შეძლებულ მამაკაცთან ქორწინების გამო შვილი დედასთან დავტოვე

1107

ყველაფერს თავისი ფასი აქვს. და მაშინ, როცა ვინმე საყოველთაო კეთილდღეობისთვის მზადაა გადაიხადოს, გამოჩნდება ის, ვინც იტყვის, რომ ფასი ძალიან მაღალია. მზექალა ახლა სასოწარკვეთილია. „ბავშვი ბებიასთან დატოვეს, ის ხომ იტანჯება“ – ამბობს მზექალა და თავისი ქალიშვილი ნაირას და შვილიშვილი მიშას ისტორიას იხსენებს.

ბავშვი ბებიასთან დატოვეს

პირველი ქორწინება და სამსახური – „ნაირა უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე სოფლიდან წამოსულ, გუშინდელ სტუნდენტს ცოლად გაყვა. ერთად ერთ წელზე ცოტა მეტხანს იცხოვრეს. სამაგიეროდ, ამ დროში მათი შვილი, მიშა დაიბადა. მალე განქორწინებაზე განაცხადი შეიტანეს. ქალიშვილი და შვილიშვილი მზექალასთან საცხოვრებლად გადმოვიდა, ხოლო ყოფილი სიძე სოფელში დაბრუნდა, საიდანაც ალიმენტს ძლივს იხდიდა.ნაირამ ადგილობრივ ბიბლიოთეკაში მუშაობა დაიწყო, რომ საკუთარი თავი და შვილი უზრუნველყო. აქ, თეთრებს უხდიდნენ, სამსახური დიდად არ შველოდა. ზოგჯერ, ელემენტალური პროდუქტის ყიდვასაც ვერ ახერხებდა. მზექალას დახმარებით ოჯახი როგორღაც ძლებდა. ასე 5 წელი გაგრძელდა.

მეორე ქორწინება და პირობები – პენსიაზე გასვლამდე ზუსტად 4 თვით ადრე გაიგო, რომ ნაირა ვიღაც მამაკაცს ხვდებოდა. ამჯერად, შეძლებულ ადამიანს, რომელიც მასზე შესაბამისად ზრუნავდა: ყვავილების თაიგულები, ძვირფასი რესტორნები, საჩუქრები. 6 თვეში ნაირას ხელი სთხოვა, მაგრამ ერთი პირობით: მიშა მათთან არ იცხოვრებდა. ის ბიჭს და ბებიას უზრუნველყოფდა. ნაირას შეუძლია იმდენჯერ ნახოს, რამდენჯერაც სურს, მაგრამ ბიჭი ბებიასთან უნდა დარჩეს.კონსტრუქციული საუბრის შემდეგ მზექალა შვილიშვილის მასთან დარჩენას მაინც დათანხმდა. მხოლოდ პენსიით ცხოვრება მისთვის რთული იქნებოდა. ასე ფული ეყოფოდათ. დაქორწინებისთანავე ახალმა მეუღლემ ნაირას ავტომობილი აჩუქა, ამიტომ მიშას თითქმის ყოველდღე ნახულობდა. ბიჭს გამოუჩნდა მასწავლებლები, წრეებზე სიარული დაიწყო. ტანსაცმელი, საკვები და გართობა ბებიას და შვილიშვილს არ აკლდათ. ზაფხულში რამდენჯერმე ზღვაზე ან სხვა ადგილას დასასვენებლად მიდიოდნენ.

დედის ყურადღება – „ბავშვისთვის ყველაფერია. ამისთვის მადლობა, მაგრამ დედა მაინც ენატრება. როგორც კი კართან მივა, ესეც უკან მიყვება. ყოველდღე მოდის, მაგრამ ეს მიშასთვის საკმარისი არაა“ – ამბობს მზექალა.

„რამდენჯერ ვუთხარი: თუ ქმარს უყვარხარ, ბავშვიც უნდა მიიღოს. მპასუხობს, რომ ასეთი ადამიანია: თუ გადაწყვიტა, აზრს აღარ შეიცვლის. თუ დაჟინებით მოვითხოვ შეიძლება ისტორია განმეორდეს. აღიარა, რომ არ სურს დაუბრუნდეს ძველ ცხოვრებას, სადაც ბიბლიოთეკაში მუშაობა უწევდა. და როგორ იზრუნოს მიშაზე?“ – აგრძელებს ბებია.

იქნებ, ასეც არის. ვშიშობ, როცა ახლანდელ ქმართან საერთო შვილი შეეძინება, მიშა საერთოდ უყურადღებოდ დარჩება. ფული ფულია, მაგრამ დედის სიყვარული წმინდაა.ამის შესახებ მეზობლებს ვუყვები, ისინი კი მპასუხობენ, რომ მათ საქმეში არ ჩავერიო და სულელურად არ მოვიქცე. ჩვენს ეზოში ახლახანს მშობლებმა შვილი ბებიასთან დატოვეს, თავად ფულის საშოვნელად წავიდნენ. ასე ბევრი იქცევა. გასაგები საქმეა, ეს უფრო ცუდია, მაგრამ ყველა ითმენს. აქ, კი ბავშვი დედას ყოველდღე ხედავს!მეუბნებიან, რომ უნდა მიხაროდეს ასეთი სიბერე რომ მაქვს და რომ შვილიშვილის მომავალზე ფიქრი არ მიწევს. თითქოსდა ჩემი პენსია შემიძლია დავაგროვო, როცა სხვები მხოლოდ მის ხარჯზე ცხოვრობენ. არ ვკამათობ, მაგრამ შვილიშვილისთვის გული მეწვის. არ ვიცი, რა გავაკეთო!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს