ვაკონსერვებ პომიდვრებს ალუჩასთან ერთად უკვე მეორე წელია, ძმრის დამატება აღარ ჭირდება

0
114

თუ პომიდვრის შენახვა გადაწყვიტეთ ზამთრისთვის, აუცილებლად დაუმატეთ ალუჩა. არომატი და გემოვნური თვისებები საოცარი გამოვა.დღეს პაპარაცის რედაქცია გასწავლით ბებიების მიერ გამოცდილ რეცეპტს, თუ როგორ შეინახოთ ზამთრისთვის პომიდორი ძმრის და ლიმონმჟავას გარეშე.

პომიდვრის კონსერვი

მოცემული ინგრედიენტები განკუთვნილია რვა სამლიტრინი ქილისთვის.

ინგრედიენტები:

  • 5 კგ. პომიდორი
  • 8 ცალი სტაფილო
  • 8 საშუალო ზომის ხახვი
  • თითო ქილაზე 20 ცალი ალუჩა
  •  ცერეცოს 8 ყვავილიანი ნაწილი
  • 3 კბილი ნიორი თითო ქილაზე
  • წიწაკის მარცვლები, დაფნის ფოთოლი, მიხაკი

მომზადების წესი:

1 . დადგით გაზზე ორი ქვაბი. ერთში მოამზადებთ მარილიან ხსნარს, მეორეში გააკეთებთ ქილების სტერილიზაციას.1 ლიტრ წყალზე უნდა ჩაყაროთ 1 ს/კ შაქარი, 1 სავსე კოვზი მარილი და აადუღეთ. საწურზე დააწყვეთ მრგვალად დაჭრილი სტაფილო, რადენჯერმე ამოავლეთ მდუღარე მარილწყალში და ჩაყარეთ გასტერილებულ ქილებში. ასევე გაიმეორეთ ხახვზე, კამასა და ალუჩაზე.პომიდორი გარეცხეთ, გადაიტანეთ საწურზე და გაუკეთეთ ბლანშირება მხოლოდ მდუღარე წყალში. ამ დროს მარილწყალი უნდა დუღდეს დაბალ ცეცხლზე.ბლენშირების დრო დამოკიდებულია პომიდვრის ჯიშზე და ზომაზე. დიდ პომიდვრებს მეტი დრო დაჭირდებათ, ვიდრე პატარებს, მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ.

2 . ჩაყარეთ პომიდვრები ქილებში, ზემოდან დააწყვეთ ნიორი, ცერეცო. დაასხით მარილწყალი და მოხუფეთ.ქილები დაალაგეთ თავსახურით ქვემოთ, გადააფარეთ პლედი და დატოვეთ ასე 24 საათი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მშვენიერი კონსერვის გადამალვა არ მოგინდებათ, უნდა შეინახოთ ბნელ გრილ ადგილას.

გირჩევთ სცადოთ ამ მეთოდით ალუჩის დაპომიდვრის კონსერვის გაკეთება. ისინი იდეალურად ავსებენ ერთმანეთს და შედეგად მიიღებთ გასაოცარ გემოს ზამთრისთვის.

პომიდორი გამოდის პიკანტური და არომატული, ისინი იდეალურად უხდებიან ნებისმიერ კერძს. თქვენ რას ხუფავთ ხოლმე ზამთრისთვის? რომელ კონსერვს ანიჭებთ უპირატესობას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.