ქათმის წვნიანი, რომელსაც ერთდროულად ორ ქვაბში ვამზადებ მთელი კვირა ახალივითაა.

0
615

ოჰ, როგორ მინდა წვნიანი! მსუბუქი, დიეტური, კუჭში სიმძიმის და ზედმეტი კილოგრამების გარეშე. პაპარაცის რედაქციის რეცეპტით მომზადებული ქათმის წვნიანი ვერმიშელით სწორედ ასეთია. უფრო მეტიც, წვნიანი დიდხანს ძლებს და ერთი კვირის შემდეგაც ახალ მომზადებულივით გემრიელია. თუ, რა თქმა უნდა, მაცივარში შენახვა არ დაგავიწყდებათ.საქმე პატარა საიდუმლოშია, რომელსაც მოგვიანებით აუცილებლად გაგიზიარებთ. ზოგადად, მსუბუქი ქათმის წვნიანი სასარგებლოა და ორგანიზმს დაავადებებთან და დაღლილობასთან ბრძოლაში ეხმარება. 2–3 კვირაში ერთხელ მისი მომზადება სწორი და ჭკვიანური გადაწყვეტილებაა.

ქათმის წვნიანი ვერმიშელით

ინგრედიენტები:

  • 3 ქათმის ბარკალი
  • 400 გრ კარტოფილი
  • ხახვი
  • სტაფილო
  • 70 გრ წვრილი ვერმიშელი
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • 8 მარცვალი ბაჰარის წიწაკა
  • 2 ჩ/კ ხმელი რეჰანი
  • მარილი
  • დაფქული შავი წიწაკა
  • 2 ლ წყალი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ბულიონი მოამზადეთ. მდუღარე წყალს 1 ჩ/კ მარილი, ხახვი და სტაფილო დაუმატეთ. დაფნის ფოთოლი, ბაჰარის წიწაკა და ქათმის ბარკლებიც დაუმატეთ. როცა წყალი ადუღდება, ქაფი მოხადეთ, ზომიერ ცეცხლზე დადგით და ქვაბს თავსახური დაახურეთ. 20 წუთით მოიცადეთ.
  2. ახლა ჩვენი ნოუ–ჰაუს დროა. წვნიანის შენახვაში პასუხისმგებელია ლაფშა. სწორედ ამიტომ, ის „დააკონსერვეთ“. წვრილი და უთხელესი ლაფშა გამოგადგებათ. ობობები, ვარსკვლავები და ა.შ. მშრალ, ცხელ ტაფაზე შეწვით, მუდმივად აურიეთ, სადაც 5 წუთი დაგჭირდებათ. იმწამსვე ცივ თეფშზე გადაიტანეთ, რომ გაგრილდეს.
  3. კარტოფილი პატარა კუბებად დაჭერით, ასე სწრაფად მომზადდება. მზა ბულიონიდან ხახვი, დაფნის ფოთოლი და წიწაკა ამოიღეთ და გადააგდეთ. სტაფილო და ხორცი ცალკე თასში გადაიტანეთ. არ დაგჭირდებათ. თავად კარტოფილი ბულიონს დაუმატეთ და საშუალო ცეცხლზე 10 წუთით ხარშეთ. თუ საჭიროა, ქაფი მოხადეთ.
  4. 10 წუთის შემდეგ ბულიონს სტაფილო და დაქუცმაცებული ქათმის ხორცი, ასევე რეჰანი დაუმატეთ. 5 წუთიანი ხარშვის შემდეგ შემწვარი ლაფშა დაუმატეთ. კერძი პრაქტიკულად მზადაა, კიდევ 3-5 წუთი დაელოდეთ, სანამ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს საბოლოოდ არ დაუმეგობრდება. კერძი მზადაა და შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ.

შემწვარი ლაფშა რამდენჯერმე მოხარშვის შემდეგაც ფორმას შეინარჩუნებს და არ ჩაიშლება. ეს კი კერძის გარეგნობაზე დადებითად აისახება. ძალიან ხშირად წვნიანი ლაფშით პრეზენტაბელურობას კარგავს, რადგან სტაფილო სივდება. ასეთის ჭამა თავადაც არ გვსურს და მით უფრო ამ წვნიანით სტუმრის გამასპინძლება. თავის მხრივ, ქათმის ბულიონი ყოველთვის აქტუალურია. მსუბუქი, გემრიელი და, რაც მთავარია, სასარგებლო. ზოგი საერთოდ ლაფშას ცალკე მიირთმევს, რომ შემდეგ თხელი წვნიანის დალევით ისიამოვნოს. გემრიელად მიირთვით.