საშვილოსნოს გარე ორსულობის ნიშნები და სიმპტომები

15084

ბავშვის მოლოდინი ტოქსიკოზის და ჰორმონალური აფეთქების მიუხედავად დიდი ხნის ნანატრი და სასიამოვნო პერიოდია. სამწუხაროდ, ორსულობა ყოველთვის მარტივად არ მიმდინარეობს და არსებობს მიზეზები, რომლებიც ბედნიერების გრძნობას აფუჭებენ. უსიამოვნო მოვლენას საშვილოსნოს გარე ორსულობა მიეკუთვნება. ის სერიოზული პრობლემაა და ქალის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. სწორედ ამიტომ, მის შესახებ წარმოდგენის წინასწარ ქონა აუცილებელია. სამწუხარო გამოცდილების შემთხვევაში გარე ორსულობის ნიშნების და სიმპტომების შესახებ გაითვალისწინეთ.

თანამედროვე მედიცინის დახმარებით ამ პრობლემის გამოვლენის დროს რისკების მაქსიმალურად შემცირება შეიძლება ისე, რომ ქალმა მშობიარობა შეძლო.

რა არის ეს?

არც ისე ხშირად გვხვდება, როგორც ექიმები გვაშინებენ, მაგრამ საშვილოსნოს გარეთ ემბრიონის განვითარების პროცენტი კვლავ მაღალია. ეს ნაყოფის კვერცხუჯრედის საშვილოსნოს გარე ტერიტორიაზე მიმაგრებით ხდება, მაგალითად საკვერცხეებში, საშვილონოს მილში ან მუცლის ღრუში. უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ბავშვის გაჩენას და სახიფათო შედეგების გარეშე ნაყოფის ტარებას ვერ შეძლებთ. ემბრიონს განვითარებისთვის ადგილი უბრალოდ არ ეყოფა და ეს მხოლოდ ქალის სხეულს ზიანს მიაყენებს. ასე რომ, ქალი ვალდებულია სწრაფი რეაგირება მოახდინოს და ექიმს მიმართოს.

გარე ორსულობის მიზეზები

ისე ხდება, რომ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იმ ადგილას არაა, სადაც უნდა იყოს. თუ საშვილოსნოს მილები ფუნქციონირებას წყვეტენ, გარე ორსულობის განვითარების რისკი ჩნდება.

  • სასქესო ორგანოების ანთების ან ინფექციური დაავადებების არსებობს. მიზეზი შეიძლება იყოს ადრეული აბორტი, მშობიარობა, რომელსაც გართულებები ახლდა.

ამ დროს ფალოპის მილების ლორწოვანი გარსის შეშუპება ხდება. მილების დეფორმაცია ხდება და მათ შევიწროება არ შეუძლიათ. საშვილოსნოში განაყოფიერებული კვერცხუჯრედის გადაადგილების პროცესი ჩერდება.

  • ასევე გარე ორსულობის მიზეზს ინფანტილიზმს უწოდებენ. მიზეზი მოგრძო, დაკლაკნული ფალოპის მილების არსებობა, ასევე ვიწრო სანათურის ქონაა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი მილები ცუდად ვიწროვდება, უფრო ზუსტად ნელა და პასიურად.

შედარებისთვის, ნორმალურად ფუნქციონირებადი მილები ძალიან აქტიურად ვიწროვდება, ამასთან გარკვეული ვადა აქვთ. „დაგვიანების“ შემთხვევაში კვერცხუჯრედი არასწორ ადგილას ემაგრება.

  • გარე ორსულობას სხვა მიზეზები აქვს, მაგალითად ანთებითი ინფექცია ან დაავადება. მათ ხშირად მიეკუთვნება გონორეა და ქლამიდიოზი.

ამგვარი დაავადების დროს მკურნალობა ქალისთვის ნამდვილი ხსნაა და პროცესს მაქსიმალურად სერიოზულად უნდა მიუდგეთ. გარე ორსულობის ნიშნებმა და სიმპტომებმა შეიძლება ქალის ცხოვრება დაანგრიოს.

საქმე იმაშია, რომ არასწორ ადგილას მიმაგრებული კვერცხუჯრედი განვითარებას იწყებს და გარკვეულ მომენტში მილის ზრდას იწვევს. გაწელილი მილი მძიმე დატვირთვის გამო შეიძლება ძალიან საშიში იყოს. საშვილოსნოს მილი ნაყოფის ტარებისთვის შესაფერი არაა და ამან შეიძლება გარსის გარღვევა გამოიწვიოს.

ყველაზე სახიფათოა ის, რომ გარღვევის შემდეგ სისხლი, ლორწო და ნაყოფის კვერცხუჯრედი მუცლის ღრუში გადადის, რაც ინფექციის განვითარებას იწვევს. ეს კი პერიტონიტის საფრთხეს შეიცავს და სიცოცხლისთვის საშიშია.

სისხლძარღვები შეიძლება ძლიერ დაზიანებული იყოს, რაც შინაგან სისხლდენას იწვევს. ეს გარე ორსულობის სერიოზული მიზეზებია, ამიტომ ექიმს დაუყონებლივ უნდა მიმართოთ.

გარე ორსულობის სიმპტომები

ბევრი სპეციალისტი გირჩევთ, რომ სასიხარულო ამბით ახლობლების გახარება არ იჩქაროთ, თუ რაიმე პრობლემის გამოვლენის რისკი არსებობს. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება თავად ქალმა უნდა მიიღოს. სჯობს გარე ორსულობის სიმპტომების შესახებ წინასწარ იცოდეთ.

გარე ორსულობის მთავარი სიმპტომები:

  • ყველაზე ცხადია უსიამოვნო მტკივნეული შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში. ხშირად ტკივილი გარკვეულ მხარეს ვლინდება, მაგრამ ეს მუცლის შუა ნაწილში უსიამოვნო შეგრძნებას არ გამორიცხავს. ტკივილი მწოლიარე და მდგომარე პოზაში, ასევე სიარულის დროს ჩნდება.
  • მძაფრი ტკივილი მენჯის არესა და მუცელში, რომელიც ხელში, მხარსა და კისერში გადადის.
  • სისხლდენა (სისხლის ან ყავისფერი გამონადენი). შეიძლება იყოს მწირი, ხშირად მენსტრუაციის დროს გვხვდება. ასეთი გამონადენი ყოველთვის გარე ორსულობის სიმპტომი არაა, ამიტომ ექიმთან კონსულტანცია აუცილებელია.
  • ტკივილი შარდვის ან დეფეკაციის დროს.
  • სისუსტე (შესაძლოა თავბრუსხვევა და გულის წასვლა).

არსებობს გარკვეული ვადები, როცა მიმაგრების ადგილის მიხედვით ნაყოფის არასწორ ადგილას განვითარების განსაზღვრას შეძლებთ.

  1. მილის ფართო ნაწილი. ტკივილი ორსულობის მე-8 კვირას ჩნდება.
  2. მილის ვიწრო ნაწილი. ამ შემთვევაში პრობლემაში დაეჭვებას 5-6 კვირაში შეძლებთ.
  3. მუცლის ღრუ. მე-4 კვირის შემდეგ ვითარდება.
  4. საშვილოსნოს ყელი. დამახასიათებელი სიმპტომი არ აქვს და ეს ყველაზე უსიამოვნო პრობლემაა, რადგან დიდხანს უცნობი რჩება.

რაც შეეხება მენსტრუაციას, ორსულობის დაგეგმვისას ბევრ ქალს ჰგონია, რომ ვერ შეძლეს. მენსტრუაცია ჩვეულებრივი და გარე ორსულობის დროსაც შეიძლება შეგხვდეთ, ამიტომ სჯობს გადაამოწმოთ.

აღსანიშნავია, რომ ბევრი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი შეიძლება დაუყონებლივ არ გამოვლინდეს. ყველაზე ხშირად თვიურის შეკავების შემდეგ ვლინდება.

ნორმალური ორსულობის ნიშნები ექტოპიურის დროს

დიახ, ნამდვილად, არასწორი ორსულობის დროს ქალს შეიძლება ნაყოფის ნორმალური განვითარების ნიშნები ჰქონდეს. შეინიშნება სარძევე ჯირკვლების შეშუპება, ჰორმონალური ფონის დარღვევა, განწყობის ცვლილებები. ამასთან სახიფათო ნიშნები არ ვლინდება. საბაზისო ტემპერატურა 37 გრადუსია, თუმცა შეიძლება 36,9-მდე დაეცეს. ეს შეიძლება გარე ორსულობის მტკიცებულება იყოს, თუმცა ასეთი სიმპტომი გაყინული ორსულობის, ანუ ნაყოფის მოშორების საფრთხის დროსაც შეინიშნება.

აქედან გამომდინარე შეიძლება დასკვნის გაკეთება: ექიმების დახმარების გარეშე გარე ორსულობის განსაზღვრა შეუძლებელია. სიმპტომები ძალიან გამჭვირვალეა და შეიძლება ნებისმიერი თანმიმდევრობით გამოჩნდეს. ასე, რომ როგორც კი ორსულობის ტესტი ორ ზოლს გიჩვენებთ, ექიმს მიმართეთ.

აჩვენებს თუ არა ტესტი გარე ორსულობას?

დამოუკიდებლად საშვილოსნოს გარე ორსულობის გამოვლენა რთულია. ასე რომ, პასუხი კითხვაზე: აჩვენებს თუ არა ტესტი ექტოპიურ ორსულობას – არა. თუმცა ტესტმა შეიძლება შედეგი აჩვენოს, თუ განაყოფიერება მოხდა და კვერცხუჯრედი მიმაგრებულია. ამას ნაყოფის ადგილმდებარეობის მიუხედავად მაინც გიჩვენებს.

გადახრის არსებობა შეიძლება სუსტად გამოხატული მეორე ზოლი იყოს. ასეთი ორსულობა ქორიონიული გონადოტროპინის ჰორმონის ნელ ზრდას იწვევს. დონე ჩვეულებრივზე დაბალი იქნება. ასე რომ, გარე ორსულობის შემჩნევა მაინც შესაძლებელია. ყოველთვის არ აჩვენებს, მაგრამ ალბათობა მაღალია.

ქორიონიული გონადოტროპინის ჰორმონი გარე ორსულობის დროს

კვერცხუჯრედის არასწორ ადგილას მიმაგრების დროს ქორიონიული გონადოტროპინის ჰორმონის ზრდა შეინიშნება. ჰორმონი აწარმოებს ქორიონს, ეს ნაყოფის გარსია. შესაბამისად, თუ კვერცხუჯრედი განაყოფიერებულია, მისი დონე იზრდება. ეს იძლევა იმ ეფექტს, რაც ტესტით ორსულობის არსებობას გვატყობინებს.

ორსულობის დადგენის შემდეგ სისხლის ანალიზი უნდა ჩააბაროთ, რომ ჰორმონის დონე განსაზღვროთ. ის ზუსტ შედეგს იძლევა, ამასთან ბევრად უფრო ადრე, ვიდრე შარდის ანალიზი.

გარე ორსულობის დროს ქორიონიული გონადოტროპინის ჰორმონის დონე ჩვეულებრივზე უფრო დაბალია. ამასთან თუ ორსულობის დროს ჰორმონის დონე ყოველ 2 დღეში 2-ჯერ იზრდება, გარე ორსულობის დროს ზრდის დინამიკა მნიშვნელოვნად შემცირებულია. ანალიზების ჩაბარება პრობლემის გამოვლენაში დაგეხმარებათ, თუმცა შედეგებზე დაკვირვება მოგიწევთ.

როგორ განვსაზღვროთ გარე ორსულობა

ტესტების და ანალიზების ჩაბარების შემდეგ შედეგები შეიძლება ზუსტი არ იყოს. საბოლოოდ, გადახრის არსებობას ულტრაბგერითი გამოკვლევით შეძლებთ.

გარე ორსულობის დროს ექოსკოპია შედეგს 5-6 კვირაში აჩვენებს. მცირე დროში ექიმმა 8-9 კვირის ორსულობისას განმეორებითი გამოკვლევა შეიძლება დაგინიშნოთ. ამ შემთხვევაში შეცდომის გამორიცხვა ხდება. თუ დადებითი ტესტის და ანალიზების შემთხვევაში ნაყოფის კვერცხუჯრედი საშვილოსნოში ვერ აღმოაჩინეს, შესაბამისად საქმე გარე ორსულობასთან გვაქვს.

გარე ორსულობის მკურნალობა

მკურნალობის ერთადერთი მეთოდი ოპერაციაა. მცირედი ეჭვის დროსაც ქალი საავადმყოფოში უნდა დააწვეს. მას არავინ აიძულებს. უნდა გახსოვდეთ, რომ უარის შემთხვევაში სიცოცხლეს საფრთხეს უქმნით.

შესაბამისად, რაც უფრო ადრეულ ასაკში გამოვლინდება პრობლემა და ქალი ჰოსპიტალიზირდება, ოპერაცია მით უფრო უსაფრთხოდ ჩაივლის და შესაბამისად, გარე ორსულობის შედეგების ალბათობა შემცირდება.

ყველაზე ნაკლებად ტრავმულად ლაპაროსკოპია ითვლება. გარე ორსულობის დროს ამ მეთოდით სხვა ორგანოების და ქსოვილების დაზიანების გარეშე მოიშორებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაწიბურების რისკი მინიმალურია. ოპერაცია დაორსულების შანსს შეგინარჩუნებთ.

შედეგები

აღსანიშნავია, რომ ოპერაციის შემდეგ ყველაფერი შეუფერხებლად არ ხდება. შედეგების სამი ძირითადი ვარიანტი გვხვდება:

  • კვერცხუჯრედი მილში. ამ შემთვევაში მუცლის კედლის და ფალოპის მილის გაჭრა, ემბრიონის ამოღება და მილის ამოკერვა ხდება. ეს მის მუშაობას არ არღვევს და გარკვეული დროის შემდეგ ახალი კვერცხუჯრედის გატარებისთვის მზადაა.
  • მილის ამოღება. ეს სახიფათო შედეგია, რომელიც იშვიათად და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენება. ქალის ცხოვრებას საფრთხე ექმნება. თუმცა ოპერაციის შემდეგ, თუ მეორე მილი მთელია, დაორსულების შანსი კვლავ აქვს.
  • ორივე მილის ამოღება. დაორსულების ძალიან დაბალი შანსია და შეგიძლიათ ინ ვიტრო განაყოფიერებას მიმართოთ.

შესაძლებელია თუ არა კვლავ დაორსულება?

თუ ოპერაციამ წარმატებით დასრულდა, თერაპიის კურსი გაიარა და ექიმი კვლავ ცდის ნებას გაძლევთ – გამოვა. ამ მომენტს მომზადებული უნდა შეხვდეთ. გარე ორსულობის განვითარების ყველა ნიშანი და სიმპტომი უნდა იცოდეთ. მომზადებას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს და მას ექიმის მეთვალყურეობა სჭირდება.

სამედიცინო სტატისტიკის მიხედვით, გარე ორსულობის შემდეგ „ნორმალური“ ორსულობის შანსი 50%-ს უტოლდება. ახალი გარე ორსულობის რისკი 20%-ია, მაგრამ 30%-ის შემთხვევაში უნაყოფობის დიაგნოზი ისმება.

რეკომენდაციების მიხედვით, ოპერაციის შემდეგ სექსზე მინიმუმ 2 თვით უარი უნდა თქვათ. შემდეგ ნახევარი წელი თავი უნდა დაიცვათ, რადგან ორგანიზმს დასვენება სჭირდება. ეს დრო მოსამზადებლად საკმარისია: ამ დროს ინფექციების გამოვლენა და მკურნალობა ხდება. ფალოპის მილებზე ულტრაბგერითი გამოკვლევა უნდა ჩაიტაროთ და ჰორმონების მუშაობა შეამოწმოთ.

დაავადებებისა და ინფექციების გამოვლენის დროს ექიმთან კონსულტანცია და მკურნალობა აუცილებელია. მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ გარე ორსულობის შემდეგ დაორსულება რთული იქნება. თქვენ ჯანსაღი ცხოვრების წესი უნდა დაიცვათ, დაისვენოთ, კარგად გამოიძინოთ, სტრესულ სიტუაციებს მოერიდოთ და სწორად იკვებოთ. ასე ახალი ორსულობის პრობლემების გარეშე ჩაივლის.

თუ ორივე მილი ამოღებულ იქნა, დამოუკიდებლად დაორსულების ძალიან პატარა შანსი არსებობს. ექიმი ინ ვიტრო განაყოფიერებას გირჩევთ. ასე გარე ორსულობის რისკი ნულის ტოლია. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ყველა ვარიანტში საშვილოსნოს მიაღწევს. წარმატებული იმპლანტაციის დაბალი პროცენტული მაჩვენებლის მიუხედავად ასეთ დროს ეს დედობის ერთადერთი შანსი შეიძლება იყოს.

დაიმახსოვრეთ, რომ პანიკა არაფერს მოგცემთ. ყველაზე ჯანსაღ ქალსაც კი ორსულობის გადახრების შანსი აქვთ. ამიტომ ნერვიულობა არ ღირს. სჯობს ექიმს მიმართოთ და ორსულობა მისი მეთვალყურეობის ქვეშ გაიაროთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს