“ჩემი და უკვე მრავალი წელია იტალიაში ცხოვრობს. ის ქორწილის მერე ეგრევე გადავიდა იქ საცხოვრებლად. მის მეუღლეს თავისი სახლი და მანქანა ყავს იქ. ყოველ წელს ცოლ-ქმარი ზღვაზე მიდიან ხოლმე დასასვენებლად და ყოველ წელს მხოლოდ საკუთარი მანქანით. მე კი სხვანაირი ბედი აღმომაჩნდა” – ყვება ლელა.
გათხოვილი და
“ნათია ცოლად გაყვა ბიჭს, რომელიც მასთან ერთად სწავლობდა უნივერსიტეტში. ისინი გადავიდნენ იტალიაში, როგორც კი ამის საშუალება მიეცათ. ჩვენ ღარიბ ოჯახში გავიზარდეთ და საზღვარგარეთ ცხოვრებაც ოცნებაც არ შემეძლო. მამა პედაგოგია, დედა კი ექთანი. ნათია კარგად სწავლობდა და უნივერსიტეტშიც ჩააბარა. იქ გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, რამდენიმე წელი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ, სწავლობდნენ და მუშაობდნენ. სიძის ბებია იტალიელია და საბოლოოდ მასთან წასვლა გადაწყვიტეს. დროთა განმავლობაში ახალ საცხოვრებელს შეეჩვივნენ და ძალიან კარგად გრძნობდნენ თავს.მე კი კოლეჯის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე, გავიცანი ჩემი საყვარელი ადამიანი და მალევე დავქორწინდით. მე და ჩემი ქმარი დღემდე ქირით ვცხოვრობთ, გვყავს პატარა ბიჭი. სამწუხაროდ, ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ მომავალში. ბავშვის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნილებები და ხარჯები. რა შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ? შევნატრი ჩემს დას. მას არ უჭირს ფინანსურად, ამიტომ მოვლილია და ისევ ისეთი ლამაზი, როგორიც იყო. ის რომ იტალიაში არ გადასულიყო საცხოვრებლად და ჩემი და არ მენახა სხვა პირობებში, ვერ მივხვდებოდი რამხელა მნიშვნელობა აქვს მატერიალურ სიმყარეს. ცოტა ხნის წინ ჩემი და ჩამოვიდა იტალიიდან ჩვენს სანახავად და ქალიშვილიც ჩამოიყვანა.”
მაცდური წინადადება
“ლელამ უკვე კარგა ხანია გააფორმა იტალიის მოქალაქეობაზე დოკუმენტები. მას უნდა, რომ ჩვენც წაგვიყვანოს, რადგან აქ ვერ მოვძლიერდით, ცხოვრება კი წინ გვაქვს. მშობლები წინააღმდეგნი არიან, ამ ასაკში გაგვიჭირდებაო ყველაფრის შეცვლა, რაც გვაქვს ვიკმარებთო.ლელა კი გვეხვეწება, ავიბარგოთ, გავაფორმოთ საბუთები და წავიდეთ მასთან. ამბობს, რომ თავიდან გაგვიჭირდება, სანამ ფეხს ავუწყობთ ახალ ცხოვრებას. უნდა შევისწავლოთ ენა, ადაპტაცია მოვახდინოთ და ვიპოვოთ სამსახური. მე ვიცი, რომ ლელას კარგი უნდა ჩვენთვის. მეც სიამოვნებით ჩავალაგებდი ჩემოდნებს და წავიდოდი, მაგრამ ჩემი ქმარი არ იზიარებს ჩემს ოპტიმიზმსის თვლის, რომ ჩვენი მშობლები მართალი არიან, მაგრამ მე არ მინდა ასე ცხოვრება. მე ვერ ვხედავ ვერანაირ მომავალს, ვთვლი, რომ მეც 30 წლის შემდეგ მინიმალური პენსიის ამარა დავრჩები. როგორც კი ამ თემაზე ვიწყებ ლაპარაკს, ჩემი ქმარი ჩხუბს იწყებს. ის პატრიოტია, ამბობს, რომ ურჩევნია იყოს ღარიბი და თავის მიწაზე ცხოვრობდეს. ამაყი და ჯიუტი ადამიანია, არ ესმის ჩემი. არადა მე ჩვენს შვილზე და მათ მომავალზე ვფიქრობ. ქმრის გადარწმუნება შეუძლებელია”
რედაქციისგან: გამოსავალი ყოველთვის არის. თუ ნათია დაეხმარება დას, შეუძლია შვილთან ერთად გაემგზავროს ქმრის გარეშე. თვიდან დროებით და თუ ვერ შეეგუებიან, დაბრუნდებიან, თუ კარგად მოეწყობიან, მთელი ოჯახით გადავლენ საცხოვრებლად. იმედია, მერე მაინც დათანხმდება ლელას ქმარი. თქვენ როგორ ფიქრობთ?