პირველი კერძის ეტალონი, ხავერდოვანი კრემ-სუპი, რომელიც ჩემს ქმარს შეუყვარდა.

100

ზაფხულში აკროშკა, იგივე მაწვნის ცივი წვნიანი გვანაყრებს და გვაგრილებს. რას იტყვით საზაფხულო წვნიანზე ყაბაყით? თუ ზაფხულის მცხუნვარე დღეებში ცივი წვნიანით სადილობა გვსურს, საღამოს რაღაც თბილი და არომატული გვინდა, ასე არაა? კრემსუპი რამდენიმე წუთში მზადდება და ამისთვის მარტივი ინგრედიენტები დაგჭირდებათ. მოდით, სწრაფად მოვამზადოთ ნამდვილად რესტორნული კერძი შინაურული მყუდრო ვახშმობისთვის.

ყაბაყის კრემსუპი

ყაბაყი უნივერსალური პროდუქტია. მისგან შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც ბლინები, ასევე კოტლეტები. ყაბაყის სუპი მსუბუქი და ნაზია. ყაბაყის და ქამა სოკოს კომბინაცია ძალიან მომწონს. თუ ამ ყველაფერს თეთრ ორცხობილას დაუმატებთ – აღუწერელი აღფრთოვანებაა. ყურადღება მიაქციეთ, რომ ყაბაყი ახალი იყოს. ყაბაყს თესლები აუცილებლად მოაშორეთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ყაბაყი
  • 250 გრ ქამა სოკო
  • 1 ხახვი
  • 250 გრ კარტოფილი
  • 60 გრ ნაღები
  • 1 ს/კ კარაქი
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 200 მლ წყალი
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ყაბაყი კუბებად დაჭერით, ქამა სოკო თხელ ფირფიტებად. რამდენიმე ნაჭერი გასაფორმებლად შეინახეთ. ხახვი წვრილად დაჭერით.გახურებულ ტაფაზე კარაქი გააცხელეთ და 1 ს/კ მცენარეული ზეთი დაუმატეთ. ტაფაზე ხახვი დაყარეთ. როცა ხახვი შეწითლდება, სოკო და ყაბაყი დაუმატეთ. ბოსტნეული საშუალო ცეცხლზე 10 წუთით შეწვით.კარტოფილი გათალეთ და წვრილ კუბებად დაჭერით. კარტოფილი ტაფას დაუმატეთ. 200 მლ წყალი დაასხით და კარტოფილის მომზადებამდე, ზუსტად 10 წუთით ხარშეთ.

2. ნაღები, მარილი და დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ. წვნიანი ადუღებამდე მიიყვანეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. სურვილის მიხედვით ქინძი და დაფქული ნიორი დაუმატეთ.ბოსტნეული პიურეს მიღებამდე დააბლენდერეთ. გასაფორმებლად სოკოს ფირფიტები შეწვით. გემრიელად მიირთვით.

კრემსუპი ხმელი ორცხობილით ძალიან მიყვარს. ზოგს ბოსტნეულის ნაჭრების შეგრძნება უყვარს. სწორედ ამიტომ, წვნიანს შეგიძლიათ ბროკოლი და მდნარი ყველი დაუმატოთ. ასე უფრო გემრიელია. კერძი კიდევ უფრო ნოყიერი და ლამაზი რომ გახდეს, ბეკონი, კვერცხი ან ქათმის ფილე დაუმატეთ. თქვენ გაქვთ საყვარელი კრემსუპის რეცეპტი?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს