ვაშლის ხე ბაღში და რატომ არ უნდა მოჭრათ ის თვითნებურად

1298

„როცა პატარა ვიყავი, მამამ ჩვენს ბაღში ვაშლის ხეზე დამსვა. მზის ჩასვლისას ვაშლის ხეზე ჯდომა და წიგნის კითხვა, ამავდროულად, მწიფე და წვნიანი ნაყოფის ჭამა ძალიან მაგარი იყო. წლების შემდეგ რამდენიმე ვაშლის ხე დაძველდა, ქეცით დაავადდა.მეუღლემ ძველი ხეების მოჭრა შემომთავაზა, მაგრამ მეზობელმა ბებიამ შემაჩერა: „შვილო, ხეს ხელი არ ახლო. მისი გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლება. ვაშლის ხის მოჭრა სასიკეთოდ არაა. წარმატება მიატოვებს მას, ვინც საკუთარ ბაღში ვაშლის ხეს მოჭრის!“დღეს Paparazzi გიამბობთ, თუ რომელი ხეების მოჭრა არ შეიძლება საკუთარ ეზოში და რატომ. ძველი ნიშნები, რომელთა დავიწყება თანამედროვე სამყაროშიც არ ღირს!

ვაშლის ხე ბაღში

აი, ისტორია, რომელიც მეზობელმა გამიზიარა: „მალხაზიმ, მეზობელ სოფელში მცხოვრებმა საკუთარ ეზოში ვაშლის ხე მოჭრა და 1 თვეში მისი მდგომარეობა გაუარესდა. მოგვიანებით, მის ცოლ–შვილსაც იგივე დაემართა. ფიზიკური კუთხით მიზეზი არ გამოვლენილა. ისინი ძლიერი და ენერგიულები იყვნენ. მცოდნე ხალხმა თქვეს, რომ ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ საკუთარ ბაღში ვაშლის ხის მოჭრა არ შეიძლება, თუ არადა უბედურებას მოიზიდავთ“.მაშინაც კი, თუ ვაშლის ხე ძველი და ხმელია, ხე ვიღაც უცხომ, არა ოჯახის წევრმა, უნდა მოჭრას. მაგალითად, მეზობელმა ან ნაცნობმა, მთავარია, ეს ადამიანი არ ცხოვრობდეს სახლში, რომლის გვერდით ვაშლის ხე იზრდება.

ძველად ითვლებოდა, რომ ადამიანი, რომელიც ამ ხეს სახლის გვერდით დარგავს, ბედნიერებას მოიპოვებს. ხის მოჭრა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა მთლიანად გამხმარია, და ისიც უცხომ უნდა მოჭრას. ამბობენ, რომ ძველი ხილის ხის მოსაჭრელად ვინმე უნდა დაიქირავოთ და თავად არ ამოძირკვოთ. ეს ცრურწმენა წარმართული ტრადიციებიდან მოდის.ითვლებოდა, რომ ხილის ხე ადამიანის ერთგვარი „ორეულია“. ბავშვის დაბადებისას „საკუთარი“ ვაშლის, მსხლის ან სხვა ხილის ხის დარგვა მიღებული იყო.

ცრურწმენები და ნიშნები – ვაშლის ხის მოჭრა ცუდი ნიშანია. ვაშლი ათწლეულები იზრდება, რამდენიმე წელში მას ვერ დააბრუნებთ, ხოლო თანდათანობითი გადაჭრით სასურველი შედეგის მიღწევა შეგიძლიათ.პირადი გამოცდილება: ძველ ვაშლის ხეზე, რომელზეც ჯერ კიდევ მამა მსვამდა, მეუღლემ ხმელი ტოტები მოჭრა, დიდად არაფრის იმედი აღარ გვქონდა. ძალიან გაგვიკვირდა, როცა მეორე წელს აყვავილდა და ვაშლით გაგვიმასპინძლდა. ის პატარა და მჟავე იყო, ხოლო ფოთლები დახვეული.მეორე დღეს ღერო გავწმინდეთ, კარგად გადავჭერით, გამოვკვებეთ და დავამუშავეთ.ახლა ყოველწლიურად ჩვენი ძველი ვაშლის ხე გემრიელი, მსხვილი, წვნიანი ვაშლის უხვ მოსავალს იძლევა. ამ ვაშლით საოცარი ჯემი გამოდის. ზამთარში ერთი დიდი სიამოვნებაა!ვაშლის გარდა ტირიფის გადაჭრა არ შეიძლება. თუ ეზოში ტირიფს ზრდით, სჯობს ვინმე დაპატიჟოთ და ხის გადაჭრაში ფული გადაუხადოთ. ითვლება, რომ ეს ადამიანი მალე წინაპრებთან მივა და ამას არა ერთი შემთხვევა ადასტურებს.

რედაქციისგან: ვაშლის ხეს ბაღში ყოველთვის სილამაზე, სიმყუდროვე და კეთილდღეობა მოაქვს. ძველი ცრურწმენით, ვაშლი სილამაზეს, წარმატებას და თავდაჯერებულობას ანიჭებს მას, ვინც ბაღშიც იზრდება.თავად მოჭრით ვაშლის ხეს თუ არა, თქვენი გადასაწყვეტია. 100%–იანი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ადამიანს, რომელიც ვაშლის ხეს მოჭრის, უბედურება თავს დაატყდება. თუმცა ხალხი აღნიშნავს, რომ ნიშნები მაინც სრულდება. ზოგიერთი მათგანის ჩვენც გვჯერა. შესაძლოა, თქვენც შენიშნეთ რაღაც მსგავსი?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს