ყურძენი მთელი წელი მოვლას და ყურადღებას მოითხოვს. სათანადო ყურადღების გარეშე გასქელდება და ველურ ბუჩქს დაემსგავსება. ასე ნაყოფის რაოდენობა და ხარისხი მკვეთრად შემცირდება. ყურძენს ივლისსა და აგვისტოში განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რომ შემოდგომაზე კარგი მოსავალი მიიღოთ.
ყურძნის მოვლა ივლისი–აგვისტოს პერიოდში
ყურძენი გაზაფხულზე ადრე იღვიძებს და სწრაფად ვითარდება. მისი ყლორტები და ნამხარები ინტენსიურად იზრდება. სწორედ ამიტომ, ნამხარები (და არა მხოლოდ, ყველაფერი ზედმეტი) დროულად უნდა მოაშოროთ, თუ უხვი მოსავლის აღება გსურთ.გასქელებულ ბუჩქებში მზის სხივები ვერ აღწევს, ჰაერი ცუდად მოძრაობას. ეს სოკოთი დაინფიცირების და კენკრის ცუდად დამწიფების რისკს ზრდის. მისი ყლორტები მუდმივად იზრდება. რევიზიის შემდეგ მხოლოდ ის ყლორტები დატოვეთ, რომლებიც შემოდგომამდე გაიზრდება.ყველა ფოთოლი, რომელიც სიმწიფისკენ წასულ კენკრას ფარავს, მოაშორეთ. ასე კენკრა ტკბილი გაიზრდება და დროულად დამწიფდება. ზედმეტი ფოთლების მოშორებით ჰაერის მოძრაობა, განსაკუთრებით ქვედა ბუჩქში გაიზრდება. ასე მცენარეს სოკოსგან დაიცავთ.
ზოგჯერ სპეციალისტები მტევნებსაც აშორებენ. თუ ბუჩქზე მოსავალი უხვად მოვიდა, ზედმეტი მტევნები უნდა მოაშოროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პატარა და უგემურ კენკრას მიიღებთ.თუ ზაფხულში ცხელი და მშრალია ამინდებია, დამატებით მორწყეთ. ყურძენი მინიმუმ 7 დღეში ერთხელ მორწყეთ. თითოეულ ბუჩქზე 1–2 ვედრო წყალი დაგჭირდებათ. რეგულარული მორწყვის შემთხვევაში წვიმის მოსვლისას კენკრა არ დასკდება. ყურძნის მორწყვა დამტვერვის და კენკრის მომწიფების დროს არ შეიძლება.ბუჩქების ქვეშ მიწა მულჩით დაფარეთ. ასე მიწაში წყალს შეინარჩუნებთ. მულჩისთვის გამოგადგებათ ბალახი, ფოთლოვანი ხის ნახეხი, კომპოსტი, დაქუცმაცებული მუყაო და ა.შ. ყურძენს გამოკვებაც სჭირდება. ამ მიზნით კომპლექსური მინერალური სასუქი გამოიყენეთ. მაში წყალში ხსნადი კომპონენტები უნდა შედიოდეს. მხოლოდ ასე შეძლებს ყურძენი მკვებავი ნივთიერებების მიღებას. კვირტობის და მტევნის მომწიფების დროს სასუქის მიწოდება მნიშვნელოვანია. აგვისტოში კალიუმის მონოფოსფატის ხსნარით ან ხის ნაცრის ნაყენით დანამეთ. ასე ვაზი უკეთ გაიზრდება და კენკრა შაქრით გაივსება.
ყურძნის დამუშავება სოკოს წინააღმდეგ – ყურძნის ჯანმრთელობაზე იზრუნეთ, თუ კარგი და ხარისხიანი მოსავლის აღება გსურთ. ხშირად უტევს სოკოვანი დაავადებები, როგორიცაა ნაცროვანი სოკო, მილდიუ, ნაცრისფერი ლპობა და სხვა.რა თქმა უნდა, მკურნალობას სჯობს პროფილაქტიკა ჩაატაროთ. სწორედ ამიტომ, ფუნგიციდებით ხშირად დაამუშავეთ. ტოპაზი, სკორი და ოქსიხომი ამ მიზნით რეკომენდებულია. ნებისმიერი საშუალება ინსტრუქციის მიხედვით გამოიყენეთ. ბოლოს მოსავლის აღებამდე 30 დღით ადრე დაამუშავეთ.