ცხოვრების თანამედროვე რიტმისა და სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენების აუცილებლობის გამო, ადამიანის მზერა, ხშირად, მიმართულია მონიტორისა და მობილურის ეკრანისკენ. ამასთან, თავი დახრილია წინ, ხოლო კუნთები – სპაზმირებული.
კუნთების დაძაბულობა ძილის დროსაც კი ნარჩუნდება. ამის გამო, სახე კარგავს საწყის სიმკვრივესა და ფორმება. ლოყის კუნთი ზედა და ქვედა ყბის ზედაპირიდან გამოდის და იწვნება პირის წრიულ კუნთთან. მასში სპაზმების გაჩენის გამო, შეიძლება არამხოლოდ ქვემოთ დაეშვას ლოყები, არამედ შეუქცევადი ნაოჭებიც კი გაჩნდეს.
კუნთები თავიდან კისრამდე და დეკოლტემდე მოდის. როცა თავის, სახისა და დეკოლტეს კუნთები დაჭიმულია, თითოეული მათგანი სახეს ქვემოთ ექაჩება და ქმნის დაკიდულ კანს, ღაბაბსა და ნაოჭებს.
თითოეულ ჩვენგანს სურს ლამაზი და გლუვი კანის ქონა. რა სამწუხაროა, როცა იგი უეცრად კარგავს ტონუსს და სახის ნაკვთები დნობას იწყებს. თუმცა, სიმკვრივის დაკარგვა განაჩენი არაა. ყველაფრის გამოსწორება შეიძლება საკმაოდ მარტივად, მხოლოდ ერთი მუშტის დახმარებით.
ჩვენ მოგიყვებით, როგორ შეძლებთ სახის ჩამოწელილი ოვალის გასწორებას მარტივი მასაჟის დახმარებით.
სავარჯიშოები სახისთვის
1. მომუჭეთ ხელი და მიიდეთ სახეზე ისე, რომ საჩვენებელი თითი ყურის ხვრელის გვერდით მოხვდეს. შეასრულეთ მუჭით მოძრაობა ზემოთ-ქვემოთ, 30-ჯერ, სახის თითოეულ მხარეს.
2. მომუჭეთ ხელი და თითების ძვლები დაიდეთ ქვედა ყბიდან ოდნავ ზემოთ. დაიზილეთ სახე, ხელი ნიკაპიდან ყურამდე ასრიალეთ. პროცედურა 30-30-ჯერ გაიმეორეთ, ორივე მხარეს.
3. დაიდეთ მუშტი თვალქვეშ. დააჭირეთ და, ოდნავ გვერდებზე მოძრაობით, გაატარეთ მუშტი ტუჩებამდე, 30-30-ჯერ.
4. მოათავსეთ მუშტი ქვედა ყბის ძვალქვეშ. დააჭირეთ და გაატარეთ ლავიწამდე 30-ჯერ, თითოეულ მხარეს.
5. დაიდეთ მუშტი ლავიწის ქვემოთ არსებულ ღრმულზე და გაატარეთ იქეთ-აქეთ 2-2 წუთის განმავლობაში, ორივე მხრიდან.
ამ მასაჟის რეგულარული შესრულება 10 წუთის განმავლობაში, უზრუნველყოფს დაჭიმულ ლოყებსა და სახის ლამაზ ოვალს უმოკლეს ვადებში. მასაჟი დაგეხმარებათ სახის კუნთების დაგლუვებაში, სპაზმის მოხსნასა და ადგილზე დაბრუნებაში, ამავდროულად, კანიც უნდა წამოიწიოს. გაგიკვირდებათ, რამდენად სწრაფად შეიცვლება კანის მდგომარეობა.