ქათმის ხორცს წიწაკაში ვდებ და ზუსტად ვიცი, ქმარი ვახშმით კმაყოფილი დარჩება

431

წვნიანი და ტკბილი წიწაკა ნებისმიერ კერძს ამშვენებს, იქნება ეს ბორში, წვნიანი, რაგუ, სოუსი თუ სალათი, მაგრამ ფარშირებული განსაკუთრებით კარგია. ქათმის ხორცი წიწაკაში ღუმელში გამომცხვარი – სწრაფი, მარტივი და გემრიელი კერძი. წიწაკას შუაზე ჭრით და მასში პომიდორს და ხორცს დებთ. შედეგი ყველა მოლოდინს აჭარბებს.

ფარშირებული წიწაკა ღუმელში გამომცხვარი

ინგრედიენტები:

  • 4 ბულგარული წიწაკა
  • 1 პატარა სტაფილო (სურვილის მიხედვით)
  • 1 ს/კ ფქვილი
  • 2 ს/კ არაჟანი ან ცხიმიანი ნაღები
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 ს/კ ფქვილი
  • 70 მლ წყალი
  • 100 გრ ყველი
  • 1 პომიდორი
  • მარილი და სანელებლები ქათმისთვის გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. წიწაკა გარეცხეთ და გაასუფთავეთ, შუაზე გაჭერით.
  2. სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
  3. სტაფილო მცენარეულ ზეთში დარბილებამდე შეწვით.
  4. ქათმის გულმკერდი პატარა ნაჭრებად დაჭერით და შეწვით, რომ ხორცი გათეთრდეს, მაგრამ ქერქი არ წარმოიქმნას.
  5. ტაფაზე ქათამი და სტაფილო აურიეთ. პირდაპირ აქვე ფქვილი, მარილი, სანელებლები და არაჟანი დაუმატეთ.
  6. ცოტა მოთუშეთ, მუდმივად აურიეთ, ბოლოს 70 მლ წყალი დაუმატეთ, რომ ხორცი ნაზ სოუსში მიიღოთ.
  7. წიწაკა ქათმის ნაჭრებით გაავსეთ.
  8. ზემოდან ყველი მოაყარეთ, პომიდვრის ნაჭრებით გააფორმეთ და ღუმელში შედგით.
  9. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით აცხვეთ.
  10. გემრიელად მიირთვით!

ქათამი წიწაკაში სოკოთი, ხახვით და სტაფილოთი

ინგრედიენტები:

  • 4 ბულგარული წიწაკა
  • 1 ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 100 გრ ქამა სოკო
  • 70 გრ ყველი
  • კარაქი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • მაიონეზი გემოვნებით
  • საცხობი ფოლგა

მომზადების წესი:

  1. წიწაკა გარეცხეთ და გაასუფთავეთ, შუაზე გაჭერით.
  2.  სოკო და სტაფილო წვრილად დაჭერით.ხახვი კუბებად დაჭერით.
  3.  ხახვი კარაქში გამჭვირვალობამდე შეწვით.
  4. სტაფილო დაუმატეთ, სუსტ ცეცხლზე 2–3 წუთით შეწვით. შემდეგ სოკო დაუმატეთ და კიდევ 3-4 წუთით თუშეთ.
  5. ბოსტნეული და ქათამი აურიეთ.
  6. მაიონეზი მოასხით და წიწაკის ნახევრები შიგთავსით გაავსეთ.
  7.  საცხობ ფორმაზე დააწყვეთ, ფოლგაში გაახვიეთ და 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ.
  8. საცხობი ფორმა გამოიღეთ, ფოლგა მოხსენით, ყველი მოაყარეთ და კიდევ 5-10 წუთით ღუმელში შედეთ.
  9. ემრიელად მიირთვით!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს