როდის დაიწყებს ბავშვი ლაპარაკს? მეტყველების განვითარება ასაკის მიხედვით

492

როცა ბავშვი ლაპარაკს იწყებს, მშობლებს გულები სიამაყითა და ბედნიერებით ევსებათ. როგორც ბევრი დედა თვლის, რაც უფრო სწრაფად ხდება ეს, მით უკეთესი. თუმცა, უნდა გაიგოთ, რომ თითოეული ბავშვი თავისებურად ვითარდება და ასაკი, როცა ბავშვი ლაპარაკს იწყებს, შეიძლება ძლიერად განსხვავდებოდეს თანატოლ ბავშვებში. რაზეა დამოკიდებული ის, თუ როდის დაიწყებს ბავშვბი საუბარს და რა ასაკამდეა ნორმალური მეტყველების არარსებობა?

როდის იწყებს ბავშვი ლაპარაკს?

ბავშვის განვითარების ცხრილი

ითვლება, რომ სამ წლამდე ყველა ბავშვი განსხვავებულად ვითარდება, ამიტომ მკვეთრი წესები იმის შესახებ, რომ ბავშვმა ლაპარაკი გარკვეულ ასაკში უნდა დაიწყოს, არ არსებობს. ამიტომ, სამეტყველო უნარების დროის ჩარჩოები საკმაოდ ფართოა. აი, დაახლოებითი ცხრილი სამეტყველო უნარებისა, რომლებიც ბავშვებს სამ წლამდე უვლინდებათ.

  • 0-8 კვირა: ყვირილი, ტირილი და კრუსუნი – ესაა დისკომფორტის გამომხატველი ხმები.
  • 1-3 თვე: ჩნდება მიმიკა, პირველი ღიმილი და კისკისი. ეს იმას ნიშნავს, რომ სასუნთქი ორგანოები სწორად ვითარდება.
  • 2-5 თვე: გაწელილი ხმები, ერთგვარი სიმღერა.
  • 4 თვიდან: ემოციური რეაგირება ნაცნობ საგნებზე. მხიარულება მასთან ურთიერთობის დროს.
  • 5-6 თვიდან: ჩნდება პირველი მარცვლები – მა, მუ, პა, ბა.
  • 7 თვიდან: მეტყველებაში ჩნდება ინტონაცია. მარცვლების ნაკრები, თავისი ინტონაციით, ჰგავს ზრდასრული ადამიანის საუბარს.
  • 12 თვიდან: ჩნდება პირველი მოკლე სიტყვები, ყველაზე აუცილებელი: ჰა, მომე, დე, მა და ა.შ. დაახლოებით 10-12 სიტყვა.
  • 2 წლიდან: ბავშვი იწყებს წინადადებების შედგენას, მარტივად, თუმცა გასაგებად.
  • 3 წლიდან: ბავშვს შეუძლია მარტივი ლექსების დამახსოვრება. ადგენს რთულ წინადადებებს.

ბავშვის ცხოვრების პირველ წელს, მისი მეტყველება მხოლოდ ახლა იწყებს ფორმირებას. გაუგებარი ყვირილებიდან და კრუსუნიდან, მეტყველება თანდათან ტრანსფორმირდება მარცვლებად, გასაგებ მიმიკებად და ინტონაციად. თუ თქვენი მეგობრის შვილი 1 წლის ასაკში უკვე ამბობს მკვეთრ სიტყვებს, ხოლო თქვენი შვილი მხოლოდ “მომე”-ს ამბობს, სანერვიულო არაფერი გაქვთ. მეტყველება სრულად 3 წლამდე ფორმირდება და, თუ ეს ამ ასაკამდე ხდება – მხოლოდ ინდივიდუალური შემთხვევაა.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს მეტყველების განვითარებაში

ითვლება, რომ გოგონები გაცილებით უფრო სწრაფად ვითარდებიან, ვიდრე ბიჭები, ამიტომაც იწყებენ ისინი ლაპარაკს გაცილებით უფრო სწრაფად. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ასე ხდება და ასე უნდა იყოს ყოველთვის. როგორც არ უნდა შეხედოთ, საუბარი – ეს გენეტიკური მემკვიდრეობა კი არა, უნარია, ამიტომ მშობელზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად კარგად და სწრაფად დაიწყებს ბავშვი საუბარს.

ხშირად, ბავშვები ცუდად საუბრობენ იმ ოჯახებში, რომლებშიც ბავშვს უგულებელყოფენ და არ ცდილობენ მასთან საუბარს, ამას კი იმით ამართლებენ, რომ ბავშვი ძალიან პატარაა. თუმცა, ეს დიდი შეცდომაა. მშობელზე დაკვირვებით, ბავშვი ცდილობს მიმიკის, ინტონაციის კოპირებას, იყენებს სხვადასხვა მარცვალს. აუცილებლად ესაუბრეთ ბავშვს, აჩვენეთ საგანი და ნელა, გარკვევით წარმოთქვით მისი დასახელება. ნუ იჩქარებთ და არ გამოიყენოთ რთული კონსტრუქციები. ამასთან, ბავშვთან უნდა დამყარდეს მზერითი კონტაქტი, რათა ეს დაინტერესებულ საუბარს ჰგავდეს.

ბავშვს საუბრის დაწყებაში ეხმარება მარტივი საბავშვო ზღაპრები, ნახატებით, რათა ბავშვმა შეძლოს თავის თავში ნივთის დასახელებისა და გარეგნული მახასიათებლების ჩაბეჭდვა, ეს ის წიგნებია, რომელშიც მამალი ამბობს “ყიყლიყო”, ძროხა – “მუ-მუ”, ხოლო კატა – “მი-აუ”.

თანდათან, დაახლოებით, 2-3 წლის ასაკში, იღვიძებს მოთხოვნილება გარემოს შესწავლისა, იწყება “რატომ”-სტადია. ახლა ხომ მას შეუძლია კითხვების დასმა. სამყაროს საინტერესო აღქმა არამხოლოდ გააზრების, გემოსა და მხედველობის, არამედ სიტყვების დახმარებითაც ხდება. მთავარია, შეუნარჩუნოთ ბავშვს ეს ინტერესი და არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ მისი შეჩერება, მით უმეტეს, გაჩერება. რა თქმა უნდა, 1000 “რატომ”-კითხვა მოსაბეზრებელია, თუმცა ბავშვისთვის ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია და ეს უნდა გესმოდეთ.

ბავშვის მეტყველების განსავითარებლად, ყოველდღე გამოიყენეთ ეს მცირე სახელმძღვანელო, რომელიც ბავშვს საუბრის დასაწყებად წააქეზებს:

  • სეირნობისას აუცილებლად განიხილეთ ის, რასაც ხედავთ: “როგორი მწვანე ხეა, ეს მაღაზიაა, აი, საბავშვო ბაღიც ჩანს, ბალახი მწვანეა და ა.შ.” პრიმიტიული და თვალსაჩინოა, თუმცა არა ბავშვისთვის.
  • უფრო ხშირად გადით სასეირნოდ ისეთ პარკში, სადაც სხვადასხვა საინტერესო ნივთია. შეხედეთ ტბას, განიხილეთ გედები, რომლებიც მასში ცურავენ. უსმინეთ ჩიტების ჭიკჭიკს, ხმამაღლა თქვით მათი სახელები.
  • გაეცით ბავშვის კითხვას პასუხი. ეცადეთ, უპასუხოთ მარტივად და გასაგებად.
  • წაიკითხეთ წიგნები, მიეცით ბავშვს წიგნის გადაფურცვლის, სურათებისა და ასოების დათვალიერების საშუალება. ასმენინეთ მუსიკებსა და ლექსებს.
  • მოზრდილ ბავშვს უნდა ასწავლოთ ლექსები – ეს პროცესი კოლოსალურად სასარგებლოა.

რატომ არ საუბრობს ბავშვი ჯერ კიდევ?

თუ 3 წლის შემდეგ ბავშვს ისევ აღენიშნება მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები და უჭირს სიტყვების წარმოქმნა, ეს შესაძლოა სამეტყველო აპარატის გარკვეული დარღვევა ან სხვა პრობლემები იყოს. თუმცა, ნუ ჩავარდებით პანიკაში, რამდენადაც მკვეთრი მეტყველების არარსებობა ყოველთვის სერიოზულ გადახრაზე არ მიუთითებს. საკუთარი თავის დასამშვიდებლად და იმის გასაგებად, თუ რა შეიძლება უშლიდეს ხელს საუბარში, ეწვიეთ ლოგოპედს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს