როგორ ვაიძულოთ ქმრის ნათესავებს, რომ ოჯახს მატერიალურად დაეხმარონ

384

დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა ის თვისებებია, რომლებიც მშობლებმა შვილებს პატარა ასაკიდანვე უნდა ჩაუნერგონ. თუ ბავშვი დამოუკიდებელი არ გაიზრდება, სწორედ მშობლებს მოუწევს მისი პრობლემების გადაჭრა. ადამიანისგან, რომელსაც საკუთარ ქცევასა და ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია, კარგს არაფერს უნდა ელოდოთ.დღეს პაპარაცის რედაქცია გიზიარებთ ახალგაზრდა ქალის ისტორიას, რომელიც ქმრის ნათესავებზე ნაწყენია. ისინი ხომ ახალგაზრდა ოჯახს არაფრით არ ეხმარებიან. შედეგად, ქმარს, დედამთილს და მამამთილს უწევს. როგორ ფიქრობთ, მართალია ჩვენი გმირი, როცა ასე მძვინარედ რეაგირებს?

დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა – „უკვე 6 თვეა ფეხით დავდივართ ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვსარგებლობთ. ავტომობილი გვყავს, მაგრამ ჯერ კიდევ ზამთარში გაგვიფუჭდა. თავიდან ქმარი ნაცნობების რჩევით შეკეთებას ცდილობდა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ რემონტს დიდი თანხა სჭირდება. ასეთი ფული კი არ გვაქვს. აი, ასე ახლა ფეხით სიარული გვიწევს“ – ჩივის 31 წლის ქსენია. „რა თქმა უნდა, დანაზოგი რომ გვქონდეს, დავხარჯავდით. მაგრამ სად ვიპოვოთ ეს დანაზოგი? ისედაც პატარა ქალიშვილს ვზრდით, ყველაფერზე ფული ძლივს გვყოფნის. ქმარი დღემდე მარტო მუშაობდა, მაგრამ როცა ქალიშვილი 3 წლის გახდა, მეც სამსახურში გავედი. და მაინც, აზრი არ აქვს. თავიდან მამამთილი დაგვპირდა, რომ მანქანის შეკეთებაში დაგვეხმარებოდა. რემონტის ფასიც გვკითხა. მოგვიანებით, რაღაც მიყუჩდა. ახლა დუმს და ჩვენი პრობლემის მიმართ ინტერესს არ იჩენს. დედამთილ–მამამთილს ფული ნამდვილად აქვთ, მაგრამ დახმარებას არ ჩქარობენ.“

ვის მხარესაა ქმარი – „ქმარზე ზეწოლას ვახდენ, მაგრამ მშობლებთან დალაპარაკებაზე უარს ამბობს. ფულის თხოვნა ეუხერხულება. რა არის ამაში ცუდი? როცა ჩემი მშობლები გვეხმარებიან, ქმარი წინააღმდეგი არაა. ახლა კი ეუხერხულება!ბინა, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩემი მშობლებისგან მივიღე. მათ ახალი ავეჯიც შეუკვეთეს (მიტანის სერვისიც გადაიხადეს). ახლა გინდათ მითხრათ, რომ მანქანის რემონტის ფულიც მათ ვთხოვო?დიახ, მანქანა დედამთილ–მამამთილმა გვაჩუქა და ყოველი კამათისას ქმარი ამას მახსენებს. ვთვლი, რომ ეს ძალიან ცოტაა. ისინი ცუდად არ ცხოვრობენ, ერთადერთი შვილის დახმარებას კი არ ჩქარობენ, თითქოსდა ჩვენს წინაშე ვალდებულნი არ არიან.ქალიშვილის დაბადების შემდეგ გაფართოება გვსურდა, რადგან ერთოთახიან ბინაში სამივე მჭიდროდ ვცხოვრობდით. ჯერჯერობით კრედიტის აღებაც არ შეგვიძლია, ქმრის მშობლებისგან ასეთ დახმარებას არც ველი. ალბათ, 30 კვადრატულ ბინაში ასე ჩახუტებული ვიქნებით და მანქანის რემონტისთვის ფულს თეთრობით დავაგროვებთ“ – აღშფოთებული ამბობს ქსენია.

საკმაოდ უცნაურია, რომ ახალგაზრდა ოჯახს საკუთარი თავის გარდა ყველას იმედი აქვს. კამათი იმის გამო, რომ ვიღაცის მშობლები მეტად ან ნაკლებად ეხმარებათ, გვაოცებს. განა 30 წლის შემდეგ ახალგაზრდებს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი არ უნდა ჰქონდეს?თუ მშობლებს ზრდასრული შვილების დახმარება შეუძლიათ (და ამის გაკეთება სურთ), არაფერია ცუდი. მაგრამ, თუ ზრდასრული და დაოჯახებული მამაკაცი მოხუცი მშობლებისგან ასეთ დახმარებას ითხოვს, გამოდის მისთვის პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლობა უცნობია. იქნებ სჯობს იმის ნაცვლად, რომ ნათესავებს დახმარება აიძულონ, პრობლემები დამოუკიდებლად მოაგვარონ?

იქნებ ქსენიას აღშფოთება გასაგებია და მშობლები ახალგაზრდა ოჯახს მეტად უნდა ეხმარებოდნენ, თუ ამის შესაძლებლობა აქვთ? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს