როგორ მოქმედებს ბავშვობის წყენა მომავალში ოჯახთან ურთიერთობაზე? ღირს თუ არა უმტკიცოთ დედას, რომ კარგი შვილი ხარ, თუ მას ამის შემჩნევა მაინც არ უნდა? პაპარაცის რედაქციის დღევანდელი სტატიის გმირები თვლიან, რომ არ ღირს. რას ფიქრობთ ამ თემაზე თქვენ?
ბავშვობის წყენა
“პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიტყოდი – ტყავიდან გამოძრომა იმისთვის, რომ უმტკიცოთ დედას თქვენი უპირატესობა, თან ისეთ დედას, რომელსაც ბავშვობიდანვე ათვალწუნებული ჰყავდით, სრულიად ამაოა. მე მყავს უმცროსი და. ის იყო დედის საყვარელი შვილი, მე არა.მთელ თავისუფალ დროს დედა მასთან ატარებდა, ყიდულობდა საუკეთესო ნივთებს, საჩუქრებს. ის ყოველთვის ჭკვიანი და ლამაზი იყო მისთვის, მე კი თითქოს არც ვარსებობდი…ხუთი წლის წინ ჩემმა დამ ოჯახი შექმნა და სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. დედას ხშირად ვნახულობ ხოლმე და მისი საუბრის თემა მხოლოდ ჩემი დაა – როგორი კარგია, როგორი ლამაზი და ყოჩაღი, მზრუნველი და ყურადღებიანი ჩემგან განსხვავებით.თვითონ ჩემი დაც მსაყვედურობს, რომ დედას არ ვეხმარები. ამბობს: მე ხშირად ვეღარ მივდივარ დედასთან, მაგრამ როცა ვახერხებ ჩავდივარ და აუცილებლად ვეხმარები სოფლის საქმეებში. შენ კი იქვე ხარ და არაფერს უკეთებო!დიახ, ეს ასეა. ოღონდ ჩამოდის ხოლმე წელიწადში ორჯერ, ბოსტანში მაქსიმუმ სამი სათით ჩადის, მოკრეფს მოსავალს, გაავსებს ჩანთებს და საღამოს სახლში ბრუნდება. მე კი მთელი წელი მოვუარო მოსავალს და თან მადლობაც არავინ მითხრას ისე წაიღოს! ამიტომ არ გავაკეთებ.
დედას ყოველთვის ვეუბნებოდი: დაანებე თავი ბაღ-ბოსტანს, მე ვმუშაობ და ფიზიკურად ვერ დაგეხმარები, მაგრამ გიყიდი რაც გინდა და მოგიტან ხოლმე – არ მიჯერებს. ამბობს, რომ მერე ჩემს დას ქალაქში ვეღარ გაატანს პროდუქტს, ამიტომ უნდა იმუშაოს!ყველაზე საწყენი ის არის, რომ მსაყვედურობენ დედამთილთან ხშირი სტუმრობის გამო. მასთან ყოველთვის სიამოვნებით მივდივარ ხოლმე.მასთან მშვიდი და სასიამოვნო გარემოა და ვისვენებ ხოლმე. ქმრის ნათესავები ბევრად უფრო კარგად მექცევიან, ვიდრე ჩემი ოჯახის წევრები. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ გული იქეთ მიმიწევს? ყოველთვის უხრიათ ჩემი დანახვა და არასდროს მსაყვედურობენ.თავიდან ძალიან განვიცდიდი ასეთ დამოკიდებულებას, მერე ვცადე გათავისუფლება ამ ყველაფრისგან. რადგანაც დედისთვის ვარ უვარგისი და უმადური, იყოს ასე. მე აღარ ვეცდები მის გადარწმუნებას. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის სულერთია, მაგრამ აღარ მინდა დროის ხარჯვა უაზრო წყენებსა და სკანდალებზე.სოფლის საქმეებზე პრინციპულად არ მივეხმარები, ხოლო დანარჩენზე თუ დავჭირდები კი ბატონო.
რა გამოსავალს ხედავთ ამ სიტუაციიდან თქვენ? რომელია უფრო ოპტიმალური? შეგიძლიათ რამე რჩევა მისცეთ ჩვენს რესპოდენტს? გელოდებით კომენტარებში!