როგორ გადავდოთ ფული და თან დავტკბეთ ცოვრებით

0
79

ნებისმიერი დანაზოგი უმნიშვნელოც კი უფრო თავდაჯერებულს და ხდის ადამიანს. მაგრამ ფსიქოლოგები არ ამართლებენ ხვალინდელი დღისთვის თანხის გადადების იდეას, რადგან ასე ჩვენ ვერ ვტკბებით ცხოვრებით, დღევანდელი დღით და ვდებთ ამას მომავლისთვის. დღეს პაპარაცის რედაქცია მოგიყვებათ როგორ გადადოთ ფული და ღირს თუ არა მუშაობა, როცა უკვე გარკვეული დანაზოგი გაქვთ.

როგორ გადავდოთ ფული

სპეციალისტები გვირჩევენ ყველა ხელფასზე გადავდოთ ხელფასის 20%. ეს 20% უნდა დავივიწყოთ და არავითარ შემთხვევაში არ დავხარჯოთ, რათა შევძლოთ კონკრეტული თანხის შეგროვება. იმისათვის, რომ ეს გამოგვივიდეს, უნდა დავისახოთ კონკრეტული მიზანი. თუ არ გექნებათ გეგმა, არ გეცოდინებათ რისთვის აგროვებთ, ყულაბის შევსება გაგიჭირდებათ.მოკლედ, მიზანი გარკვევულია, რით უნდა დაიწყოთ? უნდა დაიწყოთ ხარჯის აღრიცხვა. რამდენიმე თვის განმავლობაში ჩაიწერეთ ყველა დანახარჯი წიგნაკში. დროთა განმავლობაში გამოიკვეთება კანონზომიერება, რისთვისაც ხარჯავთ ფულს საჭირო და არასაჭირო ნივთებისთვის. გაანაწილეთ ხელფასი ისე, რომ მცირე არა აუცილებელი წვრილმანი სიამოვნებებისთვისაც დაიტოვოთ რაღაც.არსებობს ბიუჯეტის დაგეგმვის ოქროს ფორმულა 50/20/30. ის მოიცავს 50% აუცილებელ ხარჯებს, რომელსაც გვერდს ვერ აუვლით, 20% ვალის გასასტუმრებლად ან დასაგროვებლად და 30% – აუცილებელია საყვარელი საქმისთვის დახარჯოთ: თავის მოვლა, გართობა, შოპინგი. ამ მეთოდით შეძლებთ სისტემატიურად თანხის გადადებას და თან საკუთარ თავსაც ასიამოვნებთ. რად გინდათ ისეთი ხელფასი, თუ თვეში ერთხელ ვერ შეძლებთ ესტუმროთ სალონს ან შეიძინოთ სასურველი ნივთი.

ვიმუშაოთ თუ არა – წარმოიდგინეთ სიტუაცია: გოგონას მუშაობს მდივნად, კარგი ხელფასით. წლების განმავლობაში აგროვებს ცოტ-ცოტა თანხას. საბოლოოდ შეაგროვა დიდი ნაწილი და უკვე იცის რა უნდა გააკეთოს. აღარ აპირებს და მობეზრდა ოფისში ვიღაცაზე მუშაობა და რაღაც პერიოდი ეს დაგროვილი თანხა ეყოფა, რომ დაისვენოს. “სამსახურთან ერთად ვერ ვახერხებდი დასვენებას ან საზღვარგარეთ წასვლას. ეხლა ჩემი დანაზოგი მეყოფა რამდენიმე წელი მაინც. ქმარ-შვილი ჯერ არ მყავს, ღირს თუ არა დავისვენო ცოტა ხანი და არ ვიმუშაო?” ამ კითხვაზე პასუხი არ არის მარტივი, მაგრამ მხოლოდ მისი გადასაწყვეტია როგორ უნდა მოიქცეს. ერთი კი ფაქტია, რომ გადადებული ფული მატების გარეშე მალე თავდება. რამდენიმე წელში მარტივი იქნება ახალი სამსახურის შოვნა? მითუმეტეს რომ პროფესიების უმეტესობას მუდმივი განახლება სჭირდება – კვალიფიკაციის ამაღლება, ტრენინგები. ამის გარეშე მაღალანაზღაურებად სამსახურს ვერ იშოვის. რა უნდა გააკეთოს დაგროვილი თანხით? ფულს ჭირდება ინვესტიცია. ყველაზე ხელსაყრელი საკუთარ თავში თანხის ჩადებაა. თუ ის შეისწავლის ახალ პროფესიას, ენებს კიდევ უფრო მეტს გამოიმუშავებს მომავალში. მაგრამ თუ თავის დანაზოგს მხოლოდ გართობაში, დასვენებასა და დროსტარებაში დახარჯავს, საბოლოოდ ცარიელი საფულე შერჩება ხელში.

ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცხოვრება ყოველთვის არ მიდის ისე, როგორც ჩვენ ვგეგმავთ. ყველა ახალმა დღემ სიხარულთან ერთად იმედგაცრუებაც შეიძლება მოგვიტანოს. ამიტომ თუ არ გსურთ მთელი ცხოვრება დაქირავებული თანამშრომელი იყოთ, უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე, დახარჯოთ ფული სწავლასა და განვითარებაზე. ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრება არ არის ადვილი. ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად დაისახოთ სწორი გეგმა. თქვენ როგორ იქცევით ხოლმე? ახერხებთ ხოლმე თანხის გადადებას?