყაბაყით გამოდის ძალიან ნაზი და მსუბუქი. შეიძლება ვერ მოითმინოთ და ვახშმადაც მიირთვათ. მზადდება სწრაფად და მარტივად. არ ჭირდება ძვირადღირებული ინგრედიენტები. მსუბუქი ჟულიენი არ მოითხოვს ღუმელში შედგმას და დიდხანს ფუსფუსს. როგორც ხედავთ, ყველაფერი მზადდება პრინციპით: დაჭერით და შეწვით. გისურვებთ კარგ დღე და გემრიელ საჭმელებს. გაგვიზიარეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს