რთულია უწესრიგობას გაუმკლავდეთ, როცა ოჯახში პატარა ბავშვი გყავთ. დალაგების გარდა ბავშვთან დროც უნდა გაატაროთ.
15 რჩევა, რომლებიც ოჯახის ცხოვრება გაამარტივებენ:
1. ლეგოს კონსტრუქცია
პატარებს ლეგოს კონსტრუქციით თამაში ძალიან უყვართ. მისთვის სპეციალური ადგილი გამოყავით. მაგალითად, მაგიდა ყუთებით. თითოეულ ყუთში თითოეული ფერი მოათავსეთ. ვერც კი შეამჩნევთ, რომ ბავშვი ფერების განსხვავებას ისწავლის და წესრიგს მიეჩვევა.
2. ყუთი შემოქმედებითი ბავშვებისთვის
ფლომასტერები და საღებავები, ფუნჯები და ქაღალდები, რომლებიც მთელ სახლში მიმოყრილია, მშობლების წყობილებიდან გამოყვანას იწვევს. ბავშვს „განსაკუთრებული ყუთი“ შესთავაზეთ, სადაც თავის ჯადოქრობას შეინახავს. ჯადოქრობა წესრიგში უნდა იყოს. ბავშვი მასში ნივთებს თავად ჩააწყობს. ნივთების ყუთში ჩალაგების რიტუალი წესრიგს მიაჩვევს.
3. როგორ ვასწავლოთ ბავშვს საყვარელი თოჯინების და რობოტების დალაგება
საყვარელი სათამაშოებით თამაშის შემდეგ ბავშვებს მათი ყუთებში ჩალაგება არ უყვართ. საყვარელი ჯარისკაცი და რობოტი ხელთ უნდა ქონდეთ. სააბაზანოს ორგანაიზერი გამოიყენეთ და კარებზე ჩამოკიდეთ. გამჭვირვალე ორგანაიზერი ბავშვს საყვარელი ნივთების დანახვის საშუალებას მისცემს.
4. სახლში ზოოპარკი მოაწყვეთ
ეტაჟერის დიზაინის კონსტრუქცია სახლში მთელი ზოოპარკის მოწყობაში დაგეხმარებათ. ის მხიარული გზით დალაგებას და ყველაფრის შეკრებას უზრუნველყოფს.
5. სივრცე დაყავით
ბავშვები საკუთარ და საერთოს შორის განსხვავებას ვერ ხვდებიან. თუმცა, საკუთარ საზღვრებს შესანიშნავად გრძნობენ, რომელიც და-ძმებმა და უფროსებმა არ უნდა დაურღვიონ. ოთახი ზონებად დაყავით. თითოეული ბავშვი საკუთარ ზონაზე პასუხისმგებელი იყოს. შეგიძლიათ თითოეულ ზონას მფლობელის სახელი მიაწეროთ. ასე პასუხისმგებლობის განვითარებას შეძლებთ.
6. გოგოების ბედნიერება
თქვენი ქალიშვილის ლენტებისა და ბაფთებისთვის საკიდი დაფა გააკეთეთ. შეგიძლიათ ლამაზი ქსოვილით მორთოთ და კედელზე დაკიდოთ. ასევე ადგილის ეკონომიას მოახერხებთ და საჭირო აქსესუარის ძებნაზე დრო არ დაგეხარჯებათ.
7. ტანსაცმლის შენახვის ეკონომიური მეთოდი
ტანსაცმლი რგოლებად დაკეცეთ. ნივთები ხილული იქნება და ერთმანეთს არ გადაფარავს. ასე საჭირო ნივთის არჩევა გაგიადვილდებათ და ადგილს დაზოგავთ.
8. სათამაშოები სააბაზანოში
სააბაზანოში კონტეინერები გამოიყენეთ. დაბანისას ბავშვს ხშირად სათამაშოებიც თან მიაქვს. სააბაზანოს ფარდაზე დაამაგრეთ.
9. ბავშვის საძინებელზე ჯიბეები მიამაგრეთ
აქ შეგიძლიათ შეინახოთ ყველაფერი: სალფეთქები, წინდები. ასე ძებნაზე დრო არ დაგეხარჯებათ.
10. წიგნები ახლოს
ტექსტილის თაროები გამოიყენეთ ან თავად გააკეთეთ. კედელზე დაკიდეთ და მასზე საყვარელი წიგნები დააწყვეთ. აიღეთ და წაიკითხეთ!
11. ავტომობილში
ავტომობილში სამოგზაურო ორგანაიზერი გამოიყენეთ. ასე მანქანაში წესრიგს შეინარჩუნებთ. პატარა ბედნიერია, რადგან ყველა საყვარელი ნივთი თან აქვს.
12. სხვადასხვა ნივთებისთვის – სხვადასხვა ყუთები
შეგიძლიათ ნებისმიერი რამ გამოიყენოთ, მაგალითად, კალათები და ვედროები ან სხვა ჭურჭელი. წარწერა გაუკეთეთ და თავისი ადგილი მიუჩინეთ. საჭირო ნივთები და სათამაშოები მკაცრი წესრიგის მიხედვით გადაანაწილეთ. ბავშვს წესრიგს მიაჩვევთ.
13. ვაკუუმის პაკეტები – შესანახად!
სათამაშო და ტანსაცმელი, რომელიც არ გჭირდებათ, ვაკუუმ პაკეტში მოათავსეთ. მინიმუმი ადგილი და წესრიგი დაცულია.
14. ბავშვის სამუშაო ადგილი
ჩაშენებული კარადა გამოიყენეთ. პატარა ოთახისთვის ეს შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. შეგიძლიათ კარს მიამაგროთ.
15. ასაკეცი მაგიდა
შესანიშნავი გამოსავალი ძალიან პატარა შენობისთვის. თავსახური დაახურეთ და წესრიგი დამყარებულია.