დედამ ყოველ ღამით ცოტა ხახვის ჭამას მიმაჩვია, გიამბობთ რა სარგებელი მოაქვს ამას.

2519

ხახვი – ყველასთვის ცნობილი ბოსტნეული ძლიერი სუნით და გემოთი. ბავშვობიდან ვერ ვიტანდი, ხოლო ზრდასრულ ასაკში ახალი მხრიდან აღმოვაჩინე. ზოგიერთი მზარეული დღემდე კამათობს, როგორ შევწვათ ხახვი სწორად, რომ მეტად სასარგებლო იყოს. საინტერესო თემაა, მაგრამ მისი ოდნავ განვითარება ღირს. მოდით გავიგოთ, რატომ არის ხახვი სასარგებლო და რა უარყოფითი მომენტები აქვს. კიდევ: რა საჭიროა ხახვის ჭამა ღამით? ბევრი ასე იქცევა, მაგრამ ზუსტად არ იცის, რატომ. მოკლედ, პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ, ხახვს ფურცლები მოვაშოროთ და მასზე საინტერესო რამ გავიგოთ.

როგორ შევწვათ ხახვი – დავიწყოთ, ხახვის შეწვით. ნებისმიერი ხახვის შეწვა შეიძლება, წითელი ხახვის გარდა. ეს სასალათე სახეობაა და თერმული დამუშავებით უარესდება. ხახვის დაჭრისას თავისუფლდება ორთქლები, რომლებიც თვალში ხვდება. ცრემლებად რომ არ დაიღვაროთ, წინასწარ ხახვი 15 წუთით მაცივარში შეინახეთ. ასე ზედმეტად ბოროტი აღარ იქნება.მთავარია, ხახვის წვენის ორთქლის თვალთან პირდაპირ კონტაქტს მოერიდოთ. მენთოლის საღეჭი რეზინის დაღეჭვა, ვენტილატორი ან უბრალოდ პირით სუნთქვა დაგეხმარებათ. მზარეულები, რომლებიც ხახვის შეტევას მიჩვეულნი არიან, უბრალოდ დანას წყალში ასველებენ და ითმენენ.ხახვის დაჭრის მეთოდს მნიშვნელობა არ აქვს. ისე დაჭერით, როგორც რეცეპტშია მითითებული. ეს პრინციპული არაა. მთავარია, ტაფაზე მცენარეული ზეთი გააცხელოთ და ხახვი საშუალო ცეცხლზე ნახევრად გამჭვირველობამდე შეწვათ. მხოლოდ ამის შემდეგ მოაყარეთ მარილი. „კერძი“ საჭირო მდგომარეობამდე მიიყვანეთ და ბოლოს ცოტა კარაქის ნაჭერი დაუმატეთ. ასე ხახვი კარგ გემოს შეიძენს, ხოლო ზეთი წვის პროცესში არ დაიწვება.

ხახვის სარგებელი და ზიანი

სასარგებლო თვისებები: ხახვი ძლიერი და ყველაზე იაფი აფროდიზიაკია. ძველ ეგვიპტეში მას „ღარიბების მუშკს“ უწოდებდნენ. შუა საუკუნეებში იმავე მიზეზით ბოსტნეული აკრძალეს.ხახვი ნივთიერებათა ცვლას კარგად ააქტიურებს, სისხლის გაახალგაზრდავებას ხელს უწყობს. თითქოსდა ორგანიზმის გადატვირთვას ახდენს და ამით ადამიანის განწყობაზე დადებით გავლენას ახდენს. ზოგიერთი ადამიანი თავის ტკივილის დროს ახალდაწურული ხახვის წვენის შესუნთქვის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.მწვანე ხახვის ფოთლები სახის კანზე დადებით გავლენას ახდენს. ლაქებს და წვრილ ნაოჭებს აქრობს. სახეზე ჭორფლების მოშორებასაც შეძლებთ, თუ ნახევარი ხახვით გაწმენდთ.ხახვი უფრო მეტ შაქარს შეიცავს, ვიდრე მსხალი და ვაშლი, ამიტომ ბოსტნეული დიეტის დროს სასარგებლოა. მას ცხიმის წვის თვისებები აქვს და ზედმეტ წყალს კარგად აქრობს. წონაში დაკლების მსურველთათვის სასურველია.ხახვი კრაზანას ნაკბენზე დაგეხმარებათ. ყველაფერი ძლიერ მოქმედი წვენის გამო. ხახვის წვენი წაისვით შეშუპებულ ადგილას, იქ, სადაც თმის ამოსვლა არასასურველია, რევმატული ტკივილების და ლიქენის დროს. აი, ასეთი სასწაულმოქმედი საშუალებაა.

ხახვის ზიანი – როგორც ასეთი, ხახვი საზიანო არაა, მაგრამ უკუჩვენებები აქვს. თუ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემები, პანკრეატიტის, თირკმლის უკმარისობის, გულის ან თირკმლების დაავადებები გაწუხებთ, ხახვი ზომიერად მიირთვით. ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ. ყველაფერი ზომიერად კარგია.

რატომ უნდა მიირთვათ ხახვი ღამით – ძილის წინ ხახვის პატარა ნაჭერი შეჭამეთ. მთავარი წესი: ძალიან ნელა და ჩაფიქრებულად დაღეჭეთ. მის გემოს და სუნს ყურადღება არ მიაქციოთ – ეფექტისთვის ასე აუცილებელია.ანტიბაქტერიული თვისებების გამო ხახვი პირის ღრუს ბაქტერიებს ეფექტურად ებრძვის. კბილის ჯაგრისიც კი ვერ მიწვდება იქ, სადაც ხახვის წვენი შეაღწევს. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ნოყიერი ვახშმობის შემდეგ კბილებში საკვების მიკროსკოპული ნარჩენები რჩება. მათ დილით ანთების გამოწვევაც შეუძლიათ. ეს კი მთელი დღის განმავლობაში განწყობაზე გავლენას ახდენს.ხახვის წვენი ამას შესანიშნავად უმკლავდება, მაგრამ მასაც დრო სჭირდება. სწორედ ამიტომ, მსგავსი უსიამოვნების წინააღმდეგ ძილის პერიოდი საუკეთესო დამხმარეა.

თითქმის ყველამ იცის ხახვის სასარგებლო თვისებების შესახებ, მაგრამ მას რაღაც ხალხურად და მკვრივად მივიჩნევთ. სინამდვილეში, ყველაფერი უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია და სამეცნიერო საფუძველი აქვს. ავად არ გახდეთ, ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრეთ და გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს