პროდუქიული ადამიანების საყვარელი პროდუქტების ნუსხა

63

პროდუქტიული ადამიანი ასეთად არ იბადება. უბრალოდ საკუთარი ორგანიზმის შესაძლებლობების სრულად გამოყენება ისწავლა. თუ დილით ადრე სამუშაოში ჩართვა უწევს, მაშინ ამ დროისთვის ტვინის და სხეულის სწრაფად „გახურებას“ ახერხებს. სწორი გაღვიძების და სავალდებულო დილის რიტუალის გარდა კვებას დიდი ყურადღება ექცევა. სწორი კვება დაგეხმარებათ პროდუქტიულად განეწყოთ, თუნდაც კარგად ვერ გამოიძინოთ ან ფეხზე ვერ დგებოდეთ.

პროდუქტიული ადამიანი – როგორ ეხმარება სწორი პროდუქტები ადამიანს ეფექტურად მუშაობაში? ასეთი კვება განწყობაზე დადებითად აისახება, მეხსიერებას აუმჯობესებს, ყველაზე სხვადასხვა ამოცანაზე კონცენტრაციის უნარს ზრდის, სიტუაციის სწორად შეფასების უნარს ზრდის, რაც სწორი გადაწყვეტილებას მიღებას ხელს უწყობს. რომელი ჯადოსნური პროდუქტები უწყობს ამ ყველაფერს ხელს?

  1. ჭარხალი – შესანიშნავი სასარგებლო პროდუქტი, რომელიც ყოველთვის სათანადოდ დაფასებული არაა. ბევრი ადამიანი ჭარხალს ვერ იტანს, ამიტომ რაციონში არ რთავს და სულ ტყუილად.პროდუქტი ტვინის დაბერებას ანელებს, ტვინში სისხლის ნაკადს ზრდის. შედეგად, ეს მეხსიერებასა და კონცენტრაციაზე დადებით გავლენას ახდენს. მთავარია, შესაფერისი კერძი იპოვოთ, სადაც ჭარხალი მთავარი ინგრედიენტია.
  2. კვერცხი – ეს პროდუქტი ტვინის ნაყოფიერი მუშაობისთვის უბრალოდ შეუცვლელია. თუ ყავის ან შოკოლადის ეფექტი დროებითია, კვერცხი ტვინს მთელი დღით მუხტავს. მაშინაც კი, როცა ადამიანი ზოგად სისუსტეს გრძნობს, საინტერესოდ შემწვარი კვერცხი მწვანილით და უშაქრო ჩაი პროდუქტიულ ტალღაზე განაწყობს.
  3. ორაგული – წითელი თევზი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის შემცველობით ტვინზე ბუნებრივი ენერგეტიკოსის მოქმედებას ახდენს. სპეციალისტები გირჩევენ, რომ ველური თევზი მიირთვათ და არა ფერმაში გამოყვანილი ორაგული. ის უფრო სასარგებლო და იაფია. ამასთან, ამ პროდუქტით დილის წასახემსებლის მომზადება გამოუცდელი კულინარისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.
  4. მწვანე ჩაი – ნერვიული და მუდმივად დაღლილი ხალხი დილას ფინჯანი ყავით იწყებენ, მაგრამ ნამდვილად პროდუქტიული ადამიანი სუფრაზე საეჭვო გზით არ მივა. მან იცის, რომ ფინჯანი მწვანე ჩაიც მხნეობას ზრდის, მაგრამ უფრო ნაზი და ხანგრძლივი ეფექტი აქვს. მწვანე ჩაი შფოთვის დონეს ამცირებს, რაც მეხსიერების მოწესრიგებას და მნიშვნელოვან საქმეზე კონცენტრირებას ხელს უწყობს.
  5. ნუში – ნამდვილად ლეგენდარული პროდუქტი, რომელიც E ვიტამინის დიდი შემცველობის წყალობით ტვინის აქტივობას ზრდის და ტვინის სისხლძარღვების სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს. ასევე დაბერებას ანელებს და მეხსიერებას აუმჯობესებს. ნუში შეგიძლიათ დაუმატოთ დესერტებს, ფაფას.
  6. ბროკოლი – კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც ტვინზე ჯადოსნურ გავლენას ახდენს, თუმცა საყოველთაო სიყვარულით ვერ სარგებლობს. არადა ბროკოლი ტვინის მუშაობას სტიმულირებს. ქოლინის შემცველობის წყალობით ტვინის ახალ უჯრედებს და ახალი ნეირონების კავშირებს ქმნის. ბროკოლი სასარგებლოა არა მხოლოდ მათთვის, ვისაც პროდუქტიულობის გაზრდა სურს, არამედ ბავშვებისა და ორსული ქალებისთვის. კვირაში რამდენჯერმე ბროკოლი სუფრაზე აუცილებლად უნდა მოხვდეს.
  7. ცხელი შოკოლადი – სასმელი, რომელიც ყავის შესანიშნავი ალტერნატივაა. ასევე მხნეობას ზრდის, მაგრამ უფრო ნაზად (როგორც მწვანე ჩაი) მოქმედებს. რაც უფრო მეტი კაკაო შედის, მით უკეთესი. ცხელი შოკოლადის ეფექტი პირველ 2-3 საათში უფრო გამოხატულია.

კიდევ რა არის საჭირო პროდუქტიულობის გასაზრდელად?

  1. მაღვიძარას გარეშე გაიღვიძეთ. ეს შესაძლებელია, თუ ყოველდღე (დასვენების დღეებშიც) ერთსა და იმავე დროს დაიძინებთ.
  2. დილა მსუბუქი ვარჯიშით ან მასაჟით დაიწყეთ.
  3. ამის შემდეგ 1 ჭიქა წყალი დალიეთ და გრილი შხაპი მიიღეთ. ახლა უკვე შეგიძლიათ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებით ისაუზმოთ. ოღონდ ზომიერების დაცვა არ დაგავიწყდეთ. ცხოვრების წესის რადიკალურად შეცვლამდე მკურნალ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია ყოველდღე ცოტა უფრო პროდუქტიულს გაგხდით. ასე საყვარელი საქმე მხოლოდ სიამოვნებას მოგიტანთ. ზემოთ ჩამოთვლილი რომელი პროდუქტი შედის თქვენს რაციონში და რამდენად შესამჩნევია მათი დადებითი ეფექტი?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს