მწიფე ატამი ყველა ტკბილეულის მოყვარულის ოცნებაა. წვნიანი და არომატული საზაფხულო ხილი თითოეულ მყიდველს იზიდავს. ოღონდ ატამი ყურადღებით უნდა შეარჩიოთ. მჟავე ან ნაკლებად ტკბილი ატამი ადვილად შეიძლება შეგხვდეთ. სუპერმარკეტებში შეიძლება მკვახე ხილი იყიდოთ. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ მხოლოდ მწიფე და გემრიელი ატამი შეიძინოთ? პაპარაცის რედაქცია ამ საკითხში უკვე გაერკვა და ახლა ინფორმაციას თქვენ გიზიარებთ.
მწიფე ატამი – ითვლება, რომ ატმის სამშობლო ჩინეთია. ადგილობრივებს დიდხანს სწამდათ, რომ ეს ხილი ძლიერ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გვჩუქნის, თავად ხე კი სამოთხის ბაღში იზრდება. ლეგენდების თანახმად, ყველა ღვთაებრივი არსება სწორედ ატამს მიირთმევს და ეს მარადიულ სიცოცხლეს ანიჭებთ. ამ თქმულებებში სიმართლის წილი არის, რადგან მწიფე ატამი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. მაგალითად, A, B და C ვიტამინები, რკინა, კალიუმი და ანტიოქსიდანტები. ყველა ეს კომპონენტი გულსისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელ სისტემებზე დადებით გავლენას ახდენს, კანის მდგომარეობას აუმჯობესებს, სტრესს და ცუდ განწყობას ებრძვის.
სასარგებლო „ფუმფულა“ მეგობარი – დარწმუნებული ვარ, ყურადღება მიგიქცევიათ, რომ ყველა კარგი ატამი ცოტა „ფუმფულა“ უნდა იყოს. სინამდვილეში, ეს ბუნების ბანალური ახირება არაა, არამედ მისი დამცავი მექანიზმის მნიშვნელოვანი ელემენტი. ატამს ძალიან თხელი ქერქი აქვს, მაგალითად, ვაშლისგან განსხვავებით. ეს პატარა, ხავერდის ბუსუსები ხილს ზედმეტი ტენიანობისგან იცავს, რაც მისთვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. თუ ატამი ამ დამატებითი „მორთულობის“ გამო არ გიყვართ, ვაშლატამას დააკვირდით. ეს არანაკლებ სასარგებლო, წვნიანი და ტკბილი ხილია, მაგრამ აბსოლუტურად გლუვი ქერქი აქვს.
ვირჩევთ ყველზე ტკბილ და მწიფე ატამს – მაღაზიაში ან ბაზრობაზე ატმის არჩევისას მხოლოდ ხილის ფერს არ დაეყრდნოთ. ზოგი თვლის, რომ რაც უფრო გაჯერებულია ფერი, მით უფრო ტკბილია. ასე არაა. სჯობს სუნით იხელმძღვანელოთ.მწიფე ატამს ძალიან გემრიელი არომატი აქვს. ეს პირველი სიგნალია, რომ ხილი გემრიელია. უფრო მეტიც, ასეთმა არომატმა შეიძლება უფრო კომპეტენტური „ექსპერტები“ მოიზიდოს, საქმე ფუტკრებს და კრაზანებს ეხებათ. მენდეთ, ამ მწერებს მათი ტკბილი ნაყოფის დაგემოვნება მოუნდებათ.თუ ხილის ფერს ყურადღებას აქცევთ, გირჩევთ იმ ადგილს დააკვირდეთ, სადაც ძირნაყოფის ყუნწია. სახეობის მიხედვით ამ ადგილს გაჯერებული ყვითელი ან წითელი შეფერილობა აქვს, მაგრამ არა მწვანე. ნახევრად მწიფე ატამი სჯობს მურაბისთვის შეარჩიოთ – მზადების დროს ფაფად არ გადაიქცევა.
ატმის სიმწიფის შემოწმების კიდევ ერთი გზა: წვნიან გვერდს ოდნავ ხელი დააჭირეთ. თუ ოდნავ ჩაიწია, შემდეგ თანდათან ამოივსო, შეგიძლიათ აიღოთ. თუ ატამი მაგარია, მწვანე ნაყოფის ყიდვის რისკი არსებობს. ეს საშიში არაა, რადგან მწვანე ნაყოფი შემოაქვთ, რომ გზაში არ გაფუჭდეს. თუ ასეთი ატამი შეიძინეთ, რამდენიმე დღე სითბოში გააჩერეთ.ატმის ფერიც იდეალური ვარიანტის არჩევაში დაგეხმარებათ. მაგალითად, ატამი შიგნით ყვითელი რბილობით უფრო არომატულია, მაგრამ არა ნაკლებ ტკბილი. აი, თეთრი და ვარდისფერი რბილობის მქონე ატამი მეტი სიტკბოთი გამოირჩევა. აირჩიეთ ის, რომელიც უფრო მოგწონთ.
საზაფხული ხილის ბუმი – ამ საოცარი ხილით თავის განებივრება მოასწარით, რადგან საზაფხული სეზონი, როგორც წესი, მოულოდნელად სრულდება. გამოცდილი მებოსტნეები გირჩევენ, რომ ცოტა ასიმეტრიულ ფორმებს ყურადღება მიაქციოთ. ისიც ძალიან არომატული და ტკბილია.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სტატია თქვენთვის სასარგებლო იყო. წარმატებულ შენაძენს გულწრფელად გისურვებთ.