დაასახელეთ ერთი მიზეზი, რომელიც ყველანაირ ურთიერთობას დაგინგრევთ.

69

არის თუ არა რეალური ჰარმონიის შენარჩუნება ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში, თუ სიყვარული მხოლოდ სამი წელი ცოცხლობს და შემდეგ წყენა, კონფლიქტი და გაუთავებელი კომპრომისები იკავებს მის ადგილს? ფსიქოლოგები თვლიან, რომ პარტნიორულ ურთიერთობებში ყველაფერი მოსალოდნელია. პაპარაცის რედაქცია დღეს ამ სტატიაში მოგიყვებათ როგორ ყალიბდება მყარი კავშირი და რა ანგრევს ურთიერთობას.

ჰარმონია ურთიერთობებში

თანასწორობა ურთიერთობში – პატრიარქატი დღესაც ცოცხალია და გვკარნახობს როგორ ავაწყოთ ურთიერთობები ოჯახში. სინამდვილეში კი ყველაფერი პირობითია. ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად, ქალებმა დაამტკიცეს, რომ მათ მამაკაცებზე არანაკლებ შეუძლიათ აზროვნება, მუშაობა და საქმის გაძღოლა. ხოლო ურთიერთობა უნდა შეიქმნას იმიტომ, რომ ადამიანმა სიამოვნება მიიღოს ამით. წყვილს უნდა შეეძლოს შეთანხმება, აქვთ უფლება საკუთარ გატაცებებზე, საკუთარი თავის გამოვლენაზე. როდესაც პარტნიორები ერთმანეთის სურვილებს პატივს სცემენ, მათი ურთიერთობა ჰარმონიულია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ერთნაირი უნდა იყონ, ან ერთი მთლიანობა. ეს ასე ვერ იქნება. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და არ შეიძლება სხვას მოახვიო შენი წესები. ეს ბზარს გააჩენს ურთიერთობაში.უნდა მშვიდად მიიღოთ ის ფაქტი, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი გრძნობებს სხვანაირად გამოხატავს, პრობლემებს მიიღებს არ ისე, როგორც თქვენ და საერთოდ, ყველაფერს თავისებურად გააკეთებს. მხოლოდ ასეთ ურთიერთობს ექნება ბედნიერი დასასრული და ისეთ ურთიერთობას ჰქვია ჯანსაღი, როცა თითოეულ პარტნიორს აქვს თავისი პირადი სივრცე და არ გადააქვს თავისი ბავშვობის ტრავმები მეორე ნახევარზე. თუ პრობლემამ იჩინა თავი, აუცილებელია მიმართოთ ფსიქოლოგს, რადგან ურთიერთობამ შეიძლება ვერ გაუძლოს და დაინგრეს.

პატივისცემა  – ფსიქოლოგიური ტრავმების ტვირთი პარტნიორს არ უნდა აკიდოთ. მართალია, საყვარელი ადამიანი იზრუნებს თქვენზე და ყველაფერს გააკეთებს თქვენს სასიამოვნებლად, მაგრამ საკუთარ ფსიქიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მაინც თქვენზეა. ხშირად ხდება, ხოლმე, რომ ვალდებულებები პარტნიორზე გადადის, მაგალითად, ბავშვის დაბადების შემდეგ. დედასაც და მამასაც შეუძლიათ დეკრეტის აღება და ბავშვის მოვლა. ამ დროს ერთი პარტნიორი ვალდებულია იზრუნოს ოჯახის უზრუნველყოფაზე.ყველაფერთან ერთად, უნდა გაუფრთხილდეთ ერთმანეთის პირად საზღვრებს. უნდა შეგეძლოთ მიიღოთ და მოისმინოთ სერიოზულად საყვარელი ადამიანის საწინააღმდეგო აზრი მაშინაც, თუ ის სრულიად ეწინააღმდეგება თქვენს პრინციპებს. არ შეიძლება დათრგუნოთ პარტნიორის სურვილები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთიერთობა ტანდათან კოშმარს დაემსგავსება. ზრდასრული და ჩამოყალიბებულია ურთიერთობა, როდესაც ადამიანები პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ საქციელზე.ერთობლივი განვითარება: “ადამიანები ერთად ვითარდებიან ან ერთად დეგრადირდებიან, თუ ერთი დეგრადირდება და მეორე წინ მიდის, წყვილი იშლება” – ამბობს ცნობილი ფსიქოლოგი ლაბკოვსკი. კარგია, თუ არსებობს საერთო ინტერესები, მაგრამ ურთიერთობის შესანარჩუნებლად მუდმივი მუშაობაა საჭირო. კარგია, თუ წყვილი ერთად დადის ტრენინგებზე და და ცდილობს შეინარჩუნოს ჯანსაღი მიკროკლიმატი გარშემო.

რა ანგრევს ურთიერთობას – “ყველაფრის დანგრევა შეუძლია ერთ სულელურ ნაბიჯს, განსაკუთრებით ღალატს და ტყუილს. როდესაც ურთიერთობაში გაურკვევლობაა, იკარგება კავშირი და ორივე პარტნიორი ცდილობს იცხოვროს თავისი ცხოვრებით. ჩნდება ბრაზი, ნაკლები სიყვარული, ტყუილები, წყენა, ქედმაღლობა და სიძუნწე…” ბევრი წყვილი შორდება იმიტომ რომ ვერ თანხმდებიან საბოლოოდ ერთმანეთში. ყოველდღიურობა შინაგანად ანადგურებს და მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ერთმანეთზე ანთხევს წლების განმავლობაში დაგროვილ ბრაზს. პარტნიორისგან იმედგაცრუებას, გულგრილობას ღებულობენ.

ჰარმონია ურთიერთობებში მიიღება ორმხრივი მონდომებით. რამდენი წყვილიცაა, იმდენი უნიკალური სიტუაციაა, სადაც პრობლემის გაჩენის შემთხვევაში, ფსიქოლოგის ჩარევით ყველაფერი ლაგდება. წყვილები ძირითადად იღებენ მაგალითს საკუთარი მშობლებისგან და თუ არ გამოდის ურთიერთობა, უნდა მიმართონ სპეციალისტს. თქვენ როგორ ფიქრობთ? რა აფუჭებს ყველაზე მეტად ურთიერთობას?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს