ყავისფერი გამონადენი ორსულობის ნაადრევ სტადიაზე

38346

როცა ქალი ბავშვის გაჩენას გეგმავს ცუდზე ფიქრი არ სურს და არც ღირს. თუმცა ორგანიზმს მაინც უნდა მოუსმინოთ. ბევრი მოუმზადებელი დედა ორგანიზმის უცნაური ცვლილების დროს პანიკაში ვარდება. განსაკუთრებით ეს ორსულობის ადრეულ სტადიაზე ყავისფერ გამონადენის დროს ხდება.

სინამდვილეში ორსულობის დროს ყავისფერი გამონადენი იშვიათი მოვლენაა არაა და ბავშვის ყოლის გამოცდილების მქონე ქალის ძლიერ შეშინებაც შეუძლია. შიშს ის იწვევს, რომ ასეთი გამონადენი შეიძლება ორსულობის შეწყვეტის, გარე ორსულობის და სხვა გართულების სიმპტომი იყოს. თუმცა, თუ ყავისფერი გამონადენი შენიშნეთ, პანიკაში ჩავარდნა არ ღირს. აუცილებელია გაარკვიოთ, თუ რას წარმოადგენს ყავისფერი გამონადენი ორსულობის ადრეულ სტადიაზე.

გამონადენის სახეობები

ზოგადად, ორსულობის პირველ კვირებში გამონადენი ნორმალურია, ამიტომ ინტერნეტში დარღვევის რაიმე ნიშნის შესახებ ძებნა საჭირო არაა. თუ პანიკა გიპყრობთ, ექიმს მიმართეთ, რომელიც დაგამშვიდებთ და სიტუაციაში გაგარკვევთ. თუ ღამის 2 საათზე მიზეზების გარკვევას მაინც ინტერნეტით აპირებთ, „პაპარაცის“ სტატია ბოლომდე წაიკითხეთ.

გამონადენის დროს მნიშვნელოვანია ფერის და სიმპტომების გამოვლენა:

გამჭვირვალე გამონადენი, რომელსაც წვა და ქავილი ახლავს, მიკროფლორის ბუნებრივი ცვლილებაა. მას შეიძლება ახლდეს გამონაყარი, რაც ნეგატიურ ხასიათს ატარებს. ბავშვის დაბადების შემდეგ მიკროფლორა, სავარაუდოდ, თავად აღდგება. თუმცა ნებისმიერ ცვლილებაზე ექიმს უნდა უთხრათ.

თეთრი გამონადენი, როგორც წესი, თუ მას სუნი და მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილი არ ახლავს, საშიში არაა. სავარაუდოდ, ფერი ბოლომდე თეთრი არაა, არამედ ნახევრად გამჭვირვალე. სპეციალისტთან შემოწმება ღირს. რადგან შეიძლება სოკოვანი, ბაქტერიული ან ინფექციური დაავადების ნიშანი იყოს. ხშირად გვხვდება ქალებში, რომელთაც სოკოვანი ინფექცია ადრე ჰქონდათ.

ყვითელი გამონადენი შეიძლება პირველ, მეორე და მესამე ტრიმესტრში გამოვლინდეს და ეს აბსოლუტურად ნორმალურია. თუმცა გამონაკლისი აქაც არსებობს. თუ ყვითელ გამონადენს ქავილი, წვა, შარდის დროს ტკივილი და არასტაბილური სუნი ახლავს, სავარაუდოდ, ინფექცია გაქვთ და სჯობს ექიმს მიმართოთ.

რაც შეეხება ყავისფერ გამონადენს, დღეს მასზე ვისაუბრებთ.

ორსულობის ადრეულ ეტაპზე ყავისფერი გამონადენი

ძალიან ხშირად გამონადენის ფერი საშვილოსნოს ყელის ეროზიის სიმპტომია, ფერი ამ შემთხვევაში ღია ყავისფერი იქნება. პრობლემა ქალების უმეტესობას აქვს და შეიძლება ადრეულ ასაკში (მემკვიდრეობით ან რაიმე რეაქციის საპასუხოდ შეძენილი), ასევე რეპროდუქციულ პირობებში გამოვლინდეს. თანამედროვე მედიცინაში ეროზიას ექტოპიას უწოდებენ. თუმცა ძველი სახელი კვლავ პოპულარულია, რაც ორსულობის დაგეგმვის დროს დიდ შფოთვას იწვევს.

ექიმთან მუდმივი მეთვალყურეობის დროს ეროზია ქალს ზიანს არ აყენებს. ამასთან მიზეზი შეიძლება პოლიპების სისხლდენა იყოს, რაც თავისით ქრება, ან საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შეიძლება მოგაშოროთ. ორსულობის დროს საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს ნერვიულობა არ ღირს. სავარაუდოდ, მან გამონადენი გამოიწვია, თუმცა ექიმს მაინც უნდა უთხრათ.

ორსულობის დროს ყავისფერი გამონადენი შეიძლება პათოლოგიებზე საუბრობდეს, რაც მომავალ დედებს ძალიან აშინებს: ნაყოფის მოშორება ან გარე ორსულობა. მაშინაც კი, თუ ამ საშინელი პრობლემებით არის გამოწვეული, პანიკაში არ ჩავარდეთ და ნერვიულობის გამო ექიმთან ვიზიტი არავითარ შემთხვევაში არ გადადოთ. დიაგნოზის  თავად დასმის 95% შემთხვევა არასწორია. ბევრი ორსული გინეკოლოთან მიდის და ამბობს: „მე ეს დაავადება მაქვს“. ექიმის კითხვაზე, თუ „ასე რატომ ფიქრობს“, პასუხობს „ეს ხომ ცხადია“. თუმცა ეს ცხადი ნამდვილად არაა. თითოეული ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურად მუშაობს.

მხოლოდ ექიმთან გამოკვლევების, ანალიზების და პროცედურების გავლის შემდეგ შეიძლება აშკარა პრობლემებზე ვისაუბროთ.

ყავისფერი გამონადენის საფრთხე ადრეულ ეტაპზე:

ჩასახვიდან 6-12 კვირის შემდეგ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი უკვე იმ ადგილს აღწევს, სადაც შემდეგი პერიოდის განმავლობაში იქნება, შემდეგ კი საშვილოსნოს კედელს ემაგრება. ასეთ პერიოდს იმპლანტაცია ეწოდება. ამასთან ქალმა ორსულობის დაწყების შესახებ შეიძლება არც იცოდეს. სწორედ ამ პერიოდში ჩალისფერი ან ვარდისფერი გამონადენი ხშირად გვხვდეა, რაც შეიძლება ნაადრევ თვიურად ჩათვალონ.

ასეთ დროს გამონადენის ფერი შეიძლება მუქ ყავისფრად შეიცვალოს. ეს არც თუ ისე კარგი ნიშანი შეიძლება იყოს. ამასთან ხშირად თვიურის კონკრეტულ დღეებში ჩნდება, ეს ჰორმონალური ფონის დარღვევის გამო ხდება. თუ გამონადენს ტკივილი ახლავს, ექიმს დაუყონებლივ უნდა მიმართოთ.

ორსულობის ადრეულ ეტაპზე ყავისფერი გამონადენის მიზეზები შეიძლება მკვდარ ორსულობასაც მივაკუთვნოთ. 4-5 კვირის  შემდეგ ექოსკოპიის გაკეთებისას თუ ნაყოფის გულისცემა არ ისმის, ექიმმა შეიძლება საშვილოსნოს გამოფხეკა შემოგთავაზოთ, რომ ანთებითი პროცესები არ წავიდეს.

ყავისფერი გამონადენი ორსულობის გვიანდელ სტადიაზე

თუ ყავისფერი გამონადენი გვიანდელ ეტაპზე გამოვლინდა, ექიმმა შეიძლება გითხრათ, რომ მიზეზი პლაცენტის მდებარეობაა. თუ ის საშვილოსნოს ყელთან იმაზე უფრო ახლოს მდებარეობს, ვიდრე უნდა იყოს, მისი ზრდა სისხლძარღვების მთლიანობის დარღვევას და გამონადენს გამოიწვევს. ამ შემთხვევაში ნაადრევი გამოყოფის შანსი არსებობს, რაც როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის სახიფათოა.

ამრიგად, თუ ორსულობის დროს ქალს ტკივილი და სისხლდენა აწუხებს, ექიმს სასწრაფოდ უნდა მიმართოს.

გვიანდელ სტადიაზე ასეთი გამონადენი შეიძლება საცობის გამოყოფის ნიშანი იყოს, რაც ნაადრევ მშობიარობას წინ ახლავს. რა თქმა უნდა, ბავშვის გაჩენის ზუსტი დროის თქმა რთული იქნება, რადგან საცობის გამოყოფის შემდეგ ორსულობა შეიძლება 1 საათში ან რამდენიმე კვირაში დაიწყოს.

მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის ადრეულ ეტაპზე ყავისფერი გამონადენი ნეგატიურ ემოციებს იწვევს, ნერვიულობა არ ღირს. ის ორსულობის ნორმალური მოვლენაა. ამის მიზეზი შეიძლება ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები და ფიზიოლოგიური განსაკუთრებულობა იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, სჯობს ექიმს მიმართოთ და თავად გარკვევა არ სცადოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს